Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ სტარტაპის კიბერუსაფრთხოებისა და საფრთხეების შესახებ ლექცია ჩატარდა
„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ სტარტაპის კიბერუსაფრთხოებისა და საფრთხეების შესახებ ლექცია ჩატარდა

არას­დროს არ ყო­ფი­ლა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­გორც დღეს, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც ჩვენს მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში ვი­ნა­ხავთ, შე­საძ­ლოა, არა­სა­სურ­ველ პი­რებს ჩა­უ­ვარ­დეთ ხელ­ში. ამის მა­გა­ლი­თია სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი­დან თან­ხის მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რის გა­მოც რო­გორც ეროვ­ნულ ბანკს, ისე სხვა­დას­ხვა კო­მერ­ცი­ულ სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუტს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა მო­უ­წია.

ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ჰა­კე­რე­ბი მარ­ტი­ვად მოქ­მე­დე­ბენ, თუ თქვე­ნი სის­ტე­მა და­ცუ­ლი არ არის, სა­სურ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას ისე მი­ი­ღე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა, ვერც მიხ­ვდეთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასე­თი შემ­თხვე­ვა რამ­ხე­ლა ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს კომ­პა­ნი­ის­თვის. ამი­ტომ დღეს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა უმე­ტე­სო­ბა ცდი­ლობს, უსაფრ­თხო­ე­ბა­ში რე­სურ­სე­ბი არ და­ზო­გოს.

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, „ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ გა­და­წყვი­ტა, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­გან მი­ე­წო­დე­ბი­ნა. სწო­რედ ამი­ტომ, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის CYSEC-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ან­დრო გო­ცი­რი­ძემ BTU-ში ჩა­ა­ტა­რა ლექ­ცია თე­მა­ზე - სტარ­ტა­პის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა, საფრ­თხე­ე­ბი, შეც­დო­მე­ბი და რო­გო­რი უნდა იყოს გა­იდ­ლა­ი­ნი.

კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტის თქმით, ბიზ­ნეს-ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა კი­ბერ­სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მსხვი­ლი ბიზ­ნე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მცი­რე ბიზ­ნესს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­წყის ეტაპ­ზე კი­ბე­რ­რის­კებ­თან გამ­კლა­ვე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით უწევს. მათ უმე­ტე­სო­ბას არ გა­აჩ­ნია კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მდგრა­დი სის­ტე­მის შე­საქ­მნე­ლი რე­სურ­სი, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბის დაც­ვა მარ­ტი­ვი მე­თო­დე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ან­დრო გო­ცი­რი­ძემ სწო­რედ ამ დე­ტა­ლებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. მან სტუ­დენ­ტებს სტარ­ტა­პის­თვის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სწო­რი პლი­ტი­კა, ძი­რი­თა­დი საფრ­თხე­ე­ბი და მათი გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბი და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის გა­იდ­ლა­ი­ნი გა­აც­ნო.

„ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­შობს და­მა­ტე­ბით რის­კებს და მათ შო­რის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის რი­კებ­საც, რად­გან ბიზ­ნე­სის სა­წყის ეტაპ­ზე არ არის საკ­მა­რი­სი არც ადა­მი­ა­ნუ­რი და არც ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი. შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­ულ­წი­ლად ხდე­ბა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის, რო­გორც პრობ­ლე­მის იგ­ნო­რი­რე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მცი­რე სა­წარ­მოს­თვის, სტარ­ტა­პის­თვის და „ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“, რო­გორც სტარ­ტა­პე­ბის ჰაბ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სტუ­დენ­ტებს მი­ე­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, და­სა­წყის­ში­ვე რო­გორ აა­წყონ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი და რა პრაქ­ტი­კუ­ლი, იაფი, მაგ­რამ შრო­მა­ტე­ვა­დი ქმე­დე­ბე­ბი უნდა გა­ნახ­რო­ცი­ე­ლონ იმის­თვის, რომ ბიზ­ნე­სი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მხრი­ვაც გან­ვი­თარ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა ან­დრო გო­ცი­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გებს შევ­ხე­დავთ, სა­ქარ­თვე­ლო კა­ი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მხრივ ყო­ველ­თვის მო­წი­ნა­ვე ათე­ულ­შია, თუმ­ცა ეს ცალ­სა­ხად არ ნი­შავს, რომ ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

„სტრა­ტე­გი­ე­ბი, ბიზ­ნე­სი, თუნ­დაც ის სას­წავ­ლო გა­რე­მო, რო­მე­ლიც აქ არის, კი­ბერ­სუ­აფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­წი­ნა­უ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. გარ­კვე­უ­ლი ჩა­ნა­სა­ხი იმი­სა, რომ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ ჩა­ნა­სა­ხად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, არი­სა, თუნ­დაც ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ან­დრო გო­ცი­რი­ძემ.

კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი­სა და „ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სტუ­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა. სტუ­დენ­ტე­ბი რო­გორც პი­რა­დი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის, ისე სტარ­ტა­პის შემ­თხვე­ვა­ში კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ.

ან­დრო გო­ცი­რი­ძემ მათ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა და სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის რჩე­ვე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მის­ცა.

ავტორი:

„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ სტარტაპის კიბერუსაფრთხოებისა და საფრთხეების შესახებ ლექცია ჩატარდა

„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ სტარტაპის კიბერუსაფრთხოებისა და საფრთხეების შესახებ ლექცია ჩატარდა

არასდროს არ ყოფილა კიბერუსაფრთხოება ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენს მოწყობილობებში ვინახავთ, შესაძლოა, არასასურველ პირებს ჩაუვარდეთ ხელში. ამის მაგალითია საბანკო ბარათებიდან თანხის მოულოდნელად გაქრობის შემთხვევები, რის გამოც როგორც ეროვნულ ბანკს, ისე სხვადასხვა კომერციულ საბანკო და საფინანსო ინსტიტუტს რეკომენდაციების გაცემა მოუწია.

ასეთ შემთხვევებში ჰაკერები მარტივად მოქმედებენ, თუ თქვენი სისტემა დაცული არ არის, სასურველ ინფორმაციას ისე მიიღებენ, შეიძლება, ვერც მიხვდეთ. წარმოიდგინეთ, ასეთი შემთხვევა რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს კომპანიისთვის. ამიტომ დღეს, ორგანიზაციათა უმეტესობა ცდილობს, უსაფრთხოებაში რესურსები არ დაზოგოს.

თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია პროფესიონალისგან მიეწოდებინა. სწორედ ამიტომ, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC-ის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ BTU-ში ჩაატარა ლექცია თემაზე - სტარტაპის კიბერუსაფრთხოება, საფრთხეები, შეცდომები და როგორი უნდა იყოს გაიდლაინი.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტის თქმით, ბიზნეს-ორგანიზაციის არსებობა კიბერსივრცის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. მსხვილი ბიზნესისგან განსხვავებით, მცირე ბიზნესს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე კიბერრისკებთან გამკლავება შეზღუდული ფინანსური, ადამიანური რესურსითა და შესაძლებლობებით უწევს. მათ უმეტესობას არ გააჩნია კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის შესაქმნელი რესურსი, თუმცა ინფორმაციისა და მონაცემთა ბაზების დაცვა მარტივი მეთოდებითაც შესაძლებელია.

ანდრო გოცირიძემ სწორედ ამ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. მან სტუდენტებს სტარტაპისთვის კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ბიზნესის განვითარების შედეგად დაშვებული შეცდომები, ინფორმაციული უსაფრთხოების სწორი პლიტიკა, ძირითადი საფრთხეები და მათი გამომწვევი ფაქტორები და კიბერუსაფრთხოების გაიდლაინი გააცნო.

„ნებისმიერი ბიზნესის განვითარება წარმოშობს დამატებით რისკებს და მათ შორის კიბერუსაფრთხოების რიკებსაც, რადგან ბიზნესის საწყის ეტაპზე არ არის საკმარისი არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი. შესაბამისად, გარკვეულწილად ხდება კიბერუსაფრთხოების, როგორც პრობლემის იგნორირება. რასაკვირველია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მცირე საწარმოსთვის, სტარტაპისთვის და „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“, როგორც სტარტაპების ჰაბში, მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მიეწოდოთ ინფორმაცია, დასაწყისშივე როგორ ააწყონ კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი და რა პრაქტიკული, იაფი, მაგრამ შრომატევადი ქმედებები უნდა განახროციელონ იმისთვის, რომ ბიზნესი კიბერუსაფრთხოების მხრივაც განვითარდეს“, - აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.

მისივე თქმით, თუ საერთაშორისო რეიტინგებს შევხედავთ, საქართველო კაიბერუსაფრთხოების მხრივ ყოველთვის მოწინავე ათეულშია, თუმცა ეს ცალსახად არ ნიშავს, რომ ტექნიკური აღჭურვილობა უმაღლეს დონეზეა განვითარებული.

„სტრატეგიები, ბიზნესი, თუნდაც ის სასწავლო გარემო, რომელიც აქ არის, კიბერსუაფრთხოების მიმართულებით დაწინაურებას უზრუნველყოფს. გარკვეული ჩანასახი იმისა, რომ კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთ სერიოზულ ჩანასახად ჩამოყალიბდეს, არისა, თუნდაც ამ უნივერსიტეტში, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტისა და „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები როგორც პირადი მოწყობილობებისა და ინფორმაციის, ისე სტარტაპის შემთხვევაში კიბერუსაფრთხოებით დაინტერესდნენ.

ანდრო გოცირიძემ მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სამომავლო საქმიანობისთვის რჩევები ინდივიდუალურად მისცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი