პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ჯიბღაშვილი - ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მაგრამ არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით
ლევან ჯიბღაშვილი - ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მაგრამ არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით

ძა­ლინ მძი­მე იყო ჩემ­თვის შიგ­ნი­დან შე­ფა­სე­ბა, ძა­ლი­ან რთუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა და ბიზ­ნეს­მენ­მა ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილ­მა გლ­და­ნის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, ახ­სე­ნებ­და თუ არა და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის კახა სა­ბა­ნა­ძის გვარს, ჯი­ბღაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის მხო­ლოდ თა­ვის იუ­რის­ტებ­თან - კახა ას­ლა­ნიშ­ვილ­თან ან ამი­რან გი­გუ­აშ­ვილ­თან და­რეკ­ვას ითხოვ­და.

„ვიხ­ვე­წე­ბო­დი, რომ და­მა­რე­კი­ნეთ, და­ეს­წრონ ჩხრე­კას. შემ­თხვე­ვით და­მი­ნა­ხა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და და­ი­წყო რეკ­ვა ჩემს ახ­ლობ­ლებ­თან და ამის შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ ად­ვო­კა­ტე­ბი. მე, ელე­მენ­ტა­ლუ­რად, და­რეკ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მო­მე­ცა“, - გა­ნა­ცხა­და ჯი­ბღაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე უარ­ყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში კახა კა­ლა­ძეს­თან და­რეკ­ვას ითხოვ­და.

"ჩემ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ფო­ტოს ნა­ხავთ გა­მომ­დი­ნა­რე ჩემი ძა­ლი­ან დიდი კონ­ტაქ­ტე­ბი­დან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ვიც­ნობ და ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, მათ შო­რის ყო­ფილ მი­ნის­ტრებ­თან, ყო­ფილ პრე­მი­ე­რებ­თან და არ აქვს ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე, ჩემი ცხოვ­რე­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე, არა­სო­დეს მი­სარ­გებ­ლია პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით. ეს იცის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლამ. ჩემ­მა წრემ და ძა­ლი­ან ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმაც. მით უმე­ტეს მა­შინ, როცა მე მო­მი­ვი­და ასე­თი შეც­დო­მა, მით უმე­ტეს ამ მო­მენ­ტში, არ ვი­სარ­გებ­ლებ­დი არც ამ ადა­მი­ა­ნით და არც სხვა და­ნარ­ჩე­ნი პი­როვ­ნე­ბე­ბით. კახა კა­ლა­ძეს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ, არა­სო­დეს გა­მარ­ჯო­ბა არ გვით­ქვამს ერ­თმა­ნე­თის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე სა­სა­მარ­თლო­ში მად­ლო­ბაც გა­და­ვუ­ხა­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს და ყვე­ლას გთხოვთ, იყოთ ობი­ექ­ტუ­რე­ბი. თი­თო­ე­ულ­მა თქვენ­მა სი­ტყვამ შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს რო­გორც ჩემი ბედი, როცა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი არ არის სრუ­ლად დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ისე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ადა­მი­ა­ნის ბედი შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს თი­თო­ე­ულ­მა თქვენ­მა ინ­ტერპრე­ტი­რე­ბულ­მა სი­ტყვამ", - გა­ნა­ცხა­და ჯი­ბღაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ეკუთ­ვნო­და თუ არა მას ან რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და, ჯი­ბღაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მეტს ვე­რა­ფერს იტყო­და.

მსა­ხი­ობ­მა და ბიზ­ნეს­მენ­მა ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილ­მა 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ გლ­და­ნის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რი და­ტო­ვა.

მას ბრა­ლი ედე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ა ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ჯი­ბღაშ­ვი­ლის­თვის 15 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და. თუმ­ცა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო გა­ნუ­სა­ზღვრა.

VIDEO: ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მაქვს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლი, არას­დროს მი­სარ­გებ­ლია ჩემი კონ­ტაქ­ტე­ბით... კა­ლა­ძეს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ - ჯი­ბღაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ

00:00 / 00:00
ავტორი:

ლევან ჯიბღაშვილი - ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მაგრამ არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით

ლევან ჯიბღაშვილი - ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მაგრამ არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით

ძალინ მძიმე იყო ჩემთვის შიგნიდან შეფასება, ძალიან რთულია, - ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, ახსენებდა თუ არა დაკავების მომენტში შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის გვარს, ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ თავის იურისტებთან - კახა ასლანიშვილთან ან ამირან გიგუაშვილთან დარეკვას ითხოვდა.

„ვიხვეწებოდი, რომ დამარეკინეთ, დაესწრონ ჩხრეკას. შემთხვევით დამინახა ჩემმა მეგობარმა და დაიწყო რეკვა ჩემს ახლობლებთან და ამის შემდეგ მოვიდნენ ადვოკატები. მე, ელემენტალურად, დარეკვის საშუალებაც არ მომეცა“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაკავების მომენტში კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა.

"ჩემთან ერთად გადაღებულ ძალიან ბევრი ადამიანი ფოტოს ნახავთ გამომდინარე ჩემი ძალიან დიდი კონტაქტებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარ საქართველოს ვიცნობ და ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან და არ აქვს ამას მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მე, ჩემი ცხოვრების არცერთ ეტაპზე, არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით. ეს იცის აბსოლუტურად ყველამ. ჩემმა წრემ და ძალიან ბევრმა ჟურნალისტმაც. მით უმეტეს მაშინ, როცა მე მომივიდა ასეთი შეცდომა, მით უმეტეს ამ მომენტში, არ ვისარგებლებდი არც ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენი პიროვნებებით. კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, არასოდეს გამარჯობა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. აქედან გამომდინარე, მე სასამართლოში მადლობაც გადავუხადე ჟურნალისტებს და ყველას გთხოვთ, იყოთ ობიექტურები. თითოეულმა თქვენმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს როგორც ჩემი ბედი, როცა სასამართლო პროცესი არ არის სრულად დამთავრებული, ისე ნებისმიერი სხვა ადამიანის ბედი შეიძლება გადაწყვიტოს თითოეულმა თქვენმა ინტერპრეტირებულმა სიტყვამ", - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

კითხვაზე, აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა თუ არა მას ან რა დანიშნულებისთვის სჭირდებოდა, ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს იტყოდა.

მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა 10 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა.

VIDEO: ნახევარ საქართველოსთან მაქვს ფოტო გადაღებული, არასდროს მისარგებლია ჩემი კონტაქტებით... კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ - ჯიბღაშვილის პირველი კომენტარი გამოსვლის შემდეგ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ