პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უამრავი ადამიანი იგივე "დანაშაულისთვის" გვიზის საპყრობილეში" - "გირჩი" ჯიბღაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება
"უამრავი ადამიანი იგივე "დანაშაულისთვის" გვიზის საპყრობილეში" - "გირჩი" ჯიბღაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "გირ­ჩი" ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა:

"გუ­შინ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა მსა­ხი­ო­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვამ ჯი­ბღაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­უ­ჩი­ნეს დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, თუმ­ცა არც ერთ ნი­უს­ში, რო­მე­ლიც ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და არ იყო მი­ი­თე­ბუ­ლი, ზუს­ტად რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და რა ოდე­ნო­ბით იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

თუმ­ცა ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კა­ვე­ბი­სას ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი ხმა­მაღ­ლა ითხოვ­და დახ­მა­რე­ბას კახა კა­ლა­ძის­გან.

დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძე­ბად 15 ათა­სი ლა­რის გი­რაო მო­ი­თხო­ვა. ხოლო სა­სა­მარ­თლომ ჯი­ბღაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად 10 000 ლა­რის გი­რაო შე­უ­ფარ­და.

ჩვენ ვუ­ლო­ცავთ ბა­ტონ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილს თა­ვისფლე­ბას და მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვფიქ­რობთ რომ არც ერთი ადა­მი­ა­ნი ნარ­კო­ტი­კე­ბის ფლო­ბის და მოხ­მა­რე­ბის გამო არ უნდა იჯ­დეს ცი­ხე­ში, უფრო მე­ტიც სრუ­ლად ვე­თან­ხმე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მსჯე­ლო­ბის ხაზს და ეს ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბის ნა­წი­ლი გვგო­ნია.

შე­სა­ბა­მი­სად, იმე­დი გვაქვს რომ ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ბა საქ­მის არ­სე­ბი­თად გა­და­წყვე­ტის შემ­დე­გაც.

ამავდრო­უ­ლად გვინ­და, რომ ეს შემ­თხვე­ვა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლა­დაც გა­მო­ვი­ყე­ნოთ და გვაქვს შემ­დე­გი კი­თხვე­ბი:

1. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან გვა­ინ­ტე­რე­სებს რა ოდე­ნო­ბის და რა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა იქნა ამო­ღე­ბუ­ლი?

2. პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან გვა­ინ­ტე­რე­სებს იგი­ვე ჯგუ­ფის, იგი­ვე ან ნაკ­ლე­ბი ოდე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ფლო­ბის გამო (260-ე მუხ­ლი) ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დენ­ჯერ იყო მო­თხოვ­ნი­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა, უკა­ნას­კნე­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში?

3. სა­სა­მარ­თლოს­გან გვა­ინ­ტე­რე­სებს, იგი­ვე ჯგუ­ფის იგი­ვე ან ნაკ­ლე­ბი ოდე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ფლო­ბის­თვის, რამ­დენ პირს შე­ე­ფარ­და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა, უკა­ნას­კნე­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში?

4. სა­სა­მარ­თლოს­გან გვა­ინ­ტე­რე­სებს, იგი­ვე ან ნაკ­ლე­ბი ოდე­ნო­ბის იგი­ვე ჯგუ­ფის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ფლო­ბის­თვის რამ­დენ ადა­მი­ანს მი­ე­სა­ჯა ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტიმ­რო­ბა?

5. სას­ჯელ აღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­გან გვა­ინ­ტე­რე­სებს რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იხ­დის დღეს სას­ჯელს იგი­ვე ჯგუ­ფის, იგი­ვე ან ნაკ­ლე­ბი ოდე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ფლო­ბის­თვის?

ჩვენ ვთვლით რომ ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, იმის­თვის რომ გა­მოვ­რი­ცხოთ შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი ამ საქ­მე­ში, მით უმე­ტეს არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბი­სას ითხოვ­და დახ­მა­რე­ბას მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­გან, ქა­ლა­ქის მე­რის­გან.

ჩვენ არ გვგო­ნია პრობ­ლე­მა ის, რომ ქა­ლა­ქის მერი დახ­მა­რე­ბო­და ბა­ტონ ლე­ვანს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყიდ­ვა­ში, რად­გან, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, არ გვგო­ნია სა­მარ­თლი­ა­ნი ამ და­ნა­შა­უ­ლის გამო ადა­მი­ა­ნის ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნა. თუმ­ცა გვაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იგი­ვე "და­ნა­შა­უ­ლის“ გამო დღე­საც გვი­ზის სა­პყრო­ბი­ლე­ში.

ყვე­ლა­ზე უა­რე­სი რამ რაც შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას არის შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, ამი­ტომ რაც და­საშ­ვე­ბია ბა­ტო­ნი ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის შემ­თხე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გავ­რცელ­დეს სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზეც, რომ­ლე­ბიც უსა­მარ­თლოდ იტან­ჯე­ბი­ან სა­პყრო­ბი­ლე­ში.

ვი­თხოვთ ზე­მოთთ­ქმუ­ლი უწყე­ბე­ბის­გან, გვი­პა­სუ­ხონ დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე და და­ი­წყონ პრო­ცე­დუ­რე­ბი, იგი­ვე და­ნა­შა­უ­ლის გამო ცი­ხე­ში მსხდო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად" - ნათ­ქვა­მია გირ­ჩის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ მსა­ხი­ობ­სა და ბიზ­ნეს­მენ, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და, პა­ტიმ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ მისი 15 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. შუ­ამ­დგომ­ლო­ბას დაც­ვის მხა­რეც და­ე­თან­ხმა, თუმ­ცა, გი­რა­ოს ოდე­ნო­ბა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია და გან­მარ­ტა, რომ თან­ხის ოდე­ნო­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­ნე­სა­ზღვრა.

და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი ედე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ა ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც 5 დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"უამრავი ადამიანი იგივე "დანაშაულისთვის" გვიზის საპყრობილეში" - "გირჩი" ჯიბღაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

"უამრავი ადამიანი იგივე "დანაშაულისთვის" გვიზის საპყრობილეში" - "გირჩი" ჯიბღაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლებას განცხადებით ეხმაურება:

"გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მსახიობი და ბიზნესმენი ლევამ ჯიბღაშვილი, რომელსაც ავტომანქანაში აღმოუჩინეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, თუმცა არც ერთ ნიუსში, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა არ იყო მიითებული, ზუსტად რა ნივთიერებები და რა ოდენობით იქნა აღმოჩენილი.

თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებისას ლევან ჯიბღაშვილი ხმამაღლა ითხოვდა დახმარებას კახა კალაძისგან.

დღეს პროკურატურამ ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძებად 15 ათასი ლარის გირაო მოითხოვა. ხოლო სასამართლომ ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარის გირაო შეუფარდა.

ჩვენ ვულოცავთ ბატონ ლევან ჯიბღაშვილს თავისფლებას და მისგან განსხვავებით, ვფიქრობთ რომ არც ერთი ადამიანი ნარკოტიკების ფლობის და მოხმარების გამო არ უნდა იჯდეს ციხეში, უფრო მეტიც სრულად ვეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის ხაზს და ეს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი გვგონია.

შესაბამისად, იმედი გვაქვს რომ ბატონი ლევანი თავისუფლებაში დარჩება საქმის არსებითად გადაწყვეტის შემდეგაც.

ამავდროულად გვინდა, რომ ეს შემთხვევა სხვა ადამიანების გასათავისუფლებლადაც გამოვიყენოთ და გვაქვს შემდეგი კითხვები:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?

2. პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

3. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

4. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?

5. სასჯელ აღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

ჩვენ ვთვლით რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, იმისთვის რომ გამოვრიცხოთ შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი ამ საქმეში, მით უმეტეს არსებობს ინფორმაცია, რომ დაზარალებული დაკავებისას ითხოვდა დახმარებას მაღალი თანამდებობის პირისგან, ქალაქის მერისგან.

ჩვენ არ გვგონია პრობლემა ის, რომ ქალაქის მერი დახმარებოდა ბატონ ლევანს, თავისუფლების ყიდვაში, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ გვგონია სამართლიანი ამ დანაშაულის გამო ადამიანის ტყვეობაში ყოფნა. თუმცა გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ უამრავი ადამიანი იგივე "დანაშაულის“ გამო დღესაც გვიზის საპყრობილეში.

ყველაზე უარესი რამ რაც შეიძლება დაემართოს მართლმსაჯულების სისტემას არის შერჩევითი სამართლიანობა, ამიტომ რაც დასაშვებია ბატონი ლევან ჯიბღაშვილის შემთხევაში, აუცილებლად უნდა გავრცელდეს სხვა ადამიანების შემთხვევებზეც, რომლებიც უსამართლოდ იტანჯებიან საპყრობილეში.

ვითხოვთ ზემოთთქმული უწყებებისგან, გვიპასუხონ დასმულ შეკითხვებზე და დაიწყონ პროცედურები, იგივე დანაშაულის გამო ციხეში მსხდომი ადამიანების გასათავისუფლებლად" - ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მისი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, თუმცა, გირაოს ოდენობა არ დაუკონკრეტებია და განმარტა, რომ თანხის ოდენობა სასამართლოს განესაზღვრა.

დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ