ავტორი:

"კორპუსის ზედა ორი სართული უკანონოა! მუშები დამცავი მექანიზმების გარეშე არიან" - რა ფოტოებს აქვეყნებს მოქალაქე ორთაჭალიდან

"კორპუსის ზედა ორი სართული უკანონოა! მუშები დამცავი მექანიზმების გარეშე არიან" - რა ფოტოებს აქვეყნებს მოქალაქე ორთაჭალიდან

ინტერნეტმომხმარებელი ნინი გოგოლაძე "ფეისბუქზე" ორთაჭალაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსზე ორი სართულს უკანონოდ აშენებენ. ფოტოებზე ასევე ჩანს, რომ მშენებლობის პროცესში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები და მე-7 სართულზე მუშები ყოველგვარი დამცავი მექანიზმის გარეშე გადაადგილდებიან.

"ეს ფოტო ჩემი სახლის ეზოდან არის გადაღებული, ჩემს სახლსა და ამ კორპუსს ერთი ღობე ჰყოფს. ზედა ორი სართული უკანონოა! ყოველგვარი ნებართვისა და პროექტის გარეშე, თვითნებურად აშენებული. ეს პროცესი მიმდინარეობს 25 თებერვლიდან, იმ დღიდან ამ თემის შესახებ იცის თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. სამსახურმა, რომლის უშუალო ფუნქცია და ვალდებულებაა (!) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება;

პროცესი დაიწყო გაფრთხილებით, შემდეგ უკანონო მშენებლის დაჯარიმებით და საქმის აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემით. ბოლოს კი საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. იმ იმედით, რომ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს მივმართეთ, იმ იმედით, რომ სამართლებრივი გზით შეგვეძლო გვედავა ამ საქმეზე, ვფიქრობდით, რომ პროცესს ეს სამი უწყება ერთობლივი მუშაობით აუცილებლად შეაჩერებდა. თუმცა, პასუხად სამივე უწყებისგან მივიღეთ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს და სხვა არაფერი შეუძლიათ. გამოდის, რომ ერთი უკანონო მშენებელი მოერია სახელმწიფოს.

უკანონო მშენებლობა ორთაჭალაში, ახალი ხეივნის 12 ნომერში ამ წუთებშიც გრძელდება, ამ კორპუსში, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული ჯერ არ არის, მოსახლეობა უკვე ცხოვრობს და თან კიდევ მიმდინარეობს სამშენებელო პროცესი, სადაც შრომითი უსაფრთხოებაც კი არ არის დაცული. მე-7 სართულზე მუშები გადაადგილდებიან ყოველგვარი დამცავი მექანიზმის გარეშე. 4 სართულზე გათვლილ საძირკველზე, მალე 9 სართულიანი კორპუსი იქნება. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს შენობა უსაფრთხოა იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის და გარშემომყოფებისთვის? როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო უძლური იყოს, ისეთი, ერთი შეხედვით მარტივი დარღვევის წინაშე, როგორიც სამშენებლო გადაცდომაა? რა უნდა ქნას კეთილსინდისიერმა მოქალაქემ მაშინ, როდესაც ყველა სამართლებრივ გზას მიმართა უკანონობის აღსაკვეთად და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად? ბოლოს კი მინდა, იმ მშენებლებს ვუთხრა, 200-მდე კომპანიას, რომელიც ელოდება K2 კოეფიციენტის გაზრდას, რომ არ სჭირდებათ პროექტის და ნებართვის მოლოდინი - ამ ქალაქში უკანონო მშენებლობა მოსულა!" - წერს გოგოლაძე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს