საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიზა ჟვანია - ზურას მოღვაწეობა ინსპირაციის წყარო უნდა იყოს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის, რადგან პოლიტიკური სისტემის მიმართ უნდობლობაა
ლიზა ჟვანია - ზურას მოღვაწეობა ინსპირაციის წყარო უნდა იყოს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის, რადგან პოლიტიკური სისტემის მიმართ უნდობლობაა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სტრას­ბურ­გში, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­სახ­ლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. ვარ­სკვლავ­ზე, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხელ­თან და გვარ­თან ერ­თად, პო­ლი­ტი­კო­სის ერთ-ერთი ყველ­ზე ცნო­ბი­ლი ფრა­ზაა და­ტა­ნი­ლი: "მე ვარ ქარ­თვე­ლი და მა­შა­სა­და­მე, ვარ ევ­რო­პე­ლი". ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბთან ერ­თად, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბიც და­ეს­წრნენ. სტრას­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ექ­სპრე­მი­ე­რის მე­უღ­ლე ნინო ჟვა­ნია და შვი­ლე­ბი, ბუსა და ლიზა ჟვა­ნი­ე­ბი.

რა ემო­ცი­ე­ბით დაბ­რუნ­და ლიზა ჟვა­ნია სტრას­ბურ­გი­დან და ზო­გა­დად, რო­გო­რი ცხოვ­რო­ბენ ექ­სპრე­მი­ე­რის შვი­ლე­ბი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ამის შე­სა­ხებ ლი­ზამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში" ისა­უბ­რა:

"ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იყო ზუ­რას ღვაწ­ლის ასე­თი ტი­პის და­ფა­სე­ბა. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტერ­სო და შთამ­ბეჭ­და­ვი იყო სტრას­ბურ­გში ყოფ­ნა, ევ­რო­საბ­ჭოს ნახ­ვა და იმის ხილ­ვა, რომ ზუ­რას ღვაწ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რე­თაც ფას­დე­ბა" - აღ­ნიშ­ნა ლიზა ჟვა­ნი­ამ.

"10 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ზურა გარ­და­იც­ვა­ლა. მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და... გა­ნათ­ლე­ბა ამე­რი­კა­ში მი­ვი­ღე, იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ლო­სო­ფი­ის ფაკლკუ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. 5 წელი იქ ვცხოვ­რობ­დი. ერთი წე­ლია, რაც ჩა­მო­ვე­დი. ცოტა ხნის წინ გავ­ხსე­ნი სა­გა­მო­ფე­ნო და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ცენ­ტრი "მა­უ­დი". ახლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი... რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რას, ის რო­გორც ოჯახ­ში, ისე ოჯა­ხის გა­რეთ დიდი ფი­გუ­რა იყო. ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ერ­თად დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით. ბუ­ნე­ბა­ში დავ­ყავ­დით, გვე­სა­უბ­რე­ბო­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის­მა და­ნა­ტო­ვარ­მა. მუდ­მი­ვად ვხვდე­ბი ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც მას იც­ნობ­დნენ და ეს ჩემ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ ზურა უკეთ გა­ვიც­ნო" - აღ­ნიშ­ნა ლიზა ჟვა­ნი­ამ.

VIDEO: "დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით ერ­თად, ბუ­ნე­ბა­ში დავ­ყავ­დით, გვე­სა­უბ­რე­ბო­და" - რო­გო­რია ლიზა ჟვა­ნი­ას ცხოვ­რე­ბა მა­მას­თან ერ­თად და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გა­რე­შე?

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას 55 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნი­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა პარ­ლა­მენ­ტში

მან ასე­ვე პო­ლი­ტი­კა­ში ექ­სპრე­მი­ე­რის ღვაწლ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მოღ­ვა­წე­ო­ბა მისი ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როა".

"მისი ღვაწ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ჩემ­თვის მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როა. ჩემი აზ­რით, ეს ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო უნდა იყოს სხვა ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მე­ბის მი­მართ დიდი უნ­დობ­ლო­ბაა. მის მოღ­ვა­წე­ო­ბას თუ შევ­ხე­დავთ, და­ვი­ნა­ხავთ რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტრა­ვერ­სი­უ­ლო­ბის მიღ­მა არის გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი, რაც სა­ყო­ველ­თა­ოა. მა­გა­ლი­თად, მისი დიდი ღვაწ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო სტრუქ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში..." - აღ­ნიშ­ნა ლიზა ჟვა­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ლიზა ჟვანია - ზურას მოღვაწეობა ინსპირაციის წყარო უნდა იყოს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის, რადგან პოლიტიკური სისტემის მიმართ უნდობლობაა

ლიზა ჟვანია - ზურას მოღვაწეობა ინსპირაციის წყარო უნდა იყოს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის, რადგან პოლიტიკური სისტემის მიმართ უნდობლობაა

რამდენიმე დღის წინ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზაა დატანილი: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი". ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. სტრასბურგში იმყოფებოდნენ ექსპრემიერის მეუღლე ნინო ჟვანია და შვილები, ბუსა და ლიზა ჟვანიები.

რა ემოციებით დაბრუნდა ლიზა ჟვანია სტრასბურგიდან და ზოგადად, როგორი ცხოვრობენ ექსპრემიერის შვილები მისი გარდაცვალების შემდეგ, ამის შესახებ ლიზამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ისაუბრა:

"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო ზურას ღვაწლის ასეთი ტიპის დაფასება. ზოგადად, ძალიან საინტერსო და შთამბეჭდავი იყო სტრასბურგში ყოფნა, ევროსაბჭოს ნახვა და იმის ხილვა, რომ ზურას ღვაწლი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ფასდება" - აღნიშნა ლიზა ჟვანიამ.

"10 წლის ვიყავი, როდესაც ზურა გარდაიცვალა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... განათლება ამერიკაში მივიღე, იელის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკლკუტეტი დავამთავრე. 5 წელი იქ ვცხოვრობდი. ერთი წელია, რაც ჩამოვედი. ცოტა ხნის წინ გავხსენი საგამოფენო და სახელოვნებო ცენტრი "მაუდი". ახლა ამ მიმართულებით ვარ დაკავებული... რაც შეეხება ზურას, ის როგორც ოჯახში, ისე ოჯახის გარეთ დიდი ფიგურა იყო. ძალიან თბილი ადამიანი იყო, ერთად დიდ დროს ვატარებდით. ბუნებაში დავყავდით, გვესაუბრებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი გავლენა მოახდინა მისმა დანატოვარმა. მუდმივად ვხვდები ხალხს, რომლებიც მას იცნობდნენ და ეს ჩემთვის საშუალებაა, რომ ზურა უკეთ გავიცნო" - აღნიშნა ლიზა ჟვანიამ.

VIDEO: "დიდ დროს ვატარებდით ერთად, ბუნებაში დავყავდით, გვესაუბრებოდა" - როგორია ლიზა ჟვანიას ცხოვრება მამასთან ერთად და ზურაბ ჟვანიას გარეშე?

ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილო ღონისძიება პარლამენტში

მან ასევე პოლიტიკაში ექსპრემიერის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობა მისი ინსპირაციის წყაროა".

"მისი ღვაწლი მნიშვნელოვანია და ჩემთვის მისი მოღვაწეობა ინსპირაციის წყაროა. ჩემი აზრით, ეს ინსპირაციის წყარო უნდა იყოს სხვა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის, რადგან პოლიტიკური სისტემების მიმართ დიდი უნდობლობაა. მის მოღვაწეობას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ პოლიტიკური კონტრავერსიულობის მიღმა არის გარკვეული შედეგები, რაც საყოველთაოა. მაგალითად, მისი დიდი ღვაწლი საპარლამენტო სტრუქტურის ჩამოყალიბებაში..." - აღნიშნა ლიზა ჟვანიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 733  ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

24 საათში გარდაიცვალა 33 პაციენტი - რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?