სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამარჯვებულ ქართველ სუმოისტებს საქართველოს ძველი ჰიმნი აუჟღერეს - რა მოხდა ტალინში?
გამარჯვებულ ქართველ სუმოისტებს საქართველოს ძველი ჰიმნი აუჟღერეს - რა მოხდა ტალინში?

ტა­ლინ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სუ­მო­ში ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა 8 მედ­ლის მო­პო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. მათ შო­რის - 2 ოქ­როს, 2 ვერ­ცხლის და 6 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლია.

ბოლო სა­შე­ჯიბ­რო დღეს, რო­დე­საც კვარ­ცხლბეკ­ზე სუ­მო­ის­ტი ლაშა ჯე­ლა­ძე ავი­და, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ძვე­ლი ჰიმ­ნი ჩარ­თეს, რა­საც ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

"სირ­ცხვი­ლი და თა­ვის მოჭ­რა ეს­ტო­ნეთს! ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებ­და აწ დას­რუ­ლე­ბუ­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო მხა­რე, ოძე­კი ბა­რუ­ტოს სამ­შობ­ლო­ში! არე­უ­ლად ატა­რებ­დნენ ორ­თაბ­რძო­ლებს... შიმ­პა­ნი რა­ღაც გა­უ­გე­ბარ მოძ­რა­ო­ბებს სთხოვ­და მებ­რძო­ლებს... ხში­რად ცდე­ბოდ­ნენ მსა­ჯე­ბი...

დიქ­ტორ­მა არ იცო­და კი­თხვა; და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად აცხა­დებ­და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს... ყვე­ლაფ­რის დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა იყო ჩვე­ნი ჩემ­პი­ო­ნის, ლაშა ჯე­ლა­ძის პა­ტივ­სა­ცე­მად სა­ქარ­თვე­ლოს ძვე­ლი ჰიმ­ნის აჟ­ღე­რე­ბა.

ჩვე­ნი ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, თენ­გიზ რუ­ხა­ძის სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნი მო­თხოვ­ნით, ძვე­ლი ჰიმ­ნი შუა მსვლე­ლო­ბი­სას გა­ა­ჩე­რეს, თუმ­ცა სა­ნაც­ვლოდ, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ჰიმ­ნის ჩარ­თვა ეს­ტო­ნე­ლებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლებს მო­უ­წი­ათ ქარ­თვე­ლებს კვარ­ცხლბე­კის და­ტო­ვე­ბა", - ვკი­თხუ­ლობთ ქარ­თუ­ლი სუ­მოს ქო­მა­გე­ბის Facebook-გვერ­დზე იხი­ლეთ ვი­დეო sportall.ge-ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

გამარჯვებულ ქართველ სუმოისტებს საქართველოს ძველი ჰიმნი აუჟღერეს - რა მოხდა ტალინში?

გამარჯვებულ ქართველ სუმოისტებს საქართველოს ძველი ჰიმნი აუჟღერეს - რა მოხდა ტალინში?

ტალინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სუმოში ქართველმა სპორტსმენებმა 8 მედლის მოპოვება მოახერხეს. მათ შორის - 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალია.

ბოლო საშეჯიბრო დღეს, როდესაც კვარცხლბეკზე სუმოისტი ლაშა ჯელაძე ავიდა, ორგანიზატორებმა საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს, რასაც ქართული დელეგაციის პროტესტი მოჰყვა.

"სირცხვილი და თავის მოჭრა ესტონეთს! ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა აწ დასრულებული ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო მხარე, ოძეკი ბარუტოს სამშობლოში! არეულად ატარებდნენ ორთაბრძოლებს... შიმპანი რაღაც გაუგებარ მოძრაობებს სთხოვდა მებრძოლებს... ხშირად ცდებოდნენ მსაჯები...

დიქტორმა არ იცოდა კითხვა; დამახინჯებულად აცხადებდა მონაწილეების გვარ-სახელებს... ყველაფრის დაგვირგვინება იყო ჩვენი ჩემპიონის, ლაშა ჯელაძის პატივსაცემად საქართველოს ძველი ჰიმნის აჟღერება.

ჩვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, თენგიზ რუხაძის სრულიად სამართლიანი მოთხოვნით, ძველი ჰიმნი შუა მსვლელობისას გააჩერეს, თუმცა სანაცვლოდ, ამჟამინდელი ჰიმნის ჩართვა ესტონელებმა ვეღარ შეძლეს და შეურაცხყოფილებს მოუწიათ ქართველებს კვარცხლბეკის დატოვება", - ვკითხულობთ ქართული სუმოს ქომაგების Facebook-გვერდზე იხილეთ ვიდეო sportall.ge-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ