"ეს არის გრძელვადიანი ანაბარი, რომელიც გაცილებით უკეთესად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერ კომერციულ ბანკში განთავსებული ანაბარი“ - ეს განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ საპენსიო დანაზოგი არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში.
"ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ რისკს იმაზე, რომ საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, 20 წელიწადში, 25-ში, 30-ში, მაგრამ აუცილებლად იქნება. და ეს ფული მუშაობს სწორედ აყვავებისთვის და ეკონომიკის განვითარებისათვის. მუშაობს ყველა ჩვენი საერთო ფული და კიდევ იმისათვის ვიყენებთ, რომ ღირსეული და ნორმალური სიბერე გვქონდეს.“ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს და თანხებიც სწორედ მეტი დასაქმებულების მოზიდვაში უნდა დაიხარჯოს.