მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძე პანკისის მოვლენებზე: "ყოველთვის, როცა ჩავდიოდით, მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა - სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული"
კალაძე პანკისის მოვლენებზე: "ყოველთვის, როცა ჩავდიოდით, მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა - სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული"

ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­მა, ვი­საც და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვის, პა­სუ­ხი უნდა აგოს, არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნით უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ ოპო­ნენ­ტე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის მხრი­დან ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და ძა­ლი­ან სა­ში­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა.

„ძა­ლის რო­მელ გა­და­მე­ტე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ის რაც ვნა­ხეთ, იქ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლას პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბა. სამ­წუ­ხა­რო არის ის, რა­ტომ მი­ვე­დით ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე. ჩემი მი­ნის­ტრო­ბის დროს ბევ­რი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში. იყო გა­ზი­ფი­ცი­რე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ელექტრო­ფი­ცი­რე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მრი­ცხვე­ლე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა, იყო სოფ­ლე­ბი, სა­დაც ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მე­ბი იყო. ყო­ველ­თვის, როცა ჩავ­დი­ო­დით და ამ პრო­ექ­ტებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით, ძმო­ბის და მე­გობ­რო­ბის მეტი არა­ფე­რი ხდე­ბო­და, სუფ­რის გაშ­ლით და­წყე­ბუ­ლი, ძმა­კა­ცო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ის გან­წყო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ვნა­ხეთ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ცდე­ბა ყვე­ლა­ფერს. ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­მა, ვი­საც და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვის, პა­სუ­ხი უნდა აგოს. არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნით უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ",- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე - იკ­ვე­თე­ბა თუ არა ნა­თია თურ­ნა­ვას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, რა­საც ოპო­ზი­ცია ითხოვს, კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და: „თურ­ნა­ვა რა შუ­ა­შია სა­ერ­თოდ?“

„ჩვენ თუ ვართ სა­ხელ­მწი­ფო, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ყვე­ლა ინ­ვეს­ტო­რის ინ­ტე­რე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს და­ცუ­ლი. თუ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, კა­ნო­ნი, ყვე­ლამ კე­თი­ლი ინე­ბოს და პა­ტი­ვი სცეს, და­ე­მორ­ჩი­ლოს კა­ნონს. რას ნიშ­ნავს მე არ მინ­და, შენ გინ­და? არის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, რო­მე­ლიც გას­ცემს ნე­ბარ­თვას, ხდე­ბა გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა, გან­ხილ­ვე­ბი, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვა.

ზო­გა­დად, ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე გა­მი­ჭირ­დე­ბა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა. ეს დღეს და გუ­შინ არ და­წყე­ბუ­ლა, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ რომ მი­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­პა­გან­და ჰე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ჩვენ ხომ ვართ ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი, ხომ გვიყ­ვარს და ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - დღეს ჩვენ გვაქვს ელექ­რო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტი, რო­დე­საც გვაქვს წყლის უამ­რა­ვი რე­სურ­სი, უნდა მოხ­დეს ამის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა. რა­ტომ უნდა ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სეთ­ზე, აზერ­ბა­ი­ჯან­ზე, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი რე­სურ­სი გაგ­ვაჩ­ნია? ყვე­ლა სწო­რად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი ამას აა­ნა­ლი­ზებს, რომ ეს რე­სურ­სი სწო­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მე­ტიც, ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ვი­ტა­ნოთ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, თურ­ქეთ­ში ან თურ­ქე­თის გავ­ლით ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და ექ­სპერ­ტე­ბის მხრი­დან სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა.

„შე­იძ­ლე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ მოგ­წონ­დეს, იყო ოპო­ნენ­ტი, მაგ­რამ არ­სე­ბობს ჩარ­ჩო­ე­ბი, რო­მელ­საც არ უნდა გას­ცდე. პირ­ვე­ლი - არ­სე­ბობს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი. მე და­ვი­ნა­ხე ბევ­რი ექ­სპერ­ტის, პო­ლი­ტი­კო­სის და ოპო­ნენ­ტის მხრი­დან სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და ძა­ლი­ან სა­ში­შია“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მისი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დღეს შე­ფერ­ხე­ბუ­ლია.

"კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი, ჩემ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ თუ გვინ­და ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დეს, წინ წა­ვი­დეს, მაქ­სი­მა­ლუ­რად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად უნდა იქ­ნას ათ­ვი­სე­ბუ­ლი წყლის რე­სურ­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია. 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი და ამ­დე­ნი პრო­ექ­ტი - ჰიდ­რო­ე­ლექრტო­სად­გუ­რი, ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რი, თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი, ქვე­სად­გუ­რე­ბის პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით გა­ვა­კე­თეთ, არას­დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­კე­თე­ბუ­ლა. გული მწყდე­ბა, რომ დღეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არის შე­ფერ­ხე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გან­ვი­თა­რე­ბა­დია, ყო­ველ­წლი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა გვაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე მო­თხოვ­ნაც მეტი იქ­ნე­ბა. რა­ტომ უნდა ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შე­მო­ტა­ნით, რა­ტომ უნდა გა­ვი­დეს თან­ხე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ში? ისევ ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში ჩა­ი­დოს და მოხ­მარ­დეს ეს თან­ხე­ბი. ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ენერ­გე­ტი­კულ გან­ვი­თა­რე­ბას, მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, ქვეყ­ნის მტე­რია",- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

კალაძე პანკისის მოვლენებზე: "ყოველთვის, როცა ჩავდიოდით, მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა - სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული"

კალაძე პანკისის მოვლენებზე: "ყოველთვის, როცა ჩავდიოდით, მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა - სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული"

ყველა იმ ადამიანმა, ვისაც დანაშაული მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს, არავის ეპატიება პოლიციელის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები. შესაბამისად, კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპონენტებისა და ექსპერტების მხრიდან ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, დამაზიანებელი და ძალიან საშიში განცხადებები კეთდება.

„ძალის რომელ გადამეტებაზე ვლაპარაკობთ, ის რაც ვნახეთ, იქ კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, კანონის შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება. სამწუხარო არის ის, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ჩემი მინისტრობის დროს ბევრი პროექტი განვახორციელეთ პანკისის ხეობაში. იყო გაზიფიცირების სამუშაოები, ელექტროფიცირება, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება, იყო სოფლები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით პრობლემები იყო. ყოველთვის, როცა ჩავდიოდით და ამ პროექტებს ვახორციელებდით, ძმობის და მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა, სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული. შესაბამისად, ის განწყობა და დამოკიდებულება, რაც ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია და ცდება ყველაფერს. ყველა იმ ადამიანმა, ვისაც დანაშაული მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს. არავის ეპატიება პოლიციელის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები. შესაბამისად, კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ",- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე - იკვეთება თუ არა ნათია თურნავას პასუხისმგებლობის საკითხი, რასაც ოპოზიცია ითხოვს, კალაძემ განაცხადა: „თურნავა რა შუაშია საერთოდ?“

„ჩვენ თუ ვართ სახელმწიფო, როდესაც ქვეყანაში ინვესტიციები ხორციელდება, ყველა ინვესტორის ინტერესი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. თუ ქვეყანაში არსებობს ინსტიტუტები, კანონი, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს, დაემორჩილოს კანონს. რას ნიშნავს მე არ მინდა, შენ გინდა? არის შესაბამისი სამსახურები, რომელიც გასცემს ნებართვას, ხდება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტაციის მომზადება, განხილვები, სხვანაირად არ გამოვა.

ზოგადად, ვინმეს პასუხისმგებლობაზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ რომ მიდის მიზანმიმართული პროპაგანდა ჰესების წინააღმდეგ, ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან მიმართებაში. ჩვენ ხომ ვართ ამ ქვეყნის შვილები, ხომ გვიყვარს და ძალიან მარტივია - დღეს ჩვენ გვაქვს ელექროენერგიის დეფიციტი, როდესაც გვაქვს წყლის უამრავი რესურსი, უნდა მოხდეს ამის რაციონალური გამოყენება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე, აზერბაიჯანზე, როდესაც საკუთარი რესურსი გაგვაჩნია? ყველა სწორად მოაზროვნე ადამიანი ამას აანალიზებს, რომ ეს რესურსი სწორად უნდა გამოვიყენოთ. მეტიც, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია გავიტანოთ სხვადასხვა ქვეყნებში, თურქეთში ან თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკოსების და ექსპერტების მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებები კეთდება.

„შეიძლება „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეს, იყო ოპონენტი, მაგრამ არსებობს ჩარჩოები, რომელსაც არ უნდა გასცდე. პირველი - არსებობს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი ინტერესი. მე დავინახე ბევრი ექსპერტის, პოლიტიკოსის და ოპონენტის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, რაც დამაზიანებელი და ძალიან საშიშია“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში დაწყებული პროექტების განხორციელება დღეს შეფერხებულია.

"კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი - ჰიდროელექრტოსადგური, ქარის ელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გავაკეთეთ, არასდროს საქართველოში არ გაკეთებულა. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება არის შეფერხებული. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მეტი იქნება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე ელექტროენერგიის შემოტანით, რატომ უნდა გავიდეს თანხები სხვა ქვეყნებში? ისევ ჩვენს ეკონომიკაში ჩაიდოს და მოხმარდეს ეს თანხები. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია",- განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები