საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
გლდანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

„ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ცხელ ხაზ­ზე ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის­გან შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ გლ­და­ნის მე-7 მიკ­რო­რა­ი­ო­ნის მე-12 კორ­პუს­ში ძლი­ე­რი გა­ზის სუნი იგ­რძნო­ბო­და. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუფ­მა კორ­პუ­სის შე­მოწ­მე­ბი­სას გა­ზის ძლი­ე­რი კონ­ცენ­ტრა­ცია ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის აბა­ზა­ნა­ში და სა­ვენ­ტი­ლა­ციო არხში და­ა­ფიქ­სი­რა.

სპე­ცი­ა­ლურ­მა აპა­რატ­მა გა­ზის დაგ­რო­ვე­ბა და­ა­დას­ტუ­რა, ასე­ვე, და­კე­ტილ ბი­ნა­ში. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გა­და­ი­კე­ტა სა­დარ­ბა­ზოს დგა­რე­ბი და მოხ­და მო­ბი­ნად­რე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია.

და­კე­ტილ ბი­ნა­ში შეღ­წე­ვა სა­მაშ­ვე­ლო და სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის დახ­მა­რე­ბით მო­ხერ­ხდა.

შე­მოწ­მე­ბი­სას დად­გინ­და, რომ მრი­ცხვე­ლი­დან გა­მო­მა­ვა­ლი გა­ზის ონ­კა­ნი იყო გახ­სნი­ლი და ბი­ნა­ში გა­ზის დაგ­რო­ვე­ბა ხდე­ბო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ და­კე­ტი­ლი ბი­ნი­დან გაზ­მა გა­ჟო­ნა მე­ზობ­ლის აბა­ზა­ნა­სა და კორ­პუ­სის სა­ვენ­ტი­ლა­ციო არხში, რა­მაც დიდი საფრ­თხე შე­უქ­მნა კორ­პუ­სის ყვე­ლა მო­ბი­ნად­რეს. ასე­ვე, მე­ზობ­ლე­ბის თქმით, გა­ზის სუნი მათ ჯერ კი­დევ გუ­შინ სა­ღა­მოს იგ­რძნეს, თუმ­ცა დღეს დი­ლამ­დე არა­ვის და­უ­რე­კავს კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე. და­კე­ტილ ბი­ნა­ში და შემ­დეგ უკვე კორ­პუს­ში მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბო­და გა­ზის სუნი.

კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს აბო­ნენ­ტებს, მეტი ყუ­რა­დღე­ბა და სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ. გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რია გა­ზის ონ­კა­ნე­ბის ღია მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის და­უ­დევ­რო­ბას შე­უძ­ლია, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს. დღე­ვან­დე­ლი შემ­თხვე­ვა სა­ყუ­რა­დღე­ბოა იმ მხრი­ვაც, რომ აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე, მე­ზობ­ლე­ბის თქმით, გა­ზის სუნი გუ­შინ სა­ღა­მოს იგ­რძნეს, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ას მხო­ლოდ დღეს შე­ა­ტყო­ბი­ნეს. „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ გთხოვთ, მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნოთ და გახ­სოვ­დეთ, რომ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ვად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე.

გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ და სხვე­ბის სი­ცო­ცხლეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

გლდანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

გლდანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ერთ-ერთი მოქალაქისგან შემოვიდა შეტყობინება, რომ გლდანის მე-7 მიკრორაიონის მე-12 კორპუსში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის ძლიერი კონცენტრაცია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აბაზანაში და სავენტილაციო არხში დააფიქსირა.

სპეციალურმა აპარატმა გაზის დაგროვება დაადასტურა, ასევე, დაკეტილ ბინაში. უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია.

დაკეტილ ბინაში შეღწევა სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა.

შემოწმებისას დადგინდა, რომ მრიცხველიდან გამომავალი გაზის ონკანი იყო გახსნილი და ბინაში გაზის დაგროვება ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს. ასევე, მეზობლების თქმით, გაზის სუნი მათ ჯერ კიდევ გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა დღეს დილამდე არავის დაურეკავს კომპანიის ცხელ ხაზზე. დაკეტილ ბინაში და შემდეგ უკვე კორპუსში მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა გაზის სუნი.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას შეუძლია, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. დღევანდელი შემთხვევა საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ აღნიშნულ მისამართზე, მეზობლების თქმით, გაზის სუნი გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა კომპანიას მხოლოდ დღეს შეატყობინეს. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გთხოვთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების სიცოცხლეს!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ