პოლიტიკა
მსოფლიო

19

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების კვალდაკვალ - AMBEBI.GE-ს რეპორტაჟი გერმანიიდან, ქართველების სასაფლაოდან
ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების კვალდაკვალ - AMBEBI.GE-ს რეპორტაჟი გერმანიიდან, ქართველების სასაფლაოდან

AMBEBI.GE-სთვის, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ოც­ნე­ბად­ქ­ცე­უ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რის ას­რუ­ლე­ბის დღე­ე­ბიც დად­გა - გერ­მა­ნი­ას ვეს­ტუმ­რე და ჩემს არა­ერ­თგზის რეს­პო­დენ­ტთან და უკვე მე­გო­ბარ­თან, ქარ­თველ ემიგ­რანტ მეგი სტემ­პენ­თან ერ­თად ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის საფ­ლა­ვე­ბის­კენ გა­ვუ­ყე­ვი გზას...

ამ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნე, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც, მამა, ბა­ბუა, ბიძა, ძმა ან მე­უღ­ლე ომში ჰყავ­დათ და­კარ­გუ­ლი და მათ შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ, რო­დე­საც მათი საფ­ლა­ვე­ბის ან უბ­რა­ლოდ, და­ღუპ­ვის ად­გი­ლის შე­სა­ხებ იგებ­დნენ, სა­ო­ცარ ემო­ცი­ას გა­მო­ხა­ტავ­დნენ...

თუმ­ცა, რო­დე­საც გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ქემ­ნიც­თან ახ­ლოს, ჰო­ენშტა­ინ ერნსთ ჰა­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის საფ­ლა­ვებ­ში, რუ­სულ, უკ­რა­ი­ნულ, პო­ლო­ნურ და სხვა გვა­რებს შო­რის, ქარ­თუ­ლი გვარს-სა­ხე­ლე­ბი ამო­ვი­კი­თხე, ვიგ­რძე­ნი რო­გორ წა­მო­ვი­და გუ­ლი­დან ემო­ცი­ე­ბი და ყელ­ში უთ­ქმელ სი­ტყვე­ბად გა­მე­ჭე­და...

ეს ბი­ჭე­ბი გერ­მა­ნე­ლებ­მა, ფლო­სენ­ბურ­გის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ, ე.წ. გარე ტყვე­თა ბა­ნაკ­ში წა­ას­ხეს, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ტყვე­ებ­თან და და­პყრო­ბი­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან წა­მოყ­ვა­ნილ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნო­ში ძა­ლის გა­მოც­ლამ­დე ამუ­შა­ვებ­დნენ... ზოგი იქვე, ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის ქარ­ხა­ნა­ში იხო­ცე­ბო­და, ზოგი ბა­ნაკ­ში ან ლა­ზა­რეთ­ში, სა­დაც მხო­ლოდ “პრო­ტო­კო­ლის” გამო გა­დაჰ­ყავ­დათ, რათა დო­კუ­მენ­ტებ­ში ყო­ფი­ლი­ყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ “მას შემ­დეგ, რაც სამ­ხედ­რო ტყვე ცუ­დად გახ­და, ლა­ზა­რეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც”.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ძა­ლი­ან მი­ჭირს ემო­ცი­ის გად­მო­ცე­მა" - ჟურ­ნა­ლის­ტის ჩარ­თვა გერ­მა­ნი­ი­დან, რო­მელ­მაც ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა

ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია ცდი­ლობ­და და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს­თვის ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად, უფრო “ნა­თელ ფე­რებ­ში” მი­ე­წო­დე­ბი­ნა, ამი­ტო­მაც, ასო­ბით და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნის, სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხედ­რებს, სა­ერ­თო საფ­ლა­ვებ­ში ჩუ­მად მარ­ხავ­და...

1944 წლამ­დე, გარ­დაც­ვლი­ლებს წმინ­და ქრის­ტე­ფო­რეს სა­საფ­ლა­ო­ზე მარ­ხავ­დნენ, შემ­დეგ, რო­დე­საც ბა­ნაკ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბამ მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, და­ღუ­პუ­ლებს პირ­და­პირ ტყის ნა­პირ­ზე გა­უ­თხა­რეს სა­ერ­თო საფ­ლა­ვი... 1959 წელს, ტყის პი­რას სა­ერ­თო სა­მარ­ხე­ბი­დან 300 ადა­მი­ა­ნი გად­მო­ას­ვე­ნეს და იმ ად­გილს “ტყის საფ­ლა­ვე­ბი” უწო­დეს.

ყვე­ლა რი­გის თავ­ში ქვის და­ფე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც ტყვე­თა გვა­რე­ბია და­ტა­ნი­ლი და ყვე­ლა მათ­გა­ნის გას­წვრივ შე­სა­ბა­მი­სი ნო­მე­რია მი­თი­თე­ბუ­ლი, ამა­ვე ნო­მერს საფ­ლა­ვის მწკრივ­ში და­ლა­გე­ბულ ქვებ­ზეც შეხ­ვდე­ბით, ამა თუ იმ ტყვის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის.

"რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცე­მა, მივ­დი­ვარ ჩემს ქარ­ველ ბი­ჭებ­თან, სან­თლებს ვუნ­თებ და ვე­უბ­ნე­ბი, რომ თით­ქმის სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, ისი­ნი ისევ ახ­სოვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისევ ეძე­ბენ და მათ შე­სა­ხებ მცი­რედ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც დიდი სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბი­ან" - ამ­ბობს მეგი, რო­მე­ლიც შო­რე­ულ გერ­მა­ნი­ა­ში, ამ სა­საფ­ლა­ო­ზე მყო­ფი ბი­ჭე­ბის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ჭი­რი­სუ­ფა­ლი მგო­ნია...

მათ საფ­ლა­ვებ­ზე, სიმ­ბო­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას ვდებთ, სან­თლებს ვან­თებთ და კი­დევ ერთხელ ვე­უბ­ნე­ბით, რომ თა­ვი­ანთ მი­წა­ზე ისი­ნი არა­ვის და­ვი­წყე­ბია, პი­რი­ქით, სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გვეხ­მა­უ­რე­ბა და დახ­მა­რე­ბას გვთხოვს მათ მო­ძებ­ნა­ში...

იქი­დან, დრეზ­დე­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე მივ­დი­ვართ, მას­პინ­ძლის თქმით, იქ რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი, სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც დრეზ­დე­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში და­ი­ღუპ­ნენ, მათ შო­რის, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი. ასე­ვე ისი­ნიც, ვინც უმ­ძი­მეს ყო­ფას სუ­ი­ცი­დი არ­ჩია - თვით­მკვლელ­თა სა­საფ­ლაო ცალ­კეა...

არა­ერ­თი და­ფაც შე­ვამ­ჩნიე, სა­დაც რამ­დენ­ჯერ­მე ეწე­რა “უც­ნო­ბი” (Неизвестный) რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მწკრივ­ში და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი ვერც ერთი ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ მოხ­და... რა­ტომ­ღაც ყვე­ლა მათ­გა­ნი ის ქარ­თვე­ლი მე­გო­ნა, რო­მელ­საც ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი დღემ­დე ეძე­ბენ, თუმ­ცა, არა­ერ­თი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა...

ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის საფ­ლა­ვი დრეზ­დე­ნის სა­გარ­ნი­ზო­ნო სა­საფ­ლა­ო­ზეა, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი­დან ოდ­ნავ ზე­მოთ მდე­ბა­რე­ობს. იქ ჩვე­ნი მას­პინ­ძლის ნაც­ნო­ბე­ბი, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, რო­ბერტ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი და გია ცა­ა­ვაც დაგ­ვხვდნენ.

რო­ბერტ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის თქმით, 2000-იანი წლე­ბი­დან გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, როცა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან გაც­ვლი­თი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით, სწო­რედ დრეზ­დენ­ში არ­სე­ბულ სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ოფი­ცერ­თა სკო­ლა­ში მი­ავ­ლი­ნეს. სა­ვარ­ჯი­შოდ ტყე­ში და­დი­ოდ­ნენ და გზად ამ სა­საფ­ლა­ოს გავ­ლა უწევ­და.

“ერთხე­ლაც, გა­დავ­წყვი­ტეთ, შე­მოგ­ვევ­ლო - ვი­ფიქ­რეთ, ამ­დე­ნი ქარ­თვე­ლია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­ღუ­პუ­ლი და იქ­ნებ ვინ­მე ქარ­თვე­ლიც იყო­სო... გზის პი­რას­ვე ვი­პო­ვეთ უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი, 22 წლის გორ­დე­ლა­ძე და ისე შევ­ყვი­რეთ, ვი­თომ ცო­ცხა­ლი ქარ­თვე­ლი გვე­პო­ვა... იქვე, შო­რი­ახ­ლოს, ვი­პო­ვეთ, ჯან­გუ­ლი­აშ­ვი­ლი და კვა­ცი­გიშ­ვი­ლი... თუმ­ცა, ძებ­ნას არ ვწყვეტ­დით და მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ერთი, კვა­ცა­ძეც ვი­პო­ვეთ.

მას შემ­დეგ, ყო­ვე­ლი წლის აღ­დგო­მას ამოვ­დი­ვართ, სან­თლე­ბი ამოგ­ვაქვს და ჭიქა ღვი­ნით მო­ვი­გო­ნებთ, თით­ქოს აქ, ამ შო­რე­ულ მი­წა­ზე, ჩვენს ბა­ბუ­ებ­თან ამოვ­დი­ვართ მო­ნატ­რე­ბუ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, მით უფრო, რომ მეც მყავს უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ბა­ბუა, რომ­ლის­გა­ნაც ბოლო ცნო­ბე­ბი კრას­ნო­და­რი­დან მო­ვი­და. დღემ­დე ვე­ძებთ... შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ მეგი სტემ­პენ­მაც იპო­ვა ისი­ნი და ქარ­თულ მე­დი­ას გა­აც­ნო, რაც ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და" - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი.

დრეზ­დენ­ში და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, უკვე ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წლებ­ში, ტყვე­თა ბა­ნაკ­ში, გა­ურ­კვე­ვე­ლი დი­აგ­ნო­ზით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ერ­თო სი­სუს­ტით და­ი­ღუპ­ნენ.

უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა გვა­რებს შო­რის ვი­პო­ვეთ:

  • არ­ტაშ კი­სიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1907 წლის 18 დე­კემ­ბერს, გარ­და­იც­ვა­ლა – 1944 წლის 6 ივ­ლისს
  • შაქ­რო ყუ­რე­ში­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1908 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს, გარ­და­იც­ვა­ლა - 1944 წლის 10 ივ­ნისს
  • იო­სებ ჩიგ­ლა­ი­ძე (ან ჭიღ­ლა­ი­ძე) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1901 წლის 15 იან­ვარს, გარ­და­იც­ვა­ლა – 1943 წლის 13 თე­ბერ­ვალს
  • კ.უ გორ­დე­ლა­ძე, უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1925 წელს, და­ი­ღუ­პა - 1947 წელს
  • გ.ა. კვა­ცი­გიშ­ვი­ლი, - და­ბა­დე­ბუ­ლი 1923 წელს, და­ი­ღუ­პა - 1945 წელს
  • ჯან­გუ­ლი­აშ­ვი­ლი ვ.ი
  • ც.ე. კა­ცა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წელს, და­ი­ღუ­პა - 1946 წლის 4 მა­ისს.

პ.ს. დღეს, კი­დევ ერთი ემო­ცი­უ­რი ეპი­ზო­დი მე­ლო­დე­ბა წინ - ცა­ი­თ­ჰა­ინ­ში მივ­დი­ვართ, სა­დაც 187 ქარ­თვე­ლია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. იმ ბა­ნა­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან დღეს, 74 წელი შეს­რულ­და და ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ქერჩში დაიკარგა ალექსანდრე რუაძე იქნებ იყოს 

ლევან ჯოხაძე
0

ვეძებ უგზო - უკვლოდ დაკარგულ ბაბუებს, ძმებს - ბაგრატ და ქიშვარდი ილიკოს ძე გლოველებს. იბრძოდნენ ქერჩში. გთხოვთ იქნებ მომაწოდოთ რაიმე ინფორმაცია ტელ:597733132. გამდლობთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების კვალდაკვალ - AMBEBI.GE-ს რეპორტაჟი გერმანიიდან, ქართველების სასაფლაოდან

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების კვალდაკვალ - AMBEBI.GE-ს რეპორტაჟი გერმანიიდან, ქართველების სასაფლაოდან

AMBEBI.GE-სთვის, მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების თემაზე რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ოცნებადქცეული ჩანაფიქრის ასრულების დღეებიც დადგა - გერმანიას ვესტუმრე და ჩემს არაერთგზის რესპოდენტთან და უკვე მეგობართან, ქართველ ემიგრანტ მეგი სტემპენთან ერთად ქართველი ბიჭების საფლავებისკენ გავუყევი გზას...

ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, არაერთი ადამიანური ისტორია მოვისმინე, ადამიანები, რომელთაც, მამა, ბაბუა, ბიძა, ძმა ან მეუღლე ომში ჰყავდათ დაკარგული და მათ შესახებ არაფერი იცოდნენ, როდესაც მათი საფლავების ან უბრალოდ, დაღუპვის ადგილის შესახებ იგებდნენ, საოცარ ემოციას გამოხატავდნენ...

თუმცა, როდესაც გერმანიის ქალაქ ქემნიცთან ახლოს, ჰოენშტაინ ერნსთ ჰალის სასაფლაოზე რამდენიმე ასეული ადამიანის საფლავებში, რუსულ, უკრაინულ, პოლონურ და სხვა გვარებს შორის, ქართული გვარს-სახელები ამოვიკითხე, ვიგრძენი როგორ წამოვიდა გულიდან ემოციები და ყელში უთქმელ სიტყვებად გამეჭედა...

ეს ბიჭები გერმანელებმა, ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანაკის დაქვემდებარებაში მყოფ, ე.წ. გარე ტყვეთა ბანაკში წაასხეს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ტყვეებთან და დაპყრობილი ქვეყნებიდან წამოყვანილ მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად, ავტოსახელოსნოში ძალის გამოცლამდე ამუშავებდნენ... ზოგი იქვე, ავტონაწილების ქარხანაში იხოცებოდა, ზოგი ბანაკში ან ლაზარეთში, სადაც მხოლოდ “პროტოკოლის” გამო გადაჰყავდათ, რათა დოკუმენტებში ყოფილიყო მითითებული, რომ “მას შემდეგ, რაც სამხედრო ტყვე ცუდად გახდა, ლაზარეთში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც”.

იხილეთ ვიდეო: "ძალიან მიჭირს ემოციის გადმოცემა" - ჟურნალისტის ჩართვა გერმანიიდან, რომელმაც ოცნება აისრულა და დაკარგული ქართველების საფლავები მოინახულა

ნაცისტური გერმანია ცდილობდა დანარჩენი სამყაროსთვის ყველაფერი სხვანაირად, უფრო “ნათელ ფერებში” მიეწოდებინა, ამიტომაც, ასობით დაღუპული ადამიანის, სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს, საერთო საფლავებში ჩუმად მარხავდა...

1944 წლამდე, გარდაცვლილებს წმინდა ქრისტეფორეს სასაფლაოზე მარხავდნენ, შემდეგ, როდესაც ბანაკში სიკვდილიანობამ მასობრივი ხასიათი მიიღო, დაღუპულებს პირდაპირ ტყის ნაპირზე გაუთხარეს საერთო საფლავი... 1959 წელს, ტყის პირას საერთო სამარხებიდან 300 ადამიანი გადმოასვენეს და იმ ადგილს “ტყის საფლავები” უწოდეს.

ყველა რიგის თავში ქვის დაფებია განთავსებული, რომელზეც ტყვეთა გვარებია დატანილი და ყველა მათგანის გასწვრივ შესაბამისი ნომერია მითითებული, ამავე ნომერს საფლავის მწკრივში დალაგებულ ქვებზეც შეხვდებით, ამა თუ იმ ტყვის იდენტიფიკაციისთვის.

"როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, მივდივარ ჩემს ქარველ ბიჭებთან, სანთლებს ვუნთებ და ვეუბნები, რომ თითქმის საუკუნის შემდეგ, ისინი ისევ ახსოვთ საქართველოში, ისევ ეძებენ და მათ შესახებ მცირედ ინფორმაციასაც დიდი სიხარულით ხვდებიან" - ამბობს მეგი, რომელიც შორეულ გერმანიაში, ამ სასაფლაოზე მყოფი ბიჭების ერთადერთი ქართველი ჭირისუფალი მგონია...

მათ საფლავებზე, სიმბოლურად, საქართველოს დროშას ვდებთ, სანთლებს ვანთებთ და კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ თავიანთ მიწაზე ისინი არავის დავიწყებია, პირიქით, სულ უფრო მეტი ადამიანი გვეხმაურება და დახმარებას გვთხოვს მათ მოძებნაში...

იქიდან, დრეზდენის სასაფლაოზე მივდივართ, მასპინძლის თქმით, იქ რამდენიმე ათასი ადამიანია დასაფლავებული, სამხედრო ტყვეები, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც დრეზდენის საკონცენტრაციო ბანაკის არაადამიანურ პირობებში დაიღუპნენ, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ასევე ისინიც, ვინც უმძიმეს ყოფას სუიციდი არჩია - თვითმკვლელთა სასაფლაო ცალკეა...

არაერთი დაფაც შევამჩნიე, სადაც რამდენჯერმე ეწერა “უცნობი” (Неизвестный) რაც იმას ნიშნავს, რომ მწკრივში დასაფლავებული ვერც ერთი ადამიანის იდენტიფიცირება ვერ მოხდა... რატომღაც ყველა მათგანი ის ქართველი მეგონა, რომელსაც ოჯახი და ახლობლები დღემდე ეძებენ, თუმცა, არაერთი ძალისხმევის მიუხედავად, მათი იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა...

ქართველი მეომრების საფლავი დრეზდენის საგარნიზონო სასაფლაოზეა, რომელიც მთავარიდან ოდნავ ზემოთ მდებარეობს. იქ ჩვენი მასპინძლის ნაცნობები, ქართველი ემიგრანტები, რობერტ ბოჭორიშვილი და გია ცაავაც დაგვხვდნენ.

რობერტ ბოჭორიშვილის თქმით, 2000-იანი წლებიდან გერმანიაში ცხოვრობს, როცა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გაცვლითი სახელმწიფო პროგრამით, სწორედ დრეზდენში არსებულ სახმელეთო ჯარების ოფიცერთა სკოლაში მიავლინეს. სავარჯიშოდ ტყეში დადიოდნენ და გზად ამ სასაფლაოს გავლა უწევდა.

“ერთხელაც, გადავწყვიტეთ, შემოგვევლო - ვიფიქრეთ, ამდენი ქართველია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული და იქნებ ვინმე ქართველიც იყოსო... გზის პირასვე ვიპოვეთ უფროსი სერჟანტი, 22 წლის გორდელაძე და ისე შევყვირეთ, ვითომ ცოცხალი ქართველი გვეპოვა... იქვე, შორიახლოს, ვიპოვეთ, ჯანგულიაშვილი და კვაციგიშვილი... თუმცა, ძებნას არ ვწყვეტდით და მოგვიანებით კიდევ ერთი, კვაცაძეც ვიპოვეთ.

მას შემდეგ, ყოველი წლის აღდგომას ამოვდივართ, სანთლები ამოგვაქვს და ჭიქა ღვინით მოვიგონებთ, თითქოს აქ, ამ შორეულ მიწაზე, ჩვენს ბაბუებთან ამოვდივართ მონატრებული შვილიშვილები, მით უფრო, რომ მეც მყავს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბაბუა, რომლისგანაც ბოლო ცნობები კრასნოდარიდან მოვიდა. დღემდე ვეძებთ... შემდეგ გავიგეთ, რომ მეგი სტემპენმაც იპოვა ისინი და ქართულ მედიას გააცნო, რაც ძალიან გაგვიხარდა" - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

დრეზდენში დასაფლავებული ქართველები, უკვე ომის დასრულების შემდეგ წლებში, ტყვეთა ბანაკში, გაურკვეველი დიაგნოზით, სავარაუდოდ, საერთო სისუსტით დაიღუპნენ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გვარებს შორის ვიპოვეთ:

  • არტაშ კისიშვილი - დაბადებული 1907 წლის 18 დეკემბერს, გარდაიცვალა – 1944 წლის 6 ივლისს
  • შაქრო ყურეშიძე - დაბადებული 1908 წლის 5 ოქტომბერს, გარდაიცვალა - 1944 წლის 10 ივნისს
  • იოსებ ჩიგლაიძე (ან ჭიღლაიძე) - დაბადებული 1901 წლის 15 იანვარს, გარდაიცვალა – 1943 წლის 13 თებერვალს
  • კ.უ გორდელაძე, უფროსი სერჟანტი - დაბადებული 1925 წელს, დაიღუპა - 1947 წელს
  • გ.ა. კვაციგიშვილი, - დაბადებული 1923 წელს, დაიღუპა - 1945 წელს
  • ჯანგულიაშვილი ვ.ი
  • ც.ე. კაცაძე - დაბადებული 1922 წელს, დაიღუპა - 1946 წლის 4 მაისს.

პ.ს. დღეს, კიდევ ერთი ემოციური ეპიზოდი მელოდება წინ - ცაითჰაინში მივდივართ, სადაც 187 ქართველია დასაფლავებული. იმ ბანაკის გათავისუფლებიდან დღეს, 74 წელი შესრულდა და ამ დღესთან დაკავშირებით, გერმანიაში პირველად ჩამოვიდა ქართული დელეგაცია...