საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის" - პორტუგალია საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე მუშაობისთვის მზადაა
"ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის" - პორტუგალია საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე მუშაობისთვის მზადაა

პორ­ტუ­გა­ლია მზა­დაა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ცირ­კუ­ლა­რუ­ლი მიგ­რა­ცი­ის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და პორ­ტუ­გა­ლი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის ლი­სა­ბონ­ში ვი­ზი­ტის დროს გა­ნი­ხი­ლეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, პორ­ტუ­გა­ლი­ის მხა­რემ მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს­თან დრო­ე­ბით ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის სა­კი­თხებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. კერ­ძოდ უკვე გა­ნი­სა­ზღვრა შე­სა­ბა­მი­სი სა­კონ­ტაქ­ტო პი­რე­ბი და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე იგეგ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, რა დრო­საც მოხ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის გან­სა­ზღვრა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში ცირ­კუ­ლა­რუ­ლი მიგ­რა­ცი­ის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ საფ­რან­გეთ­თან ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბის შემ­დგომ პორ­ტუ­გა­ლია იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი კი­დევ ერთი ქვე­ყა­ნა, ვის­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­თან­ხმე­ბას გა­ა­ფორ­მებს. აღი­ნიშ­ნა, რომ ეს კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის და­საქმდნენ და კვა­ლი­ფი­კა­ცია აი­მაღ­ლონ, ასე­ვე შე­თან­ხმე­ბა ხელს შე­უ­წყობს მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას.

ამას­თან, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სფე­რო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. რო­გორც ცნო­ბი­ლია უკვე ძა­ლა­ში შე­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გეთს შო­რის ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბა „კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ბი­ნად­რო­ბი­სა და ცირ­კუ­ლა­რუ­ლი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ“. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, რათა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­თან­ხმე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი იმპლე­მენ­ტა­ცია და­ი­წყოს. შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლო­ნეთ­თან, დრო­ე­ბი­თი შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­ვე ის­რა­ელ­თან და ევ­რო­კავ­ში­რის სხვა წევრ ქვეყ­ნებ­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი პორ­ტუ­გა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კას მიმ­დი­ნა­რე წლის 21-22 აპ­რილს ეწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის" - პორტუგალია საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე მუშაობისთვის მზადაა

"ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის" - პორტუგალია საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე მუშაობისთვის მზადაა

პორტუგალია მზადაა, საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისთვის. აღნიშნული საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და პორტუგალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანის ლისაბონში ვიზიტის დროს განიხილეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, პორტუგალიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხებში თანამშრომლობაზე. კერძოდ უკვე განისაზღვრა შესაბამისი საკონტაქტო პირები და აღნიშნულ საკითხზე იგეგმება საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიაში, რა დროსაც მოხდება თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულია. უმნიშვნელოვანესია, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდგომ პორტუგალია იქნება ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა, ვისთანაც საქართველო ამ მიმართულებით შეთანხმებას გააფორმებს. აღინიშნა, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის დასაქმდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ, ასევე შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების დარეგულირებას.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს შრომითი მიგრაციის სფეროში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას. როგორც ცნობილია უკვე ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყოს. შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ისრაელთან და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პორტუგალიის რესპუბლიკას მიმდინარე წლის 21-22 აპრილს ეწვია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები