მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში 2-დან 7 წლამდე ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მატებაა - გაეცანით კვლევის შედეგებს
საქართველოში 2-დან 7 წლამდე ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მატებაა - გაეცანით კვლევის შედეგებს

კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბის 25%-ის სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბის მცი­რე­დი, ბავ­შვე­ბის 16%-ში კი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი მა­ტე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის სექ­ტემ­ბრი­დან დე­კემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლინ­დი­კა­ტო­რუ­ლი კლას­ტე­რუ­ლი კვლე­ვის (MICS) ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი კვლე­ვაა მსოფ­ლი­ო­ში, პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და ტყვი­ის კომ­პო­ნენ­ტის კვლე­ვა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყვი­ის დო­ნის გან­სა­სა­ზღვრად, ვე­ნუ­რი სის­ხლის სინ­ჯე­ბი შეგ­როვ­და 2-7 წლის 1578 ბავ­შვის­გან სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ბავ­შვე­ბის კვლე­ვა­ში ჩარ­თვა მოხ­და შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით და სინ­ჯე­ბი გა­იგ­ზავ­ნა იტა­ლი­ის ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუ­ტში (ISS).

„კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბის 25%-ის სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა მერ­ყე­ობს 5-10 მკგ/დლ (მიკ­როგ­რა­მი დე­ცი­ლიტრზე) ფარ­გლებ­ში, რაც მი­უ­თი­თებს მსუ­ბუქ მა­ტე­ბა­ზე, ხოლო ბავ­შვე­ბის 16%-ის სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა ტო­ლია ან აღე­მა­ტე­ბა 10 მკგ/დლ-ს.

ტყვი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო კონ­ცენ­ტრა­ცია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არ არის დად­გე­ნი­ლი. თუმ­ცა, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და აშშ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა და­ი­გეგ­მოს, რო­დე­საც ვე­ნურ სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა ტო­ლია ან აღე­მა­ტე­ბა 5 მკგ/დლ-ს“, - ნათ­ქვა­მია ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი, ცხრა დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, და­ეხ­მა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, კერ­ძოდ, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ სამ­სა­ხურ­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს, კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა­ში, რომ­ლიც მი­ზა­ნიც პრობ­ლე­მის მას­შტა­ბე­ბის გან­სა­ზღვრა იყო", - გა­ნა­ცხა­და გო­ტფ­რიდ ჰა­ნემ, გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლემ.

მი­სი­ვე თქმით, იგი აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ პრობ­ლე­მის მი­მართ გა­მო­ჩე­ნილ ყუ­რა­დღე­ბას და მთავ­რო­ბის მზა­ო­ბას, შე­ი­მუ­შა­ოს რე­ა­გი­რე­ბის მოკ­ლე და გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი ტყვი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბის წყა­რო­ე­ბის კვლე­ვა უნდა იყოს.

ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ უკვე გა­დაგ­მუ­ლია პირ­ვე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი:

  • 2018 წლის 29 დე­კემ­ბერს დამ­ტკიც­და გა­რე­მო­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მა (NEHAP); 2019 წლის 19 აპ­რილს გა­მო­ი­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა „ბავ­შვებ­ში ტყვი­ის ტოქ­სი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­სა და მარ­თვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ“;
  • მომ­ზა­დე­ბუ­ლია ცვლი­ლე­ბა „2019 წლის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2018 წლის 31 დე­კემ­ბრის №693 დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ტყვი­ის კომ­პო­ნენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;
  • დამ­ტკიც­და ბავ­შვებ­ში ტყვი­ის ტოქ­სი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­სა და მარ­თვის კლი­ნი­კუ­რი პრო­ტო­კო­ლი;
  • და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯანმთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის, იაშ­ვი­ლის ბავშთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი-პე­დი­ატ­რე­ბი­სა და გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ შეს­წავ­ლილ იქნა იმ 16 ბავ­შვის ოჯა­ხი, რო­მელ­თა სის­ხლშიც ტყვი­ის დონე აღე­მა­ტე­ბო­და 30 მკგ/დლ-ს და და­ი­გეგ­მა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი.

მთავ­რო­ბა მუ­შა­ობს ტყვი­ის ტოქ­სი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის აღ­მო­ფხვრის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს:

  • ტყვი­ით და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო­ე­ბის კვლე­ვას;
  • მოკ­ლე, სა­შუ­ა­ლო და გრძელ­ვა­დი­ან ღო­ნის­ძი­ე­ბებს ტყვი­ით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის, იზო­ლა­ცი­ი­სა და მარ­თვის მიზ­ნით;
  • სა­ბაზ­რო მი­მოქ­ცე­ვა­ში ტყვი­ით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­ვედ­რის პრე­ვენ­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­კენ მი­მარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ებს.

"მრა­ვა­ლინ­დი­კა­ტო­რუ­ლი კლას­ტე­რუ­ლი კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ა­ტა­რა სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და იტა­ლი­ის ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (ISS) ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. კვლე­ვას მხარ­და­ჭე­რას ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ: შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო (SIDA), ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო (USAID), საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო (AFD), შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო (SDC), გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი (UNFPA), გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP), მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია (WHO) და მსოფ­ლიო ბან­კი", - ნათ­ქვა­მია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ინ­ფოგ­რა­ფი­კა: UNICEF Georgia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

საქართველოში 2-დან 7 წლამდე ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მატებაა - გაეცანით კვლევის შედეგებს

საქართველოში 2-დან 7 წლამდე ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მატებაა - გაეცანით კვლევის შედეგებს

კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS).

„კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო", - განაცხადა გოტფრიდ ჰანემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ.

მისივე თქმით, იგი აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები და შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს.

ცენტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაგმულია პირველი პრაქტიკული ნაბიჯები:

  • 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“;
  • მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით;
  • დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.

მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს:

  • ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას;
  • მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით;
  • საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.

"მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფოგრაფიკა: UNICEF Georgia

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი