სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგონებს 14 წლიდან ასწავლეთ, როგორ მოუარონ სახის კანს" - რჩევები ექსპერტისგან და Facebook-ჯგუფი, რომელმაც ქართველ ქალებს თავის მოვლა ასწავლა
"გოგონებს 14 წლიდან ასწავლეთ, როგორ მოუარონ სახის კანს" - რჩევები ექსპერტისგან და Facebook-ჯგუფი, რომელმაც ქართველ ქალებს თავის მოვლა ასწავლა

ქარ­თულ ფე­ის­ბუქ-სივ­რცე­ში სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რეს­ზე მორ­გე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ჯგუ­ფი არ­სე­ბობს. ამ სივ­რცე­ებ­ში ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას - კუ­ლი­ნა­რი­ის, ფილ­მე­ბის თუ პო­ე­ზი­ის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, რე­მონ­ტის, ჯან­სა­ღი კვე­ბის თუ სი­ლა­მა­ზის ექ­სპერ­ტე­ბი...

ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბის და ქა­ლე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი Beauty Lab-ია, რო­მე­ლიც 45 000-მდე სხვა­დას­ხვა ასა­კის, პრო­ფე­სი­ის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ქალს აერ­თი­ა­ნებს.

21 წლის სტუ­დენ­ტმა და ბლო­გერ­მა ქეთა ბა­ღაშ­ვილ­მა Beauty Lab 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში, თა­ნა­მო­აზ­რეს­თან ერ­თად შექ­მნა. რო­გორც ქეთა AMBEBI.GE-სთან იხ­სე­ნებს, ჯგუ­ფის შექ­მნის იდეა წი­ნას­წარ და­გეგ­მვის და სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ფიქ­რის გა­რე­შე, გან­სატ­ვირ­თად და ვიწ­რო წრე­ში გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით გა­და­წყვი­ტეს.

ჯგუ­ფის მიზ­ნე­ბი დროს­თან და მის ზრდას­თან ერ­თად იც­ვლე­ბო­და და ფარ­თოვ­დე­ბო­და. ქე­თას თქმით, ჯგუ­ფი თავ­და­პირ­ველ მი­ზანს არ ღა­ლა­ტობს და რჩე­ბა სივ­რცედ, სა­დაც ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ ყო­ველ­დღი­უ­რი სტრე­სის­გან გა­ნიტ­ვირ­თონ, ერ­თმა­ნეთს და­ეხ­მა­რონ, გა­აძ­ლი­ე­რონ, გვერ­დით და­უდ­გნენ, მის­ცენ გულ­წრფე­ლი რჩე­ვე­ბი.

Beauty Lab-ის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბამ უკვე კარ­გად იცის სა­ხის კა­ნის მოვ­ლის დი­ლი­სა და სა­ღა­მოს რუ­ტი­ნის, რუ­ჯის მი­ღე­ბის წე­სე­ბის, მა­კი­ა­ჟის სწო­რად გა­კე­თე­ბი­სა და სი­ლა­მა­ზის სხვა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა იმის­თვის, რომ უფრო კარ­გად გა­გარ­კვი­ოთ სი­ლა­მა­ზის ამ დე­ტა­ლებ­ში - AMBEBI.GE ქეთა ბა­ღაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა გო­გო­ნამ სწო­რედ Beauty Lab-ის მეშ­ვე­ო­ბით შე­ი­ტყო კა­ნის მოვ­ლის რუ­ტი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. დე­ტა­ლუ­რად გან­გვი­მარ­ტე, რას ნიშ­ნავს დი­ლის და ღა­მის რუ­ტი­ნა, თა­ვის მოვ­ლის რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უნდა იყოს ამ დროს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი?

- სა­ხის მოვ­ლის რუ­ტი­ნა სა­ხის მოვ­ლის ის ნა­ბი­ჯე­ბია, რომ­ლებ­საც ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა მივსდი­ოთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ რუ­ტი­ნა სა­ხის კა­ნის ტი­პის­გან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა შედ­გეს. კანს სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტით, სწო­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით უნდა მო­ვუ­ა­როთ ყო­ველ დი­ლას და სა­ღა­მოს.

ჩემი აზ­რით, გო­გო­ნებს და­ახ­ლო­ე­ბით 14 წლი­დან უნდა ვას­წავ­ლოთ, რო­გორ მო­უ­ა­რონ თა­ვი­ანთ სა­ხის კანს მათი ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ მათ­თვის შერ­ჩე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი.

- თა­ვის მოვ­ლის რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ კონ­კრე­ტუ­ლი ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით?

- სა­ხის კა­ნის მოვ­ლის შე­სა­ხებ ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ის, რაც ერთ 20 წლის გო­გო­ნას მო­უხ­და, მე­ო­რე ოცი წლის გო­გო­ნა­საც აუ­ცი­ლებ­ლად ვერ მო­უხ­დე­ბა. ყვე­ლა­ფერს გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ხის კა­ნის ტიპი. არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი პრო­დუქ­ტი არა­თუ უკე­თე­სო­ბას, უა­რე­სო­ბა­საც მა­ლე­ვე გაჩ­ვე­ნებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ასაკს, 20-30 წლის გო­გო­ნებ­მა პირ­ველ რიგ­ში სა­ხის კა­ნის დაც­ვა­ზე უნდა იფიქ­რონ, ყო­ველ­დღი­უ­რად მზის­გან დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად წლე­ბის შემ­დეგ გა­მო­ი­ღებს

30 წლის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვი­წყოთ ან­ტი­ა­სა­კობ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა ამ დროს დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი პა­ცი­ენ­ტებს პირ­ველ რიგ­ში, სტრე­სის შემ­ცი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, რად­გან სტრე­სი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ხის კან­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა. ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა ამ ასაკ­ში ქა­ლე­ბის კი­დევ ერთი საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც ახალ­გა­ჩე­ნილ ნა­ო­ჭებს ერე­ვა და აქ­რობს.

რაც შე­ე­ხე­ბა 40 წლი­დან ქა­ლებს, თუ ისი­ნი მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რად უვ­ლიდ­ნენ თა­ვი­ანთ სა­ხის კანს, იყე­ნებ­დნენ დამ­ცა­ვებს, შრა­ტებს, მჟა­ვებს, არ ეწე­ოდ­ნენ და ბევრ წყალს სვამ­დნენ, უფრო მარ­ტი­ვად შე­უძ­ლი­ათ მო­უ­ა­რონ კანს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძილი, რათა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კანი აღ­დგეს. ამ დროს ქა­ლე­ბი რუ­ტი­ნას ამა­ტე­ბენ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებ­საც, რად­გან კანს ისე აღარ შე­უძ­ლია გა­რე­მოს­გან თავ­დაც­ვა, რო­გორც 30 წლამ­დე ასაკ­ში.

- რო­გორ უნდა მო­ვუ­ა­როთ თავს სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით?

- ამ შემ­თხვე­ვა­შიც ისევ კა­ნის ტი­პი­დან უნდა გა­მო­ვი­დეთ, თუმ­ცა, სა­ერ­თო ჯამ­ში შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ზამ­თარ­ში კანი მე­ტად მშრა­ლია და და­ტე­ნი­ა­ნე­ბა სჭირ­დე­ბა.

გა­ზა­ფხულ­ზე კანი იღ­ვი­ძებს, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, აქ­ტი­ურ­დე­ბა ყვე­ლა ჩვე­ნი მი­ძი­ნე­ბუ­ლი ალერ­გი­აც, ჩნდე­ბა სი­წით­ლე­ე­ბი, გვჭირ­დე­ბა მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მის ყო­ველ­დღი­უ­რი ხმა­რე­ბა, და­მა­ტე­ნი­ა­ნებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზა­ფხუ­ლის სე­ზონს, ამ პე­რი­ოდ­ში იმა­ტებს ცხი­მი­ა­ნო­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია სახე სწო­რი პრო­დუქ­ტე­ბით გა­ვიწ­მინ­დოთ, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ისე­თი ტო­ნა­ლუ­რი, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად გაგ­ვი­ცხი­მი­ა­ნებს კანს.

- ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი მო­დის და რუჯი აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რომ კარ­გი ფერი მი­ვი­ღოთ და ამავდრო­უ­ლად, კანი მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით არ და­ვა­ზი­ა­ნოთ?

- ზო­გა­დად, კა­ნის მოვ­ლა რუჯს არ ცნობს, ებ­რძვის მზის სხი­ვებს და სო­ლა­რი­უმს, თუმ­ცა ამ ცდუ­ნე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა ძა­ლი­ან გვი­ჭირს. რის­კებს ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით, თუმ­ცა თავ­დაც­ვი­სათ­ვის მხო­ლოდ ის შეგ­ვიძ­ლია, რომ სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ მზის­გან დამ­ცა­ვი, ვა­კონ­ტრო­ლოთ ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო და კანი მუდ­მი­ვად და­ვი­ტე­ნი­ა­ნოთ ან ეს ყვე­ლა­ფე­რი უბ­რა­ლოდ, და­ფერ­ვით ჩა­ვა­ნაც­ვლოთ.

- რო­გორ ფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ბი­უ­ჯე­ტუ­რი კოს­მე­ტი­კი­თა და თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა?

- ცხა­დია, ბი­უ­ჯე­ტუ­რი თა­ვის მოვ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბა. მთა­ვა­რია, სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ პრო­დუქ­ტე­ბი ჩვე­ნი კა­ნის ტი­პის და პრობ­ლე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით გა­მო­ვი­ყე­ნოთ ისი­ნი და ვის­წავ­ლოთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა ვა­მოძ­რა­ოთ ჩვე­ნი ფუნ­ჯე­ბი.

- რო­გორ ფიქ­რობ, რამ­დე­ნად სა­სურ­ვე­ლია ყო­ველ­დღი­უ­რად მა­კი­ა­ჟის გა­მო­ყე­ნე­ბა და რა გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მას?

- ჩემი აზ­რით, მა­კი­ა­ჟის ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა და­საშ­ვე­ბია, თუმ­ცა არა სა­სარ­გებ­ლო. მა­კი­ა­ჟის ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა მა­შინ გვაქვს, როცა ჩვე­ნი კანი იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩვენს კანს ზოგ­ჯერ მა­ინც მივ­ცემთ სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ დღის ბო­ლოს მა­კი­ა­ჟის მო­შო­რე­ბა კა­ნი­სათ­ვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მა­კი­ა­ჟით არ უნდა და­ვი­ძი­ნოთ!

- თუ მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე სა­კუ­თარ სა­ხეს ვერ ვე­გუ­ე­ბით, რა ნაკ­ლე­ბადსა­ზი­ა­ნო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ თით­ქმის იმა­ვე ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად, რა­საც ტო­ნა­ლუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს ვი­ღებთ?

- მძი­მე მა­კი­ა­ჟი უბ­რა­ლოდ, მარ­ტი­ვი მა­კი­ა­ჟით შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვა­ნაც­ვლოთ. არ­სე­ბობს ასე­თი ტერ­მი­ნიც - no make up make up (მა­კი­ა­ჟი მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე) გვგო­ნია, რომ არა­ფე­რი გვის­ვია სა­ხე­ზე და ჩვე­ნი კანი ბუ­ნებ­რი­ვად ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა ნაკ­ლი იდე­ა­ლუ­რა­დაა და­ფა­რუ­ლი.

ასეთ დროს შე­და­რე­ბით სქე­ლი ტო­ნა­ლუ­რი უფრო თხე­ლით, BB ან CC კრე­მე­ბით შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვა­ნაც­ვლოთ, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რის ტუჩ­სა­ცხი, მო­ვე­რი­დოთ მკვეთრ სხვა­ო­ბებს კონ­ტურ­სა და ტუ­ჩის ფერს შო­რის. შე­ვე­ცა­დოთ, რომ კონ­ტუ­რინ­გი ძა­ლი­ან შე­სამ­ჩნე­ვი არ იყოს და ა.შ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გოგონებს 14 წლიდან ასწავლეთ, როგორ მოუარონ სახის კანს" - რჩევები ექსპერტისგან და Facebook-ჯგუფი, რომელმაც ქართველ ქალებს თავის მოვლა ასწავლა

"გოგონებს 14 წლიდან ასწავლეთ, როგორ მოუარონ სახის კანს" - რჩევები ექსპერტისგან და Facebook-ჯგუფი, რომელმაც ქართველ ქალებს თავის მოვლა ასწავლა

ქართულ ფეისბუქ-სივრცეში სხვადასხვა ინტერესზე მორგებული უამრავი ჯგუფი არსებობს. ამ სივრცეებში ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას - კულინარიის, ფილმების თუ პოეზიის მოყვარულები, რემონტის, ჯანსაღი კვების თუ სილამაზის ექსპერტები...

ქართველი გოგონების და ქალების ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი Beauty Lab-ია, რომელიც 45 000-მდე სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, ინტერესებისა და სოციალური მდგომარეობის ქალს აერთიანებს.

21 წლის სტუდენტმა და ბლოგერმა ქეთა ბაღაშვილმა Beauty Lab 2017 წლის თებერვალში, თანამოაზრესთან ერთად შექმნა. როგორც ქეთა AMBEBI.GE-სთან იხსენებს, ჯგუფის შექმნის იდეა წინასწარ დაგეგმვის და სამომავლო განვითარებაზე ფიქრის გარეშე, განსატვირთად და ვიწრო წრეში გამოცდილების გაზიარების მიზნით გადაწყვიტეს.

ჯგუფის მიზნები დროსთან და მის ზრდასთან ერთად იცვლებოდა და ფართოვდებოდა. ქეთას თქმით, ჯგუფი თავდაპირველ მიზანს არ ღალატობს და რჩება სივრცედ, სადაც ქალებს შეუძლიათ ყოველდღიური სტრესისგან განიტვირთონ, ერთმანეთს დაეხმარონ, გააძლიერონ, გვერდით დაუდგნენ, მისცენ გულწრფელი რჩევები.

Beauty Lab-ის წევრების უმეტესობამ უკვე კარგად იცის სახის კანის მოვლის დილისა და საღამოს რუტინის, რუჯის მიღების წესების, მაკიაჟის სწორად გაკეთებისა და სილამაზის სხვა დეტალების შესახებ, თუმცა იმისთვის, რომ უფრო კარგად გაგარკვიოთ სილამაზის ამ დეტალებში - AMBEBI.GE ქეთა ბაღაშვილს ესაუბრა.

- საქართველოში ბევრმა გოგონამ სწორედ Beauty Lab-ის მეშვეობით შეიტყო კანის მოვლის რუტინის მნიშვნელობის შესახებ. დეტალურად განგვიმარტე, რას ნიშნავს დილის და ღამის რუტინა, თავის მოვლის რა საშუალებები უნდა იყოს ამ დროს გამოყენებული?

- სახის მოვლის რუტინა სახის მოვლის ის ნაბიჯებია, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა მივსდიოთ. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ რუტინა სახის კანის ტიპისგან გამომდინარე უნდა შედგეს. კანს სხვადასხვა პროდუქტით, სწორი თანმიმდევრობით უნდა მოვუაროთ ყოველ დილას და საღამოს.

ჩემი აზრით, გოგონებს დაახლოებით 14 წლიდან უნდა ვასწავლოთ, როგორ მოუარონ თავიანთ სახის კანს მათი ასაკიდან გამომდინარე და როგორ გამოიყენონ მათთვის შერჩეული პროდუქტები.

- თავის მოვლის რა საშუალებები უნდა გამოვიყენოთ კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით?

- სახის კანის მოვლის შესახებ ზოგადი რეკომენდაციების გაცემა ძალიან რთულია, რადგან ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ერთ 20 წლის გოგონას მოუხდა, მეორე ოცი წლის გოგონასაც აუცილებლად ვერ მოუხდება. ყველაფერს განაპირობებს სახის კანის ტიპი. არასწორად შერჩეული პროდუქტი არათუ უკეთესობას, უარესობასაც მალევე გაჩვენებთ.

რაც შეეხება ასაკს, 20-30 წლის გოგონებმა პირველ რიგში სახის კანის დაცვაზე უნდა იფიქრონ, ყოველდღიურად მზისგან დამცავის გამოყენება შედეგს აუცილებლად წლების შემდეგ გამოიღებს

30 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ანტიასაკობრივი პროდუქტების გამოყენება, თუმცა ამ დროს დერმატოლოგები პაციენტებს პირველ რიგში, სტრესის შემცირებისკენ მოუწოდებენ, რადგან სტრესი ერთ-ერთი პირველი ფაქტორია, რომელიც ჩვენს სახის კანზე პირდაპირ აისახება. ჰიალურონის მჟავა ამ ასაკში ქალების კიდევ ერთი საყვარელი პროდუქტია, რომელიც ახალგაჩენილ ნაოჭებს ერევა და აქრობს.

რაც შეეხება 40 წლიდან ქალებს, თუ ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში სწორად უვლიდნენ თავიანთ სახის კანს, იყენებდნენ დამცავებს, შრატებს, მჟავებს, არ ეწეოდნენ და ბევრ წყალს სვამდნენ, უფრო მარტივად შეუძლიათ მოუარონ კანს. მნიშვნელოვანია ძილი, რათა დაზიანებული კანი აღდგეს. ამ დროს ქალები რუტინას ამატებენ ანტიოქსიდანტებსაც, რადგან კანს ისე აღარ შეუძლია გარემოსგან თავდაცვა, როგორც 30 წლამდე ასაკში.

- როგორ უნდა მოვუაროთ თავს სეზონების მიხედვით?

- ამ შემთხვევაშიც ისევ კანის ტიპიდან უნდა გამოვიდეთ, თუმცა, საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზამთარში კანი მეტად მშრალია და დატენიანება სჭირდება.

გაზაფხულზე კანი იღვიძებს, თუმცა ამავდროულად, აქტიურდება ყველა ჩვენი მიძინებული ალერგიაც, ჩნდება სიწითლეები, გვჭირდება მზისგან დამცავი კრემის ყოველდღიური ხმარება, დამატენიანებლის რაოდენობის შემცირება.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, ამ პერიოდში იმატებს ცხიმიანობა და აუცილებელია სახე სწორი პროდუქტებით გავიწმინდოთ, გამოვიყენოთ ისეთი ტონალური, რომელიც ნაკლებად გაგვიცხიმიანებს კანს.

- ზაფხულის სეზონი მოდის და რუჯი აქტუალური ხდება. როგორ მოვიქცეთ, რომ კარგი ფერი მივიღოთ და ამავდროულად, კანი მზის სხივების ზემოქმედებით არ დავაზიანოთ?

- ზოგადად, კანის მოვლა რუჯს არ ცნობს, ებრძვის მზის სხივებს და სოლარიუმს, თუმცა ამ ცდუნებისგან თავის შეკავება ძალიან გვიჭირს. რისკებს ვერსად გავექცევით, თუმცა თავდაცვისათვის მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ სწორად შევარჩიოთ მზისგან დამცავი, ვაკონტროლოთ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ გატარებული დრო და კანი მუდმივად დავიტენიანოთ ან ეს ყველაფერი უბრალოდ, დაფერვით ჩავანაცვლოთ.

- როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა ბიუჯეტური კოსმეტიკითა და თავის მოვლის საშუალებებით სასურველი შედეგების მიღება?

- ცხადია, ბიუჯეტური თავის მოვლის პროდუქტებითაც შეიძლება სასურველი შედეგის მიღება. მთავარია, სწორად შევარჩიოთ პროდუქტები ჩვენი კანის ტიპის და პრობლემების მიხედვით, სწორი თანმიმდევრობით გამოვიყენოთ ისინი და ვისწავლოთ, რა მიმართულებით უნდა ვამოძრაოთ ჩვენი ფუნჯები.

- როგორ ფიქრობ, რამდენად სასურველია ყოველდღიურად მაკიაჟის გამოყენება და რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს მას?

- ჩემი აზრით, მაკიაჟის ყოველდღიურად გამოყენება დასაშვებია, თუმცა არა სასარგებლო. მაკიაჟის ყოველდღიურად გამოყენების ფუფუნება მაშინ გვაქვს, როცა ჩვენი კანი იდეალურად გამოიყურება. კარგი იქნება, თუ ჩვენს კანს ზოგჯერ მაინც მივცემთ სუნთქვის საშუალებას.

მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ დღის ბოლოს მაკიაჟის მოშორება კანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაკიაჟით არ უნდა დავიძინოთ!

- თუ მაკიაჟის გარეშე საკუთარ სახეს ვერ ვეგუებით, რა ნაკლებადსაზიანო საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ თითქმის იმავე ეფექტის მისაღებად, რასაც ტონალურის გამოყენების დროს ვიღებთ?

- მძიმე მაკიაჟი უბრალოდ, მარტივი მაკიაჟით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ. არსებობს ასეთი ტერმინიც - no make up make up (მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე) გვგონია, რომ არაფერი გვისვია სახეზე და ჩვენი კანი ბუნებრივად ასე გამოიყურება, თუმცა სინამდვილეში, ყველა ნაკლი იდეალურადაა დაფარული.

ასეთ დროს შედარებით სქელი ტონალური უფრო თხელით, BB ან CC კრემებით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ, გამოვიყენოთ ბუნებრივი ფერის ტუჩსაცხი, მოვერიდოთ მკვეთრ სხვაობებს კონტურსა და ტუჩის ფერს შორის. შევეცადოთ, რომ კონტურინგი ძალიან შესამჩნევი არ იყოს და ა.შ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ