პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლოვის დღე და მასობრივი დაკრძალვა შრი-ლანკაში - გარდაცვლილთა რაოდენობა 310-მდე გაიზარდა
გლოვის დღე და მასობრივი დაკრძალვა შრი-ლანკაში - გარდაცვლილთა რაოდენობა 310-მდე გაიზარდა

შრი-ლან­კა­ში გლო­ვის დღეა, ქვე­ყა­ნა­ში ტე­რაქ­ტე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლებს კრძა­ლა­ვენ.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 310-მდე გა­ი­ზარ­და. შრი-ლან­კას მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, აფეთ­ქე­ბე­ბის უკან ად­გი­ლობ­რი­ვი ის­ლა­მის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა თა­უ­ჰიდ ჯა­მა­თი დგას. პო­ლი­ცი­ამ 40 ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა.

დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი წმინ­და სე­ბას­ტი­ა­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში შედ­გა - ტა­ძა­რი კვი­რას თავ­დას­ხმის ერთ-ერთი ობი­ექ­ტი იყო.

დღეს დი­ლით კი - 8.30 სა­ათ­ზე - იმ დროს, რო­დე­საც კა­თო­ლი­კურ აღ­დგო­მას შრი-ლან­კა­ში პირ­ვე­ლი 6 ბომ­ბი ამოქ­მედ­და, წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლი გა­მო­ცხად­და - დრო­შე­ბი და­ეშ­ვა და ხალ­ხმა თა­ვის დახ­რი­თა და დუ­მი­ლით მი­ა­გო პა­ტი­ვი აფეთ­ქე­ბე­ბის დროს გარ­დაც­ვლი­ლებ­სა და 500 და­შა­ვე­ბულს.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა პო­ლი­ცი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის გა­რე­შე და­ა­კა­ვონ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დაბ­ლო­კა წვდო­მა „ფე­ის­ბუქ­ზე“, „ინ­სტაგ­რამ­სა“ და WhatsApp-ზე.

ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი კვი­რას ნე­გომ­ბოს, ბა­ტი­კა­ლო­ა­სა და კო­ლომ­ბოს კო­ჩჩი­კა­დეს და­სახ­ლე­ბებ­ში მდე­ბა­რე სამი ეკ­ლე­სია გახ­და, სა­დაც სა­აღ­დგო­მო წირ­ვა აღევ­ლი­ნე­ბო­და. სულ მალე კი ქვეყ­ნის დე­და­ლა­ქა­ლაქ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი „შან­გრი­ლა“, „კინგსბე­რი“ და „სი­ნა­მონ გრანდ ჰო­ტე­ლი“ აფეთ­ქდა. გარ­დაც­ვლილ­თა უმე­ტე­სო­ბა შრი-ლან­კე­ლია. ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თქმით, მსხვერ­პლთა შო­რის არი­ან 36 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ბევ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ ვერ მო­ხერ­ხდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

გლოვის დღე და მასობრივი დაკრძალვა შრი-ლანკაში - გარდაცვლილთა რაოდენობა 310-მდე გაიზარდა

გლოვის დღე და მასობრივი დაკრძალვა შრი-ლანკაში - გარდაცვლილთა რაოდენობა 310-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაში გლოვის დღეა, ქვეყანაში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილებს კრძალავენ.

BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 310-მდე გაიზარდა. შრი-ლანკას მთავრობის განცხადებით, აფეთქებების უკან ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფება თაუჰიდ ჯამათი დგას. პოლიციამ 40 ეჭვმიტანილი დააკავა.

დაკრძალვის ცერემონიალი წმინდა სებასტიანის ეკლესიაში შედგა - ტაძარი კვირას თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი იყო.

დღეს დილით კი - 8.30 საათზე - იმ დროს, როდესაც კათოლიკურ აღდგომას შრი-ლანკაში პირველი 6 ბომბი ამოქმედდა, წუთიერი დუმილი გამოცხადდა - დროშები დაეშვა და ხალხმა თავის დახრითა და დუმილით მიაგო პატივი აფეთქებების დროს გარდაცვლილებსა და 500 დაშავებულს.

საგანგებო მდგომარეობა პოლიციას საშუალებას აძლევს, ეჭვმიტანილები სასამართლოს განჩინების გარეშე დააკავონ. ხელისუფლებამ დაბლოკა წვდომა „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამსა“ და WhatsApp-ზე.

ტერორისტების თავდასხმის ობიექტი კვირას ნეგომბოს, ბატიკალოასა და კოლომბოს კოჩჩიკადეს დასახლებებში მდებარე სამი ეკლესია გახდა, სადაც სააღდგომო წირვა აღევლინებოდა. სულ მალე კი ქვეყნის დედალაქალაქში სასტუმროები „შანგრილა“, „კინგსბერი“ და „სინამონ გრანდ ჰოტელი“ აფეთქდა. გარდაცვლილთა უმეტესობა შრი-ლანკელია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მსხვერპლთა შორის არიან 36 ქვეყნის მოქალაქეები, ბევრის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე