პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალხაზ მაჩალიკაშვილი - დიახ, გუშინ დამაკავეს, მაგრამ დავმალე, რადგან შემეშინდა, ამას პანკისში დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა
მალხაზ მაჩალიკაშვილი - დიახ, გუშინ დამაკავეს, მაგრამ დავმალე, რადგან შემეშინდა, ამას პანკისში დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა

მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს, უბ­რა­ლოდ ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს არა­ფე­რი უთხრა. მისი თქმით, პო­ლი­ცი­ას სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ის, რაც გუ­შინ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მოხ­და, იყო თე­მირ­ლა­ნის ოპე­რა­ცია 2, ეს სუს-ს აწყობს, სუს-ი ცდი­ლობს, ერთი გას­რო­ლით ორი კურ­დღე­ლი მოკ­ლას. გუ­შინ­დე­ლი ამ­ბა­ვი მე დავ­მა­ლე და არ მი­ვე­ცი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­ე­შუ­ქე­ბი­ნათ ჟურ­ნა­ლის­ტებს. მე ვამ­ბობ­დი, რომ არ ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა დიახ, მე ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და მე ზუს­ტად იმის შე­მე­შინ­და, რომ ჩემი და­კა­ვე­ბა ხე­ო­ბა­ში არ გა­ე­გოთ და ამას არ მოჰ­ყო­ლო­და დიდი ამ­ბა­ვი. პან­კი­სის ხე­ო­ბის­კენ მივ­დი­ო­დი იმის­თვის, რომ ხე­ო­ბა­ში და­მე­ლა­გე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ ამ მთავ­რო­ბამ არ გან­სა­ზღვრა, რომ ჩემი და­კა­ვე­ბით კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია.

ვი­ყა­ვი გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე, იქ დამ­ხვდნენ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გად­მომ­სვეს მან­ქა­ნი­დან და წა­მიყ­ვა­ნეს გურ­ჯა­ა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, როცა ვკი­თხე, რა­ტომ მიგ­ყა­ვართ გურ­ჯა­ან­ში, თე­ლავ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეთ- მეთ­ქი - არაო. გზა­ში მო­ვა­ხერ­ხე ად­ვო­კატ­თან და­რეკ­ვა. ამის შემ­დეგ გურ­ჯა­ა­ნი­დან და­მაბ­რუ­ნეს ისევ თე­ლავ­ში. მან­ქა­ნა­ში თა­ვი­სუფ­ლე მქონდ აღ­კვე­თი­ლი სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

გუ­შინ მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მის­მა მე­უღ­ლემ გა­ავ­რცე­ლა. თუმ­ცა ეს უარ­ყო რო­გორც შსს-მ, ისე თა­ვად მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

მალხაზ მაჩალიკაშვილი - დიახ, გუშინ დამაკავეს, მაგრამ დავმალე, რადგან შემეშინდა, ამას პანკისში დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი - დიახ, გუშინ დამაკავეს, მაგრამ დავმალე, რადგან შემეშინდა, ამას პანკისში დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, გუშინ ის სამართალდამცველებმა დააკავეს, უბრალოდ ამის შესახებ ჟურნალისტებს არაფერი უთხრა. მისი თქმით, პოლიციას სამი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

"ის, რაც გუშინ პანკისის ხეობაში მოხდა, იყო თემირლანის ოპერაცია 2, ეს სუს-ს აწყობს, სუს-ი ცდილობს, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას. გუშინდელი ამბავი მე დავმალე და არ მივეცი საშუალება, რომ გაეშუქებინათ ჟურნალისტებს. მე ვამბობდი, რომ არ ვიყავი დაკავებული. თუმცა დიახ, მე ვიყავი დაკავებული და მე ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაეგოთ და ამას არ მოჰყოლოდა დიდი ამბავი. პანკისის ხეობისკენ მივდიოდი იმისთვის, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ მთავრობამ არ განსაზღვრა, რომ ჩემი დაკავებით კიდევ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია.

ვიყავი გომბორის უღელტეხილზე, იქ დამხვდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, გადმომსვეს მანქანიდან და წამიყვანეს გურჯაანის მიმართულებით, როცა ვკითხე, რატომ მიგყავართ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთ- მეთქი - არაო. გზაში მოვახერხე ადვოკატთან დარეკვა. ამის შემდეგ გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში. მანქანაში თავისუფლე მქონდ აღკვეთილი სამი საათის განმავლობაში", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გუშინ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას მისმა მეუღლემ გაავრცელა. თუმცა ეს უარყო როგორც შსს-მ, ისე თავად მაჩალიკაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"თუ ჩემი ტყუის, კი ბატონო, დასაჯონ... თუმცა ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია

მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან მეთევზეები გამოიყვანეს