მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 22:07-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. დღეს ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ჯიბღაშვილის დაკავების დეტალები: "პატრულმა გააჩერა და ამის შემდეგ ამოიღეს მისი ავტომობილიდან ნივთიერება"
ლევან ჯიბღაშვილის დაკავების დეტალები: "პატრულმა გააჩერა და ამის შემდეგ ამოიღეს მისი ავტომობილიდან ნივთიერება"

ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ობ­და, ის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ შე­ა­ჩე­რა და სწო­რედ ამის შემ­დეგ მოხ­და მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ნივ­თი­ე­რე­ბის ამო­ღე­ბა, - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ამი­რან გი­გუ­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ჯი­ბღაშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დაგ­ზავ­ნი­ლი.

"თუ რა ნივ­თი­ე­რე­ბა არის ამო­ღე­ბუ­ლი და რამ­დე­ნად არის ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ლე­ვანს ჯერ ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი არ აქვს, ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხებს, მაგ­რამ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ვარ­წმუ­ნო, რომ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ით, აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და შე­ეც­დე­ბა ამ საქ­მე­ზე დად­გინ­დეს ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა კი­თხვა­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი იყოს გა­ცე­მუ­ლი", - აცხა­დებს გი­გუ­აშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­აა, თით­ქოს, და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მერ­თან, კახა კა­ლა­ძეს­თან და­რეკ­ვას ითხოვ­და.

"ეს არის სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე, პირ­და­პირ შე­მიძ­ლია გი­თხრათ. ეს ოდ­ნა­ვა­დაც კი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას. ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი, რო­გორც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა, მისი შე­მოწ­მე­ბის პე­რი­ო­დი­დან აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვა­ში, რათა ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა დად­გინ­დეს. ვინ­მეს სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა, ან მსგავ­სი - არ ყო­ფი­ლა და არც შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჭო­რია", - აცხა­დებს გი­გუ­აშ­ვი­ლი.

ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გუ­შინ კრწა­ნის­ში აიყ­ვა­ნეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ლევან ჯიბღაშვილის დაკავების დეტალები: "პატრულმა გააჩერა და ამის შემდეგ ამოიღეს მისი ავტომობილიდან ნივთიერება"

ლევან ჯიბღაშვილის დაკავების დეტალები: "პატრულმა გააჩერა და ამის შემდეგ ამოიღეს მისი ავტომობილიდან ნივთიერება"

ლევან ჯიბღაშვილი ავტომობილით მოძრაობდა, ის საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი ავტომობილიდან ნივთიერების ამოღება, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

"თუ რა ნივთიერება არის ამოღებული და რამდენად არის ის ნარკოტიკული ნივთიერება, ამასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა მიმდინარეობს. ლევანს ჯერ ბრალი წაყენებული არ აქვს, ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, მაგრამ მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მოქალაქეობრივი პოზიციით, აქტიურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან და შეეცდება ამ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და საზოგადოებისათვის ყველა კითხვაზე დამაჯერებელი, ადეკვატური პასუხი იყოს გაცემული", - აცხადებს გიგუაშვილი.

მისი თქმით, ცრუ ინფორმაციაა, თითქოს, დაკავების მომენტში ლევან ჯიბღაშვილი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა.

"ეს არის სრული სისულელე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს ოდნავადაც კი არ შეესაბამება რეალობას. ლევან ჯიბღაშვილი, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე და საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნება, მისი შემოწმების პერიოდიდან აქტიურად ეხმარება გამოძიებას არსებული სიტუაციის გარკვევაში, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს. ვინმეს სახელის ხსენება, ან მსგავსი - არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს ყველაფერი ჭორია", - აცხადებს გიგუაშვილი.

ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ კრწანისში აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს

გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა