კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეჭვიანი ქალივით მთელ ქალაქში ვეძებ..." - როგორი მეუღლე და მამაა ლევან წულაძე და რა მნიშვნელოვანი სიახლის მოლოდინშია რეჟისორის ოჯახი
"ეჭვიანი ქალივით მთელ ქალაქში ვეძებ..." - როგორი მეუღლე და მამაა ლევან წულაძე და რა მნიშვნელოვანი სიახლის მოლოდინშია რეჟისორის ოჯახი

მსა­ხი­ო­ბი მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა მალე სი­დედ­რი გახ­დე­ბა: მისი და რე­ჟი­სორ ლე­ვან წუ­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი - თი­ნა­თი­ნი (რო­მე­ლიც მო­ცეკ­ვა­ვე გახ­ლავთ) და­ნიშ­ნუ­ლია და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას იწყებს... ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას ქა­ლურ თე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- თავს ძლი­ერ ქა­ლად მი­იჩ­ნევთ?

- არა მგო­ნია. გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ში სუ­ლის სიმ­ტკი­ცე გა­მო­მი­ჩე­ნია, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე ასე პირ­და­პირ ვერ ვი­ტყვი, რომ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში რო­გორ იქ­ცე­ვით?

- ჩემს გა­სა­კე­თე­ბელს თა­ვად ვა­კე­თებ. ვცდი­ლობ, გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვო და სხვი­სი ხე­ლის შემ­ყუ­რე არ ვიყო, არც - მო­რა­ლუ­რად, არც - მა­ტე­რი­ა­ლუ­რად.

- ისე­თი სა­მე­გობ­რო წრე გყავთ, რო­მელ­საც კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც ხვდე­ბით?

- კი, რო­გორ არა! ნამ­დვი­ლად მყავს და მი­მაჩ­ნია, რომ მე­გობ­რო­ბა ერთ-ერთი სუ­ლი­ე­რი საზ­რდოა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი გყავთ?

- ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბიც მყავს და მერე შე­ძე­ნი­ლიც. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მათ არ­სე­ბო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში - გა­დამ­წყვე­ტიც, რად­გან მა­გა­ლი­თად, ნა­თე­სავს არ ირ­ჩევ, მე­გო­ბარს კი ირ­ჩევ და "გზრდის", მას­თან შენს აზ­რებს ამოწ­მებ და ა.შ. უამ­რა­ვი ნი­უ­ან­სია. უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რე­ბი სა­ჭი­რო­ნი არი­ან.

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა რა­ღაც სა­კი­თხის შე­სა­ხებ ოჯახ­ში არა­ფე­რი გით­ქვამთ და რჩე­ვა მე­გობ­რე­ბის­თვის გი­კი­თხავთ?

- კი, ნამ­დვი­ლად ყო­ფი­ლა, თან - არა­ერ­თხელ, რად­გან არ­სე­ბობს რა­ღა­ცე­ბი, რაც სახ­ლში არ უნდა მოჰ­ყვე. განა იმი­ტომ, რომ სა­ი­დუმ­ლოა? უბ­რა­ლოდ, გარ­კვე­ულ ზღვარს იცავ, მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში კი შე­გიძ­ლია მო­დუნ­დე, თუნ­დაც სა­კუ­თა­რი თავი, აზ­რე­ბი გა­და­ა­მოწ­მო, მარ­თა­ლი ხარ თუ არა.

- თქვე­ნი და თქვე­ნი სა­მე­გობ­როს გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ძი­რი­თა­დად, რა არის ხოლ­მე?

- ყვე­ლა­ზე ხში­რად მა­ინც ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობთ, რი­თიც ვცხოვ­რობთ. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, - სამ­სა­ხურ­ში წა­ვე­დიო. შემ­დეგ, სა­ღა­მოს 6 ან 9 სა­ათ­ზე, რო­დე­საც მუ­შა­ო­ბას ამ­თავ­რებს, მისი საქ­მე იქ სრულ­დე­ბა, თე­ატ­რი და სა­ერ­თოდ ხე­ლოვ­ნე­ბა კი სულ სხვა პრო­ცე­სი­აა. როცა ამა თუ იმ როლ­ზე, სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობ, სულ ფიქ­რობ, აზ­რებს გა­ნუ­წყვეტ­ლივ ამოწ­მებ, ლა­პა­რა­კობ...

- როცა თქვენ და თქვე­ნი მე­უღ­ლე კა­მა­თობთ, ვინ თმობს ხოლ­მე?

- კა­მა­თი უამ­რავ რა­მე­ზე შე­იძ­ლე­ბა. ჩემი აზ­რით, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ცოლ­ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ადა­მი­ან­მა იმის გა­მი­ჯვნა უნდა ის­წავ­ლოს, რისი დათ­მო­ბა შე­იძ­ლე­ბა და რისი - არა. ძა­ლი­ან ხში­რად (გან­სა­კუთ­რე­ბით - ცოლ­ქმრო­ბის პირ­ველ წლებ­ში), ადა­მი­ა­ნი ვერ არ­ჩევ, რისი დათ­მო­ბა შე­გიძ­ლია. ხში­რად რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­გაჩ­ნია და არ თმობ. დრო რომ გა­დის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ილე­ქე­ბა და ხვდე­ბი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლე იყო, ამის გამო ერთი სა­ღა­მოს გა­ფუ­ჭე­ბაც არ ღირ­და... ეს არაფ­რის მომ­ტა­ნია.

- შვი­ლის აღ­ზრდის მე­თო­დე­ბის გამო, მე­უღ­ლეს­თან გი­კა­მა­თი­ათ?

- სხვა­თა შო­რის, დიდი უთან­ხმო­ე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც არ მოგ­ვსვლია, რად­გან თი­ნა­თი­ნის აღ­ზრდი­სას, პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებს თით­ქმის ერ­თნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ­დით. უშეც­დო­მო მშო­ბე­ლი არ არ­სე­ბობს და ერ­თმა­ნეთს ხში­რად დავ­ხმა­რე­ბი­ვართ: ვიცი, რომ ლე­ვანს თუ რა­ი­მე შე­ნიშ­ვნა მო­უ­ცია, პირ­ველ რიგ­ში, ეს თი­ნა­თი­ნის გამო ხდე­ბო­და. ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მის­თვის გა­მი­ზი­ა­რე­ბია, მას კი - ჩემ­თვის. შვი­ლის აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერ­თმა­ნე­თის­გან დი­დად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი არ გვქო­ნია.

- თქვე­ნი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი დგას - ოჯახს ქმნის. თი­ნა­თი­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად ვინ შე­ი­ტყვეთ - თქვენ თუ ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა?

- პრინ­ციპ­ში, ერ­თდრო­უ­ლად. ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დით, რად­გან თუ არ ვცდე­ბი, ისი­ნი უკვე 4 წე­ლია, ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან. რამე და­სა­მა­ლი არც ყო­ფი­ლა...

- მახ­სოვს, ერთხელ აღ­ნიშ­ნეთ, რომ თი­ნა­თი­ნის გა­თხო­ვე­ბა, მას­თან გან­შო­რე­ბა არ გინ­დო­დათ...

- რა თქმა უნდა, ეს ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით ნათ­ქვა­მი იყო, თუმ­ცა ამა­ში რა­ღაც ეგო­ის­ტუ­რი მარ­ცვა­ლი არის, რო­მე­ლიც ჩემი აზ­რით, მშო­ბელ­მა სა­კუ­თარ თავ­ში უნდა გა­და­ლა­ხოს. ერთხელ დე­ი­და­ჩემ­მა მი­თხრა: შვი­ლის გა­ჩე­ნა მას­თან გან­შო­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ეტა­პი­აო. მა­შინ ეს ნათ­ქვა­მი ძა­ლი­ან მე­ხა­მუ­შა. მერე დავ­ფიქ­რდი და სწო­რია: როცა ბავ­შვი ისა­ხე­ბა, ჯერ შენს ორ­გა­ნიზ­მშია ახა­ლი სი­ცო­ცხლე, შემ­დეგ მას ბა­დებ, მერე ის ნა­ბიჯს გა­დად­გამს, ანუ ყო­ვე­ლი მისი ნა­ბი­ჯი, მისი წინსვლა, მშო­ბელ­თან გან­შო­რე­ბაა. ამა­ზე მა­შინ კი არ უნდა იმუ­შაო, როცა ფაქ­ტის წი­ნა­შე დად­გე­ბი, არა­მედ თა­ვი­დან­ვე, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად, ეგო­იზ­მი გა­და­ლა­ხო. ალ­ბათ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი იქ­ნე­ბა და შვი­ლის მი­მართ უფრო სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც გექ­ნე­ბა, ანუ შვი­ლის­თვის უკე­თე­სია, როცა მას სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით არ აწუ­ხებ - აი, შენ რომ წახ­ვალ, რა მეშ­ვე­ლე­ბა, მე ხომ გა­გა­ჩი­ნე, ღა­მე­ე­ბი გი­თე­ნეო? კარ­გია, როცა მის ცხოვ­რე­ბა­ში შენ არ დო­მი­ნი­რებ და ისე არ აწუ­ხებ, რომ სინ­დი­სის ქენ­ჯნა გა­უ­ჩი­ნო. მას უნდა სჯე­რო­დეს, რომ მისი კარ­გად ყოფ­ნა გი­ხა­რია.

- იდე­ა­ლუ­რი სი­დედ­რი რო­გო­რია?

- შორს მყო­ფი (იცი­ნის).

- შეგცვა­ლათ მო­მა­ვა­ლი სი­დედ­რის ამ­პლუ­ამ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით - არა, ჯერ ვერც მო­ვას­წა­რი "წა­მე­ბა" (იცი­ნის). ცხა­დია, ვხუმ­რობ... ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას ახლა იწყე­ბენ, თი­ნა­თი­ნი გას­ტროლ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და - მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ეჭვიანი ქალივით მთელ ქალაქში ვეძებ..." - როგორი მეუღლე და მამაა ლევან წულაძე და რა მნიშვნელოვანი სიახლის მოლოდინშია რეჟისორის ოჯახი

"ეჭვიანი ქალივით მთელ ქალაქში ვეძებ..." - როგორი მეუღლე და მამაა ლევან წულაძე და რა მნიშვნელოვანი სიახლის მოლოდინშია რეჟისორის ოჯახი

მსახიობი მანანა კოზაკოვა მალე სიდედრი გახდება: მისი და რეჟისორ ლევან წულაძის ქალიშვილი - თინათინი (რომელიც მოცეკვავე გახლავთ) დანიშნულია და ოჯახურ ცხოვრებას იწყებს... ქალბატონ მანანას ქალურ თემებზე ვესაუბრეთ.

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევთ?

- არა მგონია. გარკვეულ საკითხებში სულის სიმტკიცე გამომიჩენია, მაგრამ საკუთარ თავზე ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი ადამიანი ვარ.

- კრიტიკულ სიტუაციებში როგორ იქცევით?

- ჩემს გასაკეთებელს თავად ვაკეთებ. ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო და სხვისი ხელის შემყურე არ ვიყო, არც - მორალურად, არც - მატერიალურად.

- ისეთი სამეგობრო წრე გყავთ, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც ხვდებით?

- კი, როგორ არა! ნამდვილად მყავს და მიმაჩნია, რომ მეგობრობა ერთ-ერთი სულიერი საზრდოა, რომელიც ადამიანისთვის აუცილებელია.

- ბავშვობის მეგობრები გყავთ?

- ბავშვობის მეგობრებიც მყავს და მერე შეძენილიც. ჩემს ცხოვრებაში მათ არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხშირ შემთხვევაში - გადამწყვეტიც, რადგან მაგალითად, ნათესავს არ ირჩევ, მეგობარს კი ირჩევ და "გზრდის", მასთან შენს აზრებს ამოწმებ და ა.შ. უამრავი ნიუანსია. უბრალოდ, მეგობრები საჭირონი არიან.

- ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც საკითხის შესახებ ოჯახში არაფერი გითქვამთ და რჩევა მეგობრებისთვის გიკითხავთ?

- კი, ნამდვილად ყოფილა, თან - არაერთხელ, რადგან არსებობს რაღაცები, რაც სახლში არ უნდა მოჰყვე. განა იმიტომ, რომ საიდუმლოა? უბრალოდ, გარკვეულ ზღვარს იცავ, მეგობრების გარემოცვაში კი შეგიძლია მოდუნდე, თუნდაც საკუთარი თავი, აზრები გადაამოწმო, მართალი ხარ თუ არა.

- თქვენი და თქვენი სამეგობროს განხილვის საგანი ძირითადად, რა არის ხოლმე?

- ყველაზე ხშირად მაინც ხელოვნების შესახებ ვსაუბრობთ, რითიც ვცხოვრობთ. ბევრი ადამიანი ამბობს, - სამსახურში წავედიო. შემდეგ, საღამოს 6 ან 9 საათზე, როდესაც მუშაობას ამთავრებს, მისი საქმე იქ სრულდება, თეატრი და საერთოდ ხელოვნება კი სულ სხვა პროცესიაა. როცა ამა თუ იმ როლზე, სპექტაკლზე მუშაობ, სულ ფიქრობ, აზრებს განუწყვეტლივ ამოწმებ, ლაპარაკობ...

- როცა თქვენ და თქვენი მეუღლე კამათობთ, ვინ თმობს ხოლმე?

- კამათი უამრავ რამეზე შეიძლება. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ცოლქმრულ ურთიერთობაში ადამიანმა იმის გამიჯვნა უნდა ისწავლოს, რისი დათმობა შეიძლება და რისი - არა. ძალიან ხშირად (განსაკუთრებით - ცოლქმრობის პირველ წლებში), ადამიანი ვერ არჩევ, რისი დათმობა შეგიძლია. ხშირად რაღაც სისულელე მნიშვნელოვნად მიგაჩნია და არ თმობ. დრო რომ გადის, ეს ყველაფერი ილექება და ხვდები, რომ აბსოლუტური სისულელე იყო, ამის გამო ერთი საღამოს გაფუჭებაც არ ღირდა... ეს არაფრის მომტანია.

- შვილის აღზრდის მეთოდების გამო, მეუღლესთან გიკამათიათ?

- სხვათა შორის, დიდი უთანხმოება ამასთან დაკავშირებითაც არ მოგვსვლია, რადგან თინათინის აღზრდისას, პრინციპულ საკითხებს თითქმის ერთნაირად ვუყურებდით. უშეცდომო მშობელი არ არსებობს და ერთმანეთს ხშირად დავხმარებივართ: ვიცი, რომ ლევანს თუ რაიმე შენიშვნა მოუცია, პირველ რიგში, ეს თინათინის გამო ხდებოდა. ჩემი შეხედულებები მისთვის გამიზიარებია, მას კი - ჩემთვის. შვილის აღზრდასთან დაკავშირებით, ერთმანეთისგან დიდად განსხვავებული მოსაზრებები არ გვქონია.

- თქვენი შვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დგას - ოჯახს ქმნის. თინათინის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლის შესახებ პირველად ვინ შეიტყვეთ - თქვენ თუ ბატონმა ლევანმა?

- პრინციპში, ერთდროულად. ყველაფერი ვიცოდით, რადგან თუ არ ვცდები, ისინი უკვე 4 წელია, ერთმანეთს ხვდებიან. რამე დასამალი არც ყოფილა...

- მახსოვს, ერთხელ აღნიშნეთ, რომ თინათინის გათხოვება, მასთან განშორება არ გინდოდათ...

- რა თქმა უნდა, ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამი იყო, თუმცა ამაში რაღაც ეგოისტური მარცვალი არის, რომელიც ჩემი აზრით, მშობელმა საკუთარ თავში უნდა გადალახოს. ერთხელ დეიდაჩემმა მითხრა: შვილის გაჩენა მასთან განშორების ყოველდღიური ეტაპიაო. მაშინ ეს ნათქვამი ძალიან მეხამუშა. მერე დავფიქრდი და სწორია: როცა ბავშვი ისახება, ჯერ შენს ორგანიზმშია ახალი სიცოცხლე, შემდეგ მას ბადებ, მერე ის ნაბიჯს გადადგამს, ანუ ყოველი მისი ნაბიჯი, მისი წინსვლა, მშობელთან განშორებაა. ამაზე მაშინ კი არ უნდა იმუშაო, როცა ფაქტის წინაშე დადგები, არამედ თავიდანვე, რომ რაღაცნაირად, ეგოიზმი გადალახო. ალბათ, ასეთ შემთხვევაში ნაკლები გულისტკივილი იქნება და შვილის მიმართ უფრო სწორი დამოკიდებულებაც გექნება, ანუ შვილისთვის უკეთესია, როცა მას საკუთარი ცხოვრებით არ აწუხებ - აი, შენ რომ წახვალ, რა მეშველება, მე ხომ გაგაჩინე, ღამეები გითენეო? კარგია, როცა მის ცხოვრებაში შენ არ დომინირებ და ისე არ აწუხებ, რომ სინდისის ქენჯნა გაუჩინო. მას უნდა სჯეროდეს, რომ მისი კარგად ყოფნა გიხარია.

- იდეალური სიდედრი როგორია?

- შორს მყოფი (იცინის).

- შეგცვალათ მომავალი სიდედრის ამპლუამ?

- ჯერჯერობით - არა, ჯერ ვერც მოვასწარი "წამება" (იცინის). ცხადია, ვხუმრობ... ოჯახურ ცხოვრებას ახლა იწყებენ, თინათინი გასტროლზე იმყოფებოდა - მთელი ევროპა მოიარა...წაიკითხეთ სრულად

მრევლი და სამღვდელოებაც ძალიან დაიძაბა - მეუფე მელქისედეკი

ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე

რატომ არ დაესწრო ილია მეორე დღეს საკვირაო წირვას სამებაში - პატრიარქის ექიმის კომენტარი