პოლიტიკა
სამართალი

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახი შეძლებულია და ამიტომ გააჩინეს ათი შვილი..." - რას ყვება ადვოკატი ქალზე, რომელმაც უკრაინიდან საქართველოში მცირეწლოვნები ჩამოიყვანა
"ოჯახი შეძლებულია და ამიტომ გააჩინეს ათი შვილი..." - რას ყვება ადვოკატი ქალზე, რომელმაც უკრაინიდან საქართველოში მცირეწლოვნები ჩამოიყვანა

მე­სა­მე დღეა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნია ზუგ­დიდ­ში მო­წამ­ლუ­ლი ათი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვის საქ­მე. არის თუ არა ეს ტრე­ფი­კინ­გის შემ­თხვე­ვა თუ უსა­ფუძ­ვლოდ ატე­ხი­ლი ხმა­უ­რი? - ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, თუმ­ცა არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვად ზე­და­პირ­ზე დევს.

20 აპ­რილს, ზუგ­დი­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბით ათი მცი­რე­წლო­ვა­ნი შე­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც მა­ლე­ვე ქუ­თა­ი­სის ინ­ფექ­ცი­ურ პა­თო­ლო­გი­ა­თა ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს. ბავ­შვებს თან ახ­ლდა უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი - იუ­ლია სუს­ლი­ა­კი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ ათი­ვე ბავ­შვი მისი შვი­ლი იყო. თუმ­ცა, დო­კუ­მენ­ტე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ოთხი ბავ­შვი ერ­თსა და იმა­ვე - 2017 წელს არი­ან და­ბა­დე­ბულ­ნი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო საქ­მე­ზე 8 აპ­რი­ლი­დან აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას, მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი ბავ­შვებ­თან ერ­თად მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის რე­ი­სით ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­მარ­თალ­მდამ­ცვე­ლებს გა­უჩ­ნდათ ეჭვი, რომ ფაქ­ტი შე­ი­ცავ­და ტრე­ფი­კინ­გის ნიშ­ნებს და შს სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 143 პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბა - ტრე­ფი­კინ­გი).

ბავ­შვე­ბი ამ დრომ­დე მკურ­ნა­ლო­ბენ ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ექი­მის თქმით, ყვე­ლა მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა და სა­ნამ ვი­თა­რე­ბა არ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან არ გა­წე­რენ. ამ დრომ­დე არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი, რამ გა­მო­იწ­ვია ინ­ტოქ­სი­კა­ცია, თუმ­ცა ერთ-ერთ ვერ­სი­ად ბავ­შვე­ბის თან­მხლე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი სო­სი­სით მო­წამ­ვლას ასა­ხე­ლებს.

AMBEBI.GE იუ­ლია სუს­ლი­ა­კის ად­ვო­კატს, ზუ­რაბ თო­დუ­ას და­უ­კავ­შირ­და და ყვე­ლა ის შე­კი­თხვა და­უს­ვა, რაც საქ­მის ირ­გვლიც ჩნდე­ბა. სა­უბ­რის და­სა­წყის­ში, ად­ვო­კატ­მა უარ­ყო ფაქ­ტი, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­კა­ვე­ბუ­ლია ან ბრალ­დე­ბუ­ლია:

"საქ­მე ქალ­ბა­ტო­ნი იუ­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ არ არის აღ­ძრუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბა ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მოწ­მდე­ბა რე­ა­ლუ­რად, არის თუ არა ეს ფაქ­ტი ტრე­ფი­კინ­გი. თა­ვად ეს ქალ­ბა­ტო­ნი არის ათი შვი­ლის დედა და იგი კა­ნო­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­შია მის მე­უღ­ლეს­თან, უკ­რა­ი­ნელ იური სუს­ლი­აკ­თან. ბა­ტო­ნი იური უკ­რა­ი­ნა­ში სამ­შე­ნებ­ლო კომპნი­ას ფლობ­და, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. ოჯა­ხი ძა­ლი­ან შეძ­ლე­ბუ­ლია და სწო­რედ ამი­ტომ გა­ა­ჩი­ნა ათი შვი­ლი.

იური სუს­ლი­ა­კის დე­ვე­ლო­პერ კომ­პა­ნი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, რის გა­მოც ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და წა­სუ­ლი­ყო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ამე­რი­კა­ში მე­ა­თე ბავ­ში შე­ე­ძი­ნათ, 2019 წელს ისევ დაბ­რუნ­დნენ უკ­რა­ი­ნა­ში. ისი­ნი ელოდ­ნენ, რომ სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი დახ­ვდე­ბო­დათ, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ამი­ტომ მო­უ­წი­ათ რუ­სეთ­ში გა­დას­ვლა. 2019 წლის 17 მარტს ჟუ­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ისი­ნი უკა­ნო­ნოდ იყ­ვნენ შე­სუ­ლე­ბი იქ, რის გა­მოც დე­პორ­ტით გა­მო­უშ­ვეს რუ­სე­თი­დან.

ვი­ნა­ი­დან მათ და­უ­ყო­ნებ­ლივ უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რია, გა­და­წყვი­ტეს სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­სუ­ლიყ­ვნენ აფხა­ზეთ­ში. თა­ვად იური აფხა­ზეთ­ში გა­და­ვი­და სო­ჭის გავ­ლით. ხოლო ქალ­ბა­ტონ­მა და მის­მა ათმა შვილ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ ჯერ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­და­სუ­ლიყ­ვნენ აფხა­ზეთ­ში. ისი­ნი ჩა­მო­ვიდ­ნენ 4 აპ­რილს ზუგ­დიდ­ში, იქი­რა­ვეს იქ ბინა და აპი­რებ­დნენ აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლას" - გან­მარ­ტა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის ად­ვო­კატ­მა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნულ­მა ოჯახ­მა მა­ინ­და­მა­ინც აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლა, მა­შინ როცა რე­გი­ო­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, კრი­მი­ნა­ლი მძვინ­ვა­რებს და ბევ­რი დამ­ნა­შა­ვე აფხა­ზეთ­ში გა­და­დის სას­ჯე­ლის­თვის თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, რა­ტომ არ შე­არ­ჩი­ეს სუს­ლი­ა­კებ­მა სხვა ქვე­ყა­ნა, სა­დაც ფი­ნან­სუ­რად შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ბევ­რად უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო იქ­ნე­ბო­და? - ამ კი­თხვებ­ზე ად­ვო­კატ­მა ასე გვი­პა­სუ­ხა:

"ქალ­ბა­ტონს უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რია, სო­ჭით ვერ ჩა­ვი­დო­და რად­გან სოჭი რუ­სე­თია, ხოლო მის­მა მე­უღ­ლემ გარ­კვე­უ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ა­ხერ­ხა ჯერ სოჭ­ში და იქე­დან აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლა. ბა­ტონ­მა იუ­რიმ, რო­გორც ოჯა­ხის მე­თა­ურ­მა, გა­და­წყვი­ტა ცალ­კე წა­სუ­ლი­ყო აფხა­ზეთ­ში, რად­გან სა­ნამ ოჯახს ჩა­იყ­ვან­და, ყვე­ლა სა­ჭი­რო პი­რო­ბა შე­ექ­მნა მათ­თვის, მო­ე­ძებ­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი... შემ­დეგ კი ჩა­ეყ­ვა­ნა მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი.

რა­ტომ აირ­ჩი­ეს სა­ცხოვ­რებ­ლად მათ მა­ინ­ცდა­მა­ინც აფხა­ზე­თი? სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან, მი­მოს­ვლაც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა, მათ ჩათ­ვა­ლეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბო­და საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი, ხოლო აფხა­ზეთ­ში უფრო და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, ვი­ნა­ი­დან აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლა უფრო რთუ­ლია. პრინ­ციპ­ში, თუ მათი მტრე­ბი მო­ინ­დო­მებ­დნენ იქაც მის­წვდე­ბოდ­ნენ, სხვა თუ არა­ფე­რი ქი­ლერს და­ი­ქი­რა­ვებ­დნენ, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით აფხა­ზე­თი აირ­ჩი­ეს" - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის ად­ვო­კატ­მა.

ყვე­ლა­ზე სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა ერთ წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ოთხი ბავ­შვია, რო­მელ­თა­გან ორი ტყუ­პია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ორი სხვა­დას­ხვა სუ­რო­გა­ტი დე­დის­გან არი­ან გა­ჩე­ნი­ლე­ბი. ჩვენს შე­კი­თხვა­ზე რა­ტომ გა­ა­ჩე­ნი­ნა ცოლ-ქმარ­მა (რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი 8 შვი­ლი ჰყავთ) ორი ბავ­შვი სუ­რო­გატ დე­დას, ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ თო­დუა ასე გვპა­სუ­ხობს:

"ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ძა­ლი­ან შეძ­ლე­ბუ­ლე­ბი, მდიდ­რე­ბი და მდი­და­რი ხალ­ხი ბევრ შვილს აჩენს. უნ­დო­დათ, რომ დიდი ოჯა­ხი ჰყო­ლო­დათ და გა­ა­ჩე­ნი­ნა ბავ­შვე­ბი სუ­რო­გატ დე­დებს. ბავ­შვე­ბის მამა თა­ნახ­მაა, რომ დნმ ჩა­ა­ბა­როს და და­ა­დას­ტუ­როს, რომ ათი­ვე ბავ­შვის მამა თა­ვა­დაა. ასე­ვე დე­დაც თა­ნახ­მაა ამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე" - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ თო­დუ­ამ.

ერთ-ერთ ასე­ვე სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ის ფაქ­ტიც, რომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და მე­ზობ­ლებ­მა გა­მო­ი­ძა­ხეს, ვი­ნა­ი­დან ზუგ­დიდ­ში ნა­ქი­რა­ვე­ბი ბი­ნი­დან ბაშ­ვე­ბის ტი­რი­ლი­სა და ქა­ლის ყვი­რი­ლის ხმა გა­მო­დი­ო­და.

ჩვენ მიერ ხაზ­გას­მულ სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებს ემა­ტე­ბა კი­დევ ერთი, ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბაც - ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის, რო­გორც კრი­მი­ნა­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღია სივ­რცის ფაქ­ტო­რი. მე­დი­ა­ში იძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი შრო­მი­თი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ტრე­ფი­კინ­გის არა­ერ­თი ფაქ­ტი. გავ­ლე­ნი­ა­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი წლე­ბია აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ ამა­ზე. მათ შო­რის გა­ე­რო, Human Rights Watch, რო­მელ­თა ან­გა­რი­შებ­შიც არა­ერ­თხელ აი­სა­ხა, რომ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ტრე­ფი­კინ­გი ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, 2017 წელს, უკ­რა­ი­ნის ორი მო­ქა­ლა­ქე გახ­და შრო­მი­თი ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი აფხა­ზეთ­ში. ეს ამ­ბა­ვი მე­დი­ით გახ­მა­ურ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ პრო­ფე­სი­ით მღე­ბა­ვე­ბი და ეძებ­დნენ სა­მუ­შა­ოს. ინ­ტერ­ნე­ტით მი­ი­ღეს შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ რუ­სეთ­ში არ­სე­ბობ­და კარ­გი სა­მუ­შაო, რუ­სე­თის ნაც­ვლად კი აფხა­ზეთ­ში აღ­მოჩ­ნდნენ. და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ამუ­შა­ვეს ისე, რომ სახ­ლი­დან გა­რე­თაც კი არ უშ­ვებ­დნენ. შემ­დეგ კი უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ვლა სხვი­სი დახ­მა­რე­ბით მო­ა­ხერ­ხეს...

ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბო და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ტრე­ფი­კინ­გის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის 2015 წლის ან­გა­რი­შიც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო, „ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის, ასე­ვე, მა­მა­კა­ცე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის თვალ­საზ­რი­სით, ადა­მი­ან­თა ტრე­ფი­კინ­გის წყა­როა - ტრან­ზი­ტის და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა“.

ავტორი:

"ოჯახი შეძლებულია და ამიტომ გააჩინეს ათი შვილი..." - რას ყვება ადვოკატი ქალზე, რომელმაც უკრაინიდან საქართველოში მცირეწლოვნები ჩამოიყვანა

"ოჯახი შეძლებულია და ამიტომ გააჩინეს ათი შვილი..." - რას ყვება ადვოკატი ქალზე, რომელმაც უკრაინიდან საქართველოში მცირეწლოვნები ჩამოიყვანა

მესამე დღეა საზოგადოების განსჯის საგანია ზუგდიდში მოწამლული ათი უკრაინელი ბავშვის საქმე. არის თუ არა ეს ტრეფიკინგის შემთხვევა თუ უსაფუძვლოდ ატეხილი ხმაური? - ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა არსებობს რეალური საეჭვო გარემოებები, რომლებიც ფაქტობრივად ზედაპირზე დევს.

20 აპრილს, ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით ათი მცირეწლოვანი შეიყვანეს, რომლებიც მალევე ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში გადაიყვანეს. ბავშვებს თან ახლდა უკრაინელი ქალი - იულია სუსლიაკი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილი იყო. თუმცა, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ოთხი ბავშვი ერთსა და იმავე - 2017 წელს არიან დაბადებულნი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე 8 აპრილიდან აწარმოებს გამოძიებას, მას შემდეგ, რაც უკრაინელი ქალი ბავშვებთან ერთად მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოვიდა საქართველოში. სამართალმდამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ფაქტი შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს და შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი).

ბავშვები ამ დრომდე მკურნალობენ ქუთაისის საავადმყოფოში. ექიმის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სანამ ვითარება არ დასტაბილურდება, საავადმყოფოდან არ გაწერენ. ამ დრომდე არ არის დაზუსტებული, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ბავშვების თანმხლები ქალბატონი სოსისით მოწამვლას ასახელებს.

AMBEBI.GE იულია სუსლიაკის ადვოკატს, ზურაბ თოდუას დაუკავშირდა და ყველა ის შეკითხვა დაუსვა, რაც საქმის ირგვლიც ჩნდება. საუბრის დასაწყისში, ადვოკატმა უარყო ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია ან ბრალდებულია:

"საქმე ქალბატონი იულიას წინააღმდეგ არ არის აღძრული, გამოძიება ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს. მოწმდება რეალურად, არის თუ არა ეს ფაქტი ტრეფიკინგი. თავად ეს ქალბატონი არის ათი შვილის დედა და იგი კანონიერ ქორწინებაშია მის მეუღლესთან, უკრაინელ იური სუსლიაკთან. ბატონი იური უკრაინაში სამშენებლო კომპნიას ფლობდა, საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. ოჯახი ძალიან შეძლებულია და სწორედ ამიტომ გააჩინა ათი შვილი.

იური სუსლიაკის დეველოპერ კომპანიას სერიოზული პრობლემები შეექმნა, რის გამოც ოჯახი იძულებული გახდა წასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკაში მეათე ბავში შეეძინათ, 2019 წელს ისევ დაბრუნდნენ უკრაინაში. ისინი ელოდნენ, რომ სიტუაცია გამოსწორებული დახვდებოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ მოუწიათ რუსეთში გადასვლა. 2019 წლის 17 მარტს ჟუკოვის სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი უკანონოდ იყვნენ შესულები იქ, რის გამოც დეპორტით გამოუშვეს რუსეთიდან.

ვინაიდან მათ დაუყონებლივ უნდა დაეტოვებინათ რუსეთის ტერიტორია, გადაწყვიტეს საცხოვრებლად გადასულიყვნენ აფხაზეთში. თავად იური აფხაზეთში გადავიდა სოჭის გავლით. ხოლო ქალბატონმა და მისმა ათმა შვილმა გადაწყვიტეს, რომ ჯერ ჩამოსულიყვნენ საქართველოში და საქართველოდან გადასულიყვნენ აფხაზეთში. ისინი ჩამოვიდნენ 4 აპრილს ზუგდიდში, იქირავეს იქ ბინა და აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას" - განმარტა უკრაინის მოქალაქის ადვოკატმა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა უკრაინულმა ოჯახმა მაინდამაინც აფხაზეთში გადასვლა, მაშინ როცა რეგიონი ოკუპირებულია, კრიმინალი მძვინვარებს და ბევრი დამნაშავე აფხაზეთში გადადის სასჯელისთვის თავის არიდების მიზნით, რატომ არ შეარჩიეს სუსლიაკებმა სხვა ქვეყანა, სადაც ფინანსურად შეძლებული ადამიანებისთვის ბევრად უსაფრთხო და კომფორტული გარემო იქნებოდა? - ამ კითხვებზე ადვოკატმა ასე გვიპასუხა:

"ქალბატონს უნდა დაეტოვებინა რუსეთის ტერიტორია, სოჭით ვერ ჩავიდოდა რადგან სოჭი რუსეთია, ხოლო მისმა მეუღლემ გარკვეული კონტაქტების გამოყენებით მოახერხა ჯერ სოჭში და იქედან აფხაზეთში გადასვლა. ბატონმა იურიმ, როგორც ოჯახის მეთაურმა, გადაწყვიტა ცალკე წასულიყო აფხაზეთში, რადგან სანამ ოჯახს ჩაიყვანდა, ყველა საჭირო პირობა შეექმნა მათთვის, მოეძებნა საცხოვრებელი... შემდეგ კი ჩაეყვანა მეუღლე და შვილები.

რატომ აირჩიეს საცხოვრებლად მათ მაინცდამაინც აფხაზეთი? საქართველოსა და უკრაინას კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, მიმოსვლაც თავისუფლად შეიძლება, მათ ჩათვალეს, რომ საქართველოში ცხოვრება იქნებოდა საფრთხისშემცველი, ხოლო აფხაზეთში უფრო დაცულები იქნებოდნენ, ვინაიდან აფხაზეთში გადასვლა უფრო რთულია. პრინციპში, თუ მათი მტრები მოინდომებდნენ იქაც მისწვდებოდნენ, სხვა თუ არაფერი ქილერს დაიქირავებდნენ, თუმცა საკუთარი უსაფრთხოების მიზნით აფხაზეთი აირჩიეს" - აღნიშნა უკრაინის მოქალაქის ადვოკატმა.

ყველაზე საეჭვო გარემოება ერთ წელში დაბადებული ოთხი ბავშვია, რომელთაგან ორი ტყუპია, ხოლო დანარჩენი ორი სხვადასხვა სუროგატი დედისგან არიან გაჩენილები. ჩვენს შეკითხვაზე რატომ გააჩენინა ცოლ-ქმარმა (რომელსაც საკუთარი 8 შვილი ჰყავთ) ორი ბავშვი სუროგატ დედას, ადვოკატი ზურაბ თოდუა ასე გვპასუხობს:

"ეს ადამიანები არიან ძალიან შეძლებულები, მდიდრები და მდიდარი ხალხი ბევრ შვილს აჩენს. უნდოდათ, რომ დიდი ოჯახი ჰყოლოდათ და გააჩენინა ბავშვები სუროგატ დედებს. ბავშვების მამა თანახმაა, რომ დნმ ჩააბაროს და დაადასტუროს, რომ ათივე ბავშვის მამა თავადაა. ასევე დედაც თანახმაა ამ ექსპერტიზაზე" - აღნიშნა ზურაბ თოდუამ.

ერთ-ერთ ასევე საეჭვო გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს, ვინაიდან ზუგდიდში ნაქირავები ბინიდან ბაშვების ტირილისა და ქალის ყვირილის ხმა გამოდიოდა.

ჩვენ მიერ ხაზგასმულ საეჭვო გარემოებებს ემატება კიდევ ერთი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაც - ოკუპირებული აფხაზეთის, როგორც კრიმინალის აბსოლუტურად ღია სივრცის ფაქტორი. მედიაში იძებნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი შრომითი და სექსუალური ტრეფიკინგის არაერთი ფაქტი. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია აქტიურად საუბრობენ ამაზე. მათ შორის გაერო, Human Rights Watch, რომელთა ანგარიშებშიც არაერთხელ აისახა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ტრეფიკინგი ფართოდ არის გავრცელებული.

მაგალითად, 2017 წელს, უკრაინის ორი მოქალაქე გახდა შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი აფხაზეთში. ეს ამბავი მედიით გახმაურდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები იყვნენ პროფესიით მღებავები და ეძებდნენ სამუშაოს. ინტერნეტით მიიღეს შეთავაზება, რომ რუსეთში არსებობდა კარგი სამუშაო, რუსეთის ნაცვლად კი აფხაზეთში აღმოჩნდნენ. დაახლოებით წელიწადნახევარი ამუშავეს ისე, რომ სახლიდან გარეთაც კი არ უშვებდნენ. შემდეგ კი უკრაინელებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სხვისი დახმარებით მოახერხეს...

ასევე საყურადღებო და აღსანიშნავია ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, საქართველო, „ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისა და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის, ასევე, მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროა - ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანა“.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს