Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა გამოიყურებოდეს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი?
როგორ უნდა გამოიყურებოდეს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი?

თბი­ლი ფე­რე­ბი, შე­მი­ნუ­ლი აივ­ნე­ბი, კედ­ლე­ბი და ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო - ეს არის სამი მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი, რა­საც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის თქმით, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. რო­გორც გა­მოც­დი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ამ მხრივ ყვე­ლა­ზე მე­ტად დუ­ბა­ი­ში, ნიუ-იორკსა და ჰონგ-კონ­გში ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი და ცა­თამბჯე­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

„ელე­გან­ტუ­რი დი­ზა­ი­ნი, თბი­ლი ფე­რე­ბი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, მა­ღა­ლი ჭერი, შე­მი­ნუ­ლი აივ­ნე­ბი, სიმწვა­ნე ირ­გვლივ - ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რაც ამ კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ­მა კომ­პლექსმა უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. კარ­გი არ­ქი­ტექ­ტუ­რა ყო­ველ­თვის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა პა­სუ­ხობ­დეს ლო­კა­ლურ კონ­ტექტს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნით, უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი დო­ნით და სიმ­ყუდ­რო­ვით, რათა იგი სა­ცხოვ­რებ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს არამ­ხო­ლოდ ახლა, არა­მედ ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე, რათა იქ მცხოვ­რებ­ლე­ბი მუდ­მი­ვად გრძნობ­დნენ თავს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ბი­ნად­რე­ბად“, - აცხა­დე­ბენ მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი.

გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მშე­ნებ­ლებს ურ­ჩე­ვენ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი მიმ­ზიდ­ვე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ექ­სტე­რი­ე­რით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ინ­ში უნდა ჭარ­ბობ­დეს მინა, რათა სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებს უფრო მეტი სი­ნათ­ლე ჰქონ­დეთ.

ყვე­ლა თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ პირ­ველ რიგ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს და­ცუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, იგი უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს და ნუ­ლამ­დე უნდა იყოს დაყ­ვა­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი საფრ­თხის რის­კი.

გარ­და ამი­სა, ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ლიფ­ტი და გაყ­ვა­ნი­ლო­ბა უნდა იყოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხა­რის­ხი­ა­ნი და წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს შშმ პი­რე­ბის­თვის. ეს არის სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც დღეს უკვე ყვე­ლა ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბა უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სის კარ-ფან­ჯა­რას ალუ­მი­ნის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის კარ-ფან­ჯა­რას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ. იგი დი­ზა­ი­ნი­თა და გამ­ძლე­ო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ამას­თან, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში ყვე­ლა სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს უნდა ჰქონ­დეს კარ­გი სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მა, ყვე­ლა ბი­ნას­თან უნდა აღ­წევ­დეს მზის სხი­ვე­ბი, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე ერ­თი­ა­ნი გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბი, თბო­ი­ზო­ლა­ცია და რაც მთა­ვა­რია, კომ­პლექ­სის ირ­გვლივ უნდა იყოს კარ­გი ხედი, ვი­ნა­ი­დან ეს ბი­ნად­რე­ბის გან­წყო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პლექ­სე­ბი უნდა იყოს აუ­ცი­ლებ­ლად ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ან ცენ­ტრთან ახ­ლოს, თუმ­ცა, ამა­ვე დროს მწვა­ნე გა­რე­მო­ში. ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლად და­საკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი კრი­ტე­რი­უ­მია. ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის, მით უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სიდ­ნე­ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბის გა­იდ­ლა­ინ­ში წე­რია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი აშენ­დეს უსაფრ­თხო ად­გი­ლას, რო­მე­ლიც ახ­ლოს იქ­ნე­ბა ცენ­ტრთან, მა­ღა­ზი­ებ­თან, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტთან და ამავდრო­უ­ლად იქ­ნე­ბა მყუდ­რო ად­გი­ლას.

ამას­თან, ავ­სტრა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში უნდა იყოს სხვა­დას­ხვა ზო­მის ბი­ნე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი, რათა ყვე­ლა ზო­მის ოჯახს და ყვე­ლა მო­თხოვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს ჰქონ­დეს იქ ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

სწო­რედ მსგავ­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შენ­დე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რად მდი­დარ ქა­ლა­ქებ­ში, მა­გა­ლი­თად დუ­ბა­ი­ში, ჰონგ-კონ­გის ცენ­ტრში, ნიუ-იორკში, ფრან­კფურ­ტში. მსგავ­სი ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი თბი­ლის­ში 2020 წლი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა. მას „ემე­რალდ ჯგუ­ფი“ ვა­კე­ში მყუდ­რო ად­გი­ლას აშე­ნებს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი Marabda Hills-ი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სა­შე­ნი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით აშენ­დე­ბა, Vileroy&Boch-ს ევ­რო­პუ­ლი მა­სა­ლით მო­პირ­კეთ­დე­ბა და აღი­ჭურ­ვე­ბა Mitsubishi-ს ლიფ­ტე­ბით. რაც მთა­ვა­რია, კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა გამ­წვა­ნე­ბულ ად­გი­ლას, სა­ი­და­ნაც გა­და­იშ­ლე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი.

ავტორი:

როგორ უნდა გამოიყურებოდეს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი?

როგორ უნდა გამოიყურებოდეს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი?

თბილი ფერები, შემინული აივნები, კედლები და ეკოლოგიური გარემო - ეს არის სამი მთავარი კრიტერიუმი, რასაც მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების თქმით, ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც გამოცდილი დიზაინერები აცხადებენ, ამ მხრივ ყველაზე მეტად დუბაიში, ნიუ-იორკსა და ჰონგ-კონგში ახალაშენებული საცხოვრებელი კომპლექსები და ცათამბჯენები გამოირჩევიან.

„ელეგანტური დიზაინი, თბილი ფერები, ევროპული სტანდარტები, მაღალი ჭერი, შემინული აივნები, სიმწვანე ირგვლივ - ეს არის აუცილებელი კრიტერიუმები, რაც ამ კონკურენტულ გარემოში ულტრათანამედროვე საცხოვრებელმა კომპლექსმა უნდა დააკმაყოფილოს. კარგი არქიტექტურა ყოველთვის აუცილებლად უნდა პასუხობდეს ლოკალურ კონტექტს. საცხოვრებელი კომპლექსი უნდა გამოირჩეოდეს განსაკუთრებული დიზაინით, უსაფრთხოების მაღალი დონით და სიმყუდროვით, რათა იგი საცხოვრებლად მიმზიდველი და კომფორტული იყოს არამხოლოდ ახლა, არამედ ათწლეულების მანძილზე, რათა იქ მცხოვრებლები მუდმივად გრძნობდნენ თავს ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კორპუსის ბინადრებად“, - აცხადებენ მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორები.

გამოცდილი სპეციალისტები მშენებლებს ურჩევენ, რომ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები მიმზიდველი და განსაკუთრებული ექსტერიერით გამოირჩეოდნენ, თანამედროვე დიზაინში უნდა ჭარბობდეს მინა, რათა საცხოვრებელ ფართებს უფრო მეტი სინათლე ჰქონდეთ.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ პირველ რიგში საცხოვრებელ კომპლექსში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, იგი უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ნულამდე უნდა იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხის რისკი.

გარდა ამისა, ყველა საჭირო ინვენტარი, როგორიცაა მაგალითად ლიფტი და გაყვანილობა უნდა იყოს განსაკუთრებულად ხარისხიანი და წამყვანი ბრენდების ტექნოლოგიებით აღჭურვილი. საცხოვრებელი კომპლექსი ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის. ეს არის სტანდარტი, რომელსაც დღეს უკვე ყველა ულტრათანამედროვე შენობა უნდა აკმაყოფილებდეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტენდენციების მიხედვით, თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას ალუმინის უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯარას ამჯობინებენ. იგი დიზაინითა და გამძლეობითაც გამოირჩევა.

ამასთან, ულტრათანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში ყველა საცხოვრებელ ფართს უნდა ჰქონდეს კარგი სავენტილაციო სისტემა, ყველა ბინასთან უნდა აღწევდეს მზის სხივები, გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ერთიანი გათბობის სისტემები, თბოიზოლაცია და რაც მთავარია, კომპლექსის ირგვლივ უნდა იყოს კარგი ხედი, ვინაიდან ეს ბინადრების განწყობისთვის აუცილებელია.

ულტრათანამედროვე კომპლექსები უნდა იყოს აუცილებლად ქალაქის ცენტრში ან ცენტრთან ახლოს, თუმცა, ამავე დროს მწვანე გარემოში. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმია. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება ადამიანისთვის, მით უფრო თანამედროვე სამყაროში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სიდნეის საცხოვრებელი კომპლექსების გაიდლაინში წერია, რომ მნიშვნელოვანია საცხოვრებელი კორპუსები აშენდეს უსაფრთხო ადგილას, რომელიც ახლოს იქნება ცენტრთან, მაღაზიებთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და ამავდროულად იქნება მყუდრო ადგილას.

ამასთან, ავსტრალიელი სპეციალისტების მოსაზრებით, ულტრათანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში უნდა იყოს სხვადასხვა ზომის ბინები განთავსებული, რათა ყველა ზომის ოჯახს და ყველა მოთხოვნების მქონე ადამიანს ჰქონდეს იქ ცხოვრების შესაძლებლობა.

სწორედ მსგავსი კრიტერიუმებით შენდება საცხოვრებელი კომპლექსები ეკონომიკურად მდიდარ ქალაქებში, მაგალითად დუბაიში, ჰონგ-კონგის ცენტრში, ნიუ-იორკში, ფრანკფურტში. მსგავსი ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში 2020 წლიდან გამოჩნდება. მას „ემერალდ ჯგუფი“ ვაკეში მყუდრო ადგილას აშენებს. საცხოვრებელი კომპლექსი Marabda Hills-ი უმაღლესი ხარისხის საშენი მასალის გამოყენებით აშენდება, Vileroy&Boch-ს ევროპული მასალით მოპირკეთდება და აღიჭურვება Mitsubishi-ს ლიფტებით. რაც მთავარია, კორპუსი იქნება გამწვანებულ ადგილას, საიდანაც გადაიშლება პანორამული ხედები.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის