მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება" - როგორ ეხმაურებიან პანკისელები გუშინდელ მოვლენებს და შს მინისტრის განცხადებას
"ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება" - როგორ ეხმაურებიან პანკისელები გუშინდელ მოვლენებს და შს მინისტრის განცხადებას

პან­კის­ში გუ­შინ მომ­ხდა­რის გამო ვინ­მე რომ და­ა­კა­ვონ, იგი­ვე ან უა­რე­სი მოხ­დე­ბა, - ასე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ წუ­თებ­ში სო­ფელ ბირ­კი­ან­ში არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი და მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მათი პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. მა­თი­ვე თქმით, მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა მო­ი­ტყუ­ეს, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­დეს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად მო­სახ­ლე­ო­ბა ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე თა­ნახ­მა იყო.

„ამ­დე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი და სპეც­რაზ­მე­ლი რა­ტომ შე­მო­იყ­ვა­ნეს, თუ ამ­ბო­ბენ, რომ თა­ნახ­მა ვი­ყა­ვით, ამ­დე­ნი სპეც­რაზ­მი და ტექ­ნი­კა რა­ტომ შე­მო­იყ­ვა­ნეს? გუ­შინ არ მოხ­და კარ­გი ფაქ­ტი, მაგ­რამ თუ და­ი­წყეს ადა­მი­ა­ნე­ბის და­ჭე­რა არ გავ­ჩერ­დე­ბით. არ გა­ბე­დონ და არ და­ა­კა­ვონ არც ერთი", - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

შს მი­ნის­ტრმა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ თი­თო­ე­ულ კადრს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბენ და ნა­ხა­ვენ, ვინ ვის რა ეს­რო­ლა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას კი, შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე იძა­ლა­და, კა­ნო­ნის სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აგებს პა­სუხს.

უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ხასო ხან­გოშ­ვი­ლი კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, ჰე­სე­ბი აღარ აშენ­დე­ბა.

რო­გორც ხასო ხან­გოშ­ვი­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გან­მარ­ტავს, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, რომ პან­კის­ში ჰე­სე­ბი მა­შინ აშენ­დე­ბო­და, თუკი მშე­ნებ­ლო­ბის მომ­ხრე მო­სახ­ლე­ო­ბის 90% იქ­ნე­ბო­და, სა­კი­თხი და­ხუ­რა, ამი­ტომ პრო­ტეს­ტის გაგ­რძე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ დგას.

„თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ბა­ტონ­მა მი­ნის­ტრმა, ამით და­ხუ­რა ეს სა­კი­თხი, იმი­ტომ რომ 90% ხე­ო­ბა­ში ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის მომ­ხრე არ იქ­ნე­ბა და მე ვფიქ­რობ, რომ ეს სა­კი­თხი უკვე და­ხუ­რუ­ლია. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ, ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მომ­ხრე­თა რი­ცხვიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას აღარც გა­ნა­ახ­ლე­ბენ. ჩემ­თვის ნა­თე­ლი გახ­და, რომ დიდ­ზე დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა წი­ნა­აღ­მდე­გია და ვინც მომ­ხრე იყო ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის, ისიც დუმს, იმი­ტომ რომ ასე დად­გა სა­კი­თხი, რომ ვინც ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მომ­ხრეა, ის ხალ­ხის მტე­რია. ამი­ტო­მაც, მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს სა­კი­თხი და­ხუ­რუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ხასო ხან­გოშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, იზი­ა­რებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის აზრს, რომ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა ქვეყ­ნის ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო, ხასო ხან­გოშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ „დიახ“.

„დიახ, რა თქმა უნდა, ვი­ზი­ა­რებ ამ აზრს. მე ყო­ველ­თვის ამას ვამ­ბობ­დი, რომ სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლის წყა­როა ელექტრო­ე­ნერ­გია და თუკი სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­ფი­კა­ცი­ის გზას და­ად­გა, რომ ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვი­ყოთ და ენერ­გია არ ვი­ყი­დოთ, თუნ­დაც მტრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­გან, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მოხ­და ის, რაც მოხ­და და ამას ვერ გა­ექ­ცე­ვი“, - აღ­ნიშ­ნა ხასო ხან­გოშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება" - როგორ ეხმაურებიან პანკისელები გუშინდელ მოვლენებს და შს მინისტრის განცხადებას

"ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება" - როგორ ეხმაურებიან პანკისელები გუშინდელ მოვლენებს და შს მინისტრის განცხადებას

პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება, - ასე გამოეხმაურნენ ადგილობრივები შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას.

ადგილობრივები ამ წუთებში სოფელ ბირკიანში არიან შეკრებილები და მომხდარ ინციდენტს განიხილავენ. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცველთა რაოდენობამ მათი პროვოცირება გამოიწვია. მათივე თქმით, მთავრობის წევრებმა მოიტყუეს, როდესაც განაცხადეს, რომ მოლაპარაკების შედეგად მოსახლეობა ჰესის მშენებლობაზე თანახმა იყო.

„ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რატომ შემოიყვანეს, თუ ამბობენ, რომ თანახმა ვიყავით, ამდენი სპეცრაზმი და ტექნიკა რატომ შემოიყვანეს? გუშინ არ მოხდა კარგი ფაქტი, მაგრამ თუ დაიწყეს ადამიანების დაჭერა არ გავჩერდებით. არ გაბედონ და არ დააკავონ არც ერთი", - აცხადებენ ადგილობრივები.

შს მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ თითოეულ კადრს გაანალიზებენ და ნახავენ, ვინ ვის რა ესროლა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კი, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც შს სამინისტროს თანამშრომლებზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს.

უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, ხასო ხანგოშვილი კი დარწმუნებულია, რომ პანკისის ხეობაში, გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჰესები აღარ აშენდება.

როგორც ხასო ხანგოშვილი „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებით, რომ პანკისში ჰესები მაშინ აშენდებოდა, თუკი მშენებლობის მომხრე მოსახლეობის 90% იქნებოდა, საკითხი დახურა, ამიტომ პროტესტის გაგრძელების საჭიროება აღარ დგას.

„თავისთავად ცხადია, ბატონმა მინისტრმა, ამით დახურა ეს საკითხი, იმიტომ რომ 90% ხეობაში ჰესის მშენებლობის მომხრე არ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უკვე დახურულია. განვითარებული პროცესების შემდეგ, ჰესების მშენებლობის მომხრეთა რიცხვიც მნიშვნელოვნად შემცირდება. მე ვფიქრობ, რომ ჰესის მშენებლობას აღარც განაახლებენ. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ დიდზე დიდი უმრავლესობა წინააღმდეგია და ვინც მომხრე იყო ჰესის მშენებლობის, ისიც დუმს, იმიტომ რომ ასე დადგა საკითხი, რომ ვინც ჰესების მშენებლობის მომხრეა, ის ხალხის მტერია. ამიტომაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი დახურულია“, - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის აზრს, რომ ჰესის მშენებლობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვისაა საჭირო, ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ „დიახ“.

„დიახ, რა თქმა უნდა, ვიზიარებ ამ აზრს. მე ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ სახელმწიფოს განვითარების, ეკონომიკური წინსვლის წყაროა ელექტროენერგია და თუკი სახელმწიფო ელექტროფიკაციის გზას დაადგა, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვიყოთ და ენერგია არ ვიყიდოთ, თუნდაც მტრული სახელმწიფოსგან, თავისთავად ცხადია, ეს აუცილებელია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ამას ვერ გაექცევი“, - აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ