მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აშენებს ჰესს პანკისის ხეობაში
ვინ აშენებს ჰესს პანკისის ხეობაში

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, მდი­ნა­რე ალა­ზან­ზე მე­სა­მე ჰე­სის, „ხა­დო­რი 3“-ის მშე­ნებ­ლო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტი და და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას არ და­უშ­ვე­ბენ. ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა ამ დრო­ის­თვის შე­ჩე­რე­ბუ­ლია და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­წყე­ბა, თუ მო­სახ­ლე­ო­ბის 90% ამა­ზე თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა.

სა­უ­ბა­რია, ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ­ზე, რომ­ლის სიმ­ძლავ­რეც 5,4 მგვტ, წლი­უ­რი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა კი 27,5 მი­ლი­ო­ნი კლვტ/სთ-ია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ვეს­ტო­რე­ბი „სამ­ყუ­რა­წყა­ლი 2“-ის ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა­საც გეგ­მა­ვენ. ორი­ვე პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია 40 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლარ­ზე მე­ტია, ხოლო ორი­ვე ჰესი ჯა­მუ­რად გა­მო­ი­მუ­შა­ვებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას.

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჰე­სე­ბის აშე­ნე­ბას კომ­პა­ნი­ე­ბი „ალა­ზა­ნი ენერ­ჯი“ და „ფერი“ გეგ­მა­ვენ. „ხა­დო­რი 2“ შპს „ფე­რის“ სა­კუთ­რე­ბაა, ხოლო ჰესს შპს „ალა­ზა­ნი ენერ­ჯი“ აშე­ნებს. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და თუ ვის სა­კუთ­რე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი.

რე­ესტრის 3 აპ­რი­ლის ამო­ნა­წე­რით, შპს „ფე­რის“ 96%-ს იო­სებ მჭედ­ლიშ­ვი­ლი, 4%-ს კი კა­ხა­ბერ შე­ვარ­დნა­ძე ფლობს. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი მე­რაბ იორ­და­ნიშ­ვი­ლია. კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის მი­ხედ­ვით, 2017 წელს „ფე­რის“ შე­მო­სა­ვალ­მა 71,281 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა, პირ­და­პი­რი ხარ­ჯე­ბი კი 50,674 მლნ ლარი იყო. ან­გა­რიშ­გე­ბის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნი­ის მო­გე­ბამ და­ბეგ­ვრამ­დე 2017 წელს 14,833 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ვინ აშენებს ჰესს პანკისის ხეობაში

ვინ აშენებს ჰესს პანკისის ხეობაში

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. ჰესის მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მოსახლეობის 90% ამაზე თანახმა იქნება.

საუბარია, ჰიდროელექტროსადგურზე, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ, წლიური გამომუშავება კი 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორები „სამყურაწყალი 2“-ის ჰესის მშენებლობასაც გეგმავენ. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას.

პანკისის ხეობაში ჰესების აშენებას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. „ხადორი 2“ შპს „ფერის“ საკუთრებაა, ხოლო ჰესს შპს „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ ვის საკუთრებაშია აღნიშნული კომპანიები.

რეესტრის 3 აპრილის ამონაწერით, შპს „ფერის“ 96%-ს იოსებ მჭედლიშვილი, 4%-ს კი კახაბერ შევარდნაძე ფლობს. კომპანიის დირექტორი მერაბ იორდანიშვილია. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელს „ფერის“ შემოსავალმა 71,281 მლნ ლარი შეადგინა, პირდაპირი ხარჯები კი 50,674 მლნ ლარი იყო. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მოგებამ დაბეგვრამდე 2017 წელს 14,833 მლნ ლარი შეადგინა. წაიკითხეთ სრულად

18- წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალ იწყება - დეტალური ინფორმაცია

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რა ფასში იბარებენ წელს თხილს?

193 300 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბანკის 3 თანამშრომელი დააკავეს - როგორ ატყუებდნენ ბანკს ბრალდებულები