ავტორი:

შრი-ლანკაში ტერაქტს მილიარდერის 3 შვილი ემსხვერპლა - რა ფოტო გამოაქვეყნეს ბავშვებმა "ინსტაგრამზე" გარდაცვალებამდე

შრი-ლანკაში ტერაქტს მილიარდერის 3 შვილი ემსხვერპლა - რა ფოტო გამოაქვეყნეს ბავშვებმა "ინსტაგრამზე" გარდაცვალებამდე

მილიარდერს, კომპანია ASOS-ის მფლობელ ანდერს ჰოლჩ პოვლსენს შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტის დროს ოთხიდან სამი შვილი დაეღუპა, ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

პოვლსენი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარი მიწათმფლობელების სიაში მეორეა, დანიაში კი ის ყველაზე მდიდარი ადამიანია. 46 წლის ბიზნესმენი ანა სტორმ პედერსენზეა დაქორწინებული.

ტერორისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა ერთ-ერთმა შვილმა ფოტო გააზიარა, სადაც დები - ასტრიდი და აგნესი და ძმა, ალფრედი აუზთან არიან გადაღებული.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, პოვლსენის რომელი შვილი გადარჩა.

შრი-ლანკაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 290-ს მიაღწია, ამის შესახებ BBC წერს.

აფეთქებები ეკლესიებსა და სასტუმროებში გუშინ მოხდა, როდესაც კათოლიკური სამყარო აღდგომას ზეიმობდა. პირველი ნაღმები ადგილობრივი დროით 08:45 საათზე აფეთქდა, სულ მალე 6 აფეთქების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

თავდასხმის ობიექტი ნეგომბოს, ბატიკალოასა და კოლომბოს კოჩჩიკადეს დასახლებებში მდებარე სამი ეკლესია გახდა, სადაც სააღდგომო წირვა აღევლინებოდა. სულ მალე კი ქვეყნის დედაქალაქში სასტუმროები „შანგრილა“, „კინგსბერი“ და „სინამონ გრანდ ჰოტელი“ აფეთქდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე