ის ფაქტი, რომ საქართველო სახელგანთქმულია კულინარიით და რამდენიმე კერძს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაც კი აქვს მინიჭებული, არავისთვის არც საიდუმლოს წარმოადგენს და არც სიახლეს.
საქართველოს თითოეულ კუთხეს თამამად შეუძლია იამაყოს საკუთარი სამზარეულოს მრავალფეროვნებით.
დღეს კი მინდა საკონდიტრო ნაწარმსა და მის განვითარებაზე გავამახვილო ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ტკბილეული ყველას ძალიან გვიყვარს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში ამ სფეროს განვითარებას არც თუ ისე დიდი ყურადღება ეთმობა.
დამეთანხმებით, უფროს თაობაში დღემდე მოვკრავთ ყურს სიგუას ნამცხვრის გემოსა და სხვადასხვა უბნის სახელგანთქმული “ტრუბოჩკებისა” და “ნაპოლეონის” გემოზე.
საკონდირო ნაწარმი და მისი წარმოება კი არ დგას ერთ ადგილას, პირიქით, ის საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და წინ მიდის. თუმცა საინტერესოა რამდენად ფეხს უწყობს განვითარების ამ ტემპს საქართველო?
ალბათ, საკონდიტროების რიცხვი რომლებსაც რეკომენდაციას გაუწევდით თითებზე ჩამოსათვლელია. პირველი საკონდიტრო, რომელიც მე მახსენდება, რა თქმა უნდა, ნამცხვრის სახლი AZZATO-ა.
რატომ?
კომპანია უკვე 6 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. მან 2018 წლის გოლდენ ბრენდის სტატუსიც მოიპოვა (რაც საერთოდ არ გამკვირვებია) ნომინაციაში “ტორტები და დესერტები”. ეს ჯილდო მან გასული წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგად მიიღო, კერძოდ, “გლობალ აიდიას” მიერ ჩატარებუი კვლევის შედეგად, სადაც 2000-მდე სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ საკონსულტაციო ცენტრების მომხმარებელი გამოიკითხა. კვლვევაში ექსპერტის როლში იყო ჩართული სხვადასხვა წამყვანი კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯმენტი.
ბრენდი მომხმარებელს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალურ პროდუქტზე დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს, თუმცა ტრადიციულ გემოსთან ერთად (სააღდგომოდ კომპანია ტრადიციულად შესთავაზებს მომხმარებლებს უგემრიელეს პასკებს), მას არ ეშინია განვითარებისა და ინოვაციურობის და თამამად შემოაქვს სიახლეები, რითაც საკუთარ ასორტიმენტს უფრო მრავალფეროვანსა და შთამბეჭდავს ხდის. რაც მთავარია, კომპანიის პროდუქციის შეძენა შეუძლია ყველას.
კომპანია ყოვლემხრივ ვითარდება და საკუთარ მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ასევე მეტი კომფორტისთვის მას აქვს ონლაინ გადახდის ფუნქცია და ადგილზე მიტანის სერვისი საიტზე www.azzato.ge. ის, რომ ტორტის დიზაინის შერჩევა თავად შეგიძლიათ, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. იქნება ეს საქორწილო, სადღესასწაულო, თუ უბრალოდ გულის გასახარებელი ტორტი თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ AZZATO-ს იმედი გქონდეთ. ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კომპანია წლის ბოლომდე კიდევ 3 ფილიალის გახსნას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და ასევე მეტი დესერტითა და ტორტით გახარებული ადამიანი. ასევე, საქართველოს მასშტაბით აზზატო გახდება ყველაზე დიდი საკონდიტრო ქსელი.
(R)