კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაში ქართულ რესტორნებში დადის, განსაკუთრებით ხინკალი უყვარს" -  რა აკავშირებს ვლდიმერ ზელენსკის ბუბა კიკაბიძესთან
"უკრაინაში ქართულ რესტორნებში დადის, განსაკუთრებით ხინკალი უყვარს" -  რა აკავშირებს ვლდიმერ ზელენსკის ბუბა კიკაბიძესთან

უკ­რა­ი­ნას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს. საპ­რე­ზი­დენ­ტო რბო­ლა დას­რულ­და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გით - ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 73,13%-ით ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი ლი­დე­რობს, მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ კი ხმე­ბის მხო­ლოდ 24,49% მი­ი­ღო.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ბუბა კი­კა­ბი­ძეს­თან. მე­ტიც, უკ­რა­ი­ნის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დი­ამ - Квартал 95, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ა­ლებ­სა და შო­უ­ებს იღებს, კი­კა­ბი­ძე­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო, სა­ხელ­წო­დე­ბით "ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი ლე­გენ­და" (Настоящая грузинская Легенда).

პრო­დი­უ­სერ­მა რატი აბ­ზა­ნი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ზე­ლენ­სკის და ბუბა კი­კა­ბი­ძის ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ხაზი გა­უს­ვა, რომ ორ ხე­ლო­ვანს ერ­თმა­ნეთ­თან მე­ტად თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებთ. დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE ბუბა კი­კა­ბი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც მცი­რე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა:

"ზე­ლენ­სკი კი­ევ­ში გა­ვი­ცა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სიმ­პა­თი­უ­რი კა­ცია და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ის გახ­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი... ბო­დი­ში, მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვწე­ვარ..." - გვი­თხრა მომ­ღე­რალ­მა.

რა აკავ­ში­რებთ ერ­თმა­ნეთ­თან ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი­სა და ბუბა კი­კა­ბი­ძეს, ამის დე­ტა­ლუ­რად გა­სარ­კვე­ვად, AMBEBI.GE-მ მომ­ღერ­ლის პრო­დი­უ­სერს, რატი აბ­ზი­ა­ნი­ძეს მი­მარ­თა:

"ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი ჩვე­ნი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რია... მას უკ­რა­ი­ნა­ში დიდი კი­ნო­წარ­მო­ე­ბა აქვს, 2012 წელს ბუბა კი­კა­ბი­ძე­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო... უკ­რა­ი­ნა­ში ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ბას ყვე­ლა გას­ტროლს ზე­ლენ­სკის კომ­პა­ნია უწევს ორ­გა­ნი­ზე­ბას, მათ შო­რის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტიც მათი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო.

რო­გორც ბუბა კი­კა­ბი­ძე არ ჩა­დის რუ­სეთ­ში, ისე­ვე არ ჩა­დის ზე­ლენ­სკიც... რო­დე­საც ზე­ლენ­სკის რუ­სეთ­ზე ჰკი­თხეს, მან თქვა, მეც ზუს­ტად ისე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს რუ­სე­თის მი­მართ, რო­გორც ბუბა კი­კა­ბი­ძეს, იგი ჩემი კერ­პია, ჩემ­თვის გუ­რუ­აო... ძა­ლი­ან დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია ბუბა კი­კა­ბი­ძის...

- რო­გორც ჩანს მას თქვენც ახ­ლოს იც­ნობთ?

- დიახ... მისი პი­რა­დი მიწ­ვე­ვით ვმუ­შა­ობ­დი და ბევ­რი სა­ერ­თო პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ - ნანი ბრეგ­ვა­ძის და ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის კონ­ცერ­ტე­ბი, ან­სამ­ბლ "რუს­თა­ვის" კონ­ცერ­ტი... ზე­ლენ­სკის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვო­ვას (ასე ვე­ძახთ ში­ნა­უ­რუ­ლად) იმ­დე­ნად უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ალ­ბათ, პრე­ზი­დენ­ტის რან­გში პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა...

რა­საც ხელს ჰკი­დებს, ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მოს­დის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რა­საც უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს ჰპირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს შე­ას­რუ­ლებს და თა­ვის სამ­შობ­ლოს ბევრ სი­კე­თეს მო­უ­ტონს, იგი უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნა­ზე... სა­არ­ჩე­ნო კამ­პა­ნი­აც უჩ­ვე­უ­ლო ჰქონ­და. ყვე­ლა­ფე­რი მის მიერ იყო გა­და­წყვე­ტი­ლი და მხო­ლოდ მან შეძ­ლო ხმე­ბის ასე­თი უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­ე­მარ­ჯვა, რაც უკ­რა­ი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს...

- ახ­სე­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს...

- დიახ, სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ო­და და­სას­ვე­ნებ­ლად... გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ყაზ­ბე­გი, გუ­და­უ­რი და ბა­თუ­მი... ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლე­ბი იმ­დე­ნად მოს­წონს, რომ უკ­რა­ი­ნა­შიც კი ქარ­თულ რეს­ტორ­ნებ­ში და­დის. გა­მორ­ჩე­უ­ლად ხინ­კა­ლი უყ­ვარს. ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მით მეტი მივ­დი­ვარ უკ­რა­ი­ნა­შიო...

თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მისი მშობ­ლე­ბიც ყო­ველ წელს სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რო­ბენ და­სას­ვე­ნებ­ლად. უბ­რა­ლო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

- ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის მე­უღ­ლე­საც იც­ნობთ?

- დიახ... ძა­ლი­ან ახ­ლოს არა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია. სა­ერ­თოდ, ვო­ვაა იმ­დე­ნად კარ­გი ადა­მი­ა­ნი, მას­ზე ცუდს ვე­რა­ვის­გან გა­ი­გებ. ძა­ლი­ან ბევრ გა­ჭირ­ვე­ბულს ეხ­მა­რე­ბა. მრა­ვა­ლი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის აღ­მომ­ჩე­ნია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"უკრაინაში ქართულ რესტორნებში დადის, განსაკუთრებით ხინკალი უყვარს" -  რა აკავშირებს ვლდიმერ ზელენსკის ბუბა კიკაბიძესთან

"უკრაინაში ქართულ რესტორნებში დადის, განსაკუთრებით ხინკალი უყვარს" -  რა აკავშირებს ვლდიმერ ზელენსკის ბუბა კიკაბიძესთან

უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საპრეზიდენტო რბოლა დასრულდა საკმაოდ საინტერესო შედეგით - ამომრჩეველთა ხმების 73,13%-ით ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი ხმების მხოლოდ 24,49% მიიღო.

როგორც აღმოჩნდა, ვლადიმერ ზელენსკის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ბუბა კიკაბიძესთან. მეტიც, უკრაინის არჩეული პრეზიდენტის სატელევიზიო სტუდიამ - Квартал 95, რომელიც უკრაინაში პოპულარულ სერიალებსა და შოუებს იღებს, კიკაბიძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელწოდებით "ნამდვილი ქართული ლეგენდა" (Настоящая грузинская Легенда).

პროდიუსერმა რატი აბზანიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზელენსკის და ბუბა კიკაბიძის ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ხელოვანს ერთმანეთთან მეტად თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. დეტალებზე სასაუბროდ AMBEBI.GE ბუბა კიკაბიძეს დაუკავშირდა, რომელიც მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

"ზელენსკი კიევში გავიცანი, განსაკუთრებულად სიმპათიური კაცია და ძალიან მიხარია, რომ ის გახდა უკრაინის პრეზიდენტი... ბოდიში, მეტს ვერაფერს გეტყვით, საავადმყოფოში ვწევარ..." - გვითხრა მომღერალმა.

რა აკავშირებთ ერთმანეთთან ვლადიმერ ზელენსკისა და ბუბა კიკაბიძეს, ამის დეტალურად გასარკვევად, AMBEBI.GE-მ მომღერლის პროდიუსერს, რატი აბზიანიძეს მიმართა:

"ვლადიმერ ზელენსკი ჩვენი ძალიან ახლო მეგობარია... მას უკრაინაში დიდი კინოწარმოება აქვს, 2012 წელს ბუბა კიკაბიძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო... უკრაინაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუბას ყველა გასტროლს ზელენსკის კომპანია უწევს ორგანიზებას, მათ შორის საიუბილეო კონცერტიც მათი ორგანიზებული იყო.

როგორც ბუბა კიკაბიძე არ ჩადის რუსეთში, ისევე არ ჩადის ზელენსკიც... როდესაც ზელენსკის რუსეთზე ჰკითხეს, მან თქვა, მეც ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება მაქვს რუსეთის მიმართ, როგორც ბუბა კიკაბიძეს, იგი ჩემი კერპია, ჩემთვის გურუაო... ძალიან დიდი თაყვანისმცემელია ბუბა კიკაბიძის...

- როგორც ჩანს მას თქვენც ახლოს იცნობთ?

- დიახ... მისი პირადი მიწვევით ვმუშაობდი და ბევრი საერთო პროექტი განვახორციელეთ - ნანი ბრეგვაძის და ლიზა ბაგრატიონის კონცერტები, ანსამბლ "რუსთავის" კონცერტი... ზელენსკის კომპანიის წარმომადგენელიც ვარ საქართველოში. ვოვას (ასე ვეძახთ შინაურულად) იმდენად უყვარს საქართველო, ალბათ, პრეზიდენტის რანგში პირველად საქართველოს ეწვევა...

რასაც ხელს ჰკიდებს, ყველაფერი საუკეთესოდ გამოსდის და დარწმუნებული ვარ, რასაც უკრაინელ ხალხს ჰპირდება, ყველაფერს შეასრულებს და თავის სამშობლოს ბევრ სიკეთეს მოუტონს, იგი უზომოდ შეყვარებულია უკრაინაზე... საარჩენო კამპანიაც უჩვეულო ჰქონდა. ყველაფერი მის მიერ იყო გადაწყვეტილი და მხოლოდ მან შეძლო ხმების ასეთი უმრავლესობით გაემარჯვა, რაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიას არ ახსოვს...

- ახსენეთ, რომ საქართველო ძალიან უყვარს...

- დიახ, სულ საქართველოში ჩამოდიოდა დასასვენებლად... გამორჩეულად უყვარს ყაზბეგი, გუდაური და ბათუმი... ქართული საჭმელები იმდენად მოსწონს, რომ უკრაინაშიც კი ქართულ რესტორნებში დადის. გამორჩეულად ხინკალი უყვარს. ამბობს, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, რამდენიმე კილოგრამით მეტი მივდივარ უკრაინაშიო...

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მისი მშობლებიც ყოველ წელს საქართველოს სტუმრობენ დასასვენებლად. უბრალო და არაჩვეულებრივი ადამიანები არიან.

- ვლადიმერ ზელენსკის მეუღლესაც იცნობთ?

- დიახ... ძალიან ახლოს არა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დადებითი ადამიანია. საერთოდ, ვოვაა იმდენად კარგი ადამიანი, მასზე ცუდს ვერავისგან გაიგებ. ძალიან ბევრ გაჭირვებულს ეხმარება. მრავალი ნიჭიერი ადამიანის აღმომჩენია...

"PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს" - რას წერს შოთა არველაძე, რომელსაც სწრაფი ტესტის მიხედვით კორონავირუსი დაუდასტურდა

"60 წლამდე კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევები იშვიათია" - რა ოთხ დაავადებას ასახელებს ინფექციონისტი, რაც COVID-19 -ით გარდაცვალების რისკს ზრდის

პროდუქტის უსაფრთხოება მარკეტებში და დაცული შეფუთვები - როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ  ინფიცირების რისკი შევამციროთ