სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავში უამრავჯერ დავატრიალე ეს კადრი... ვცდილობ, ავაცილო იმ ხეს ჩემი შვილი" - მევლუდ მელაძე საბედისწერო ავარიის შესახებ
"თავში უამრავჯერ დავატრიალე ეს კადრი... ვცდილობ, ავაცილო იმ ხეს ჩემი შვილი" - მევლუდ მელაძე საბედისწერო ავარიის შესახებ

ავ­ტო­ა­ვა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 15 წლის ნი­კუ­შა ჯორ­ჯა­ძის მა­მას, მევ­ლუდ მე­ლა­ძეს სურს, მისი შვი­ლი იყოს ბოლო, ვინც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ავა­რი­ას შე­ე­წი­რა, ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­ცე­მა­ში „იმე­დის კვი­რა“ გა­ნა­ცხა­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის მამა ვა­რა­უ­დობს, რომ მო­ზარ­დებ­მა სწორ გზა­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რის გა­ვი­თა­რე­ბა სხვებ­თან თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად სცა­დეს:

„ვფიქ­რობ გარ­კვე­ულ ტესტს ჰქონ­და ად­გი­ლი, ბავ­შვებ­მა სა­კუ­თა­რი ჭკუ­ით შე­არ­ჩი­ეს ად­გი­ლი, სა­დაც მი­სახ­ვევ-მო­სახ­ვე­ვი არ იყო, გა­და­წყვი­ტეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწორ გზა­ზე გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ ისე­თი სიჩ­ქა­რე, რომ­ლი­თაც თავს მო­ი­წო­ნებ­დნენ თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან“ - ამ­ბობს მე­ლა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ნი­კუ­შას მა­ღა­ლი სის­წრა­ფე არა­სო­დეს მოს­წონ­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, ბიჭი არც ბოლო წუ­თებ­ში გრძნობ­და თავს კომ­ფორ­ტუ­ლად, თუმ­ცა, „რო­დე­საც ოთხი მო­ზარ­დი ერ­თად იკ­რი­ბე­ბა, ში­შის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა რთუ­ლია“.

ნი­კუ­შამ მან­ქა­ნის მარ­თვა არ იცო­და, მამა მას პრინ­ცი­პუ­ლად არ ას­წავ­ლი­და.

„ვინ თუ არა მე ვიცი, რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვამ. მას რომ კარ­გად სცოდ­ნო­და მარ­თვა, მე­ტად გა­ბე­დუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ სწრა­ფად და აგ­რე­სი­უ­ლად ემარ­თა.

რო­დე­საც BMW-ს სა­ჭეს­თან ჯდე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­და­გა­წყობს მან­ქა­ნა. თუ ასა­კით პა­ტა­რა ხარ და სის­ხლი გი­დუღს და ავ­ტო­მო­ბი­ლიც „გე­ძა­ხის“ სიჩ­ქა­რე გა­ნა­ვი­თა­რო, ასე­თი რა­მის რის­კი ძა­ლი­ან დი­დია,“ - ჰყვე­ბა მე­ლა­ძე.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა გა­და­ცე­მა­ში შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ იმ ად­გი­ლას სა­უბ­რობს, სა­დაც სა­ბე­დის­წე­რო ავა­რია მოხ­და. იქ კვლავ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი.

„თავ­ში უამ­რავ­ჯერ და­ვატ­რი­ა­ლე ეს კად­რი და ყვე­ლა დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე ვცდი­ლობ, ავა­ცი­ლო იმ ხეს ჩემი შვი­ლი“.

ავა­რია იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ შე­ჯა­ხე­ბის ხმა ად­გი­ლი­დან 1 კმ-ში გა­ის­მა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს მან­ქა­ნა­ში წინ მსხდო­მე­ბი პა­ნი­კა­ში დახ­ვდათ, უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მჯდო­მი 15 წლის ახალ­გაზ­რდა - უგო­ნოდ, 15 წლის ნი­კუ­შა კი - გარ­დაც­ვლი­ლი.

„აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ცა­რი­ე­ლე შექ­მნა და რა ამო­ავ­სებს ამ სი­ცა­რი­ე­ლეს, არ ვიცი. დე­დის მდგო­მა­რე­ო­ბის ახ­სნას არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს, ის­ტე­რი­უ­ლად უყუ­რებს ერ­თსა და იმა­ვე ფო­ტო­ებს, ვი­დე­ო­ებს, ურე­კავს მის მე­გობ­რებს, სთხოვს რომ ყვე­ლა ფოტო და ვი­დეო გად­მო­უგ­ზავ­ნონ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ ხანს უყუ­როს თა­ვის შვილს...“

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის მამა მის სხვა თა­ნა­ტო­ლებს მო­უ­წო­დებს, სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ მან­ქა­ნის მარ­თვას.

„ყო­ველ დღე ხმა­მაღ­ლა უნდა ვთქვათ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი არის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც კლავს, თუ მას არას­წო­რად მო­ვექ­ცე­ვით,“ - აღ­ნიშ­ნავს მევ­ლუდ მე­ლა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"თავში უამრავჯერ დავატრიალე ეს კადრი... ვცდილობ, ავაცილო იმ ხეს ჩემი შვილი" - მევლუდ მელაძე საბედისწერო ავარიის შესახებ

"თავში უამრავჯერ დავატრიალე ეს კადრი... ვცდილობ, ავაცილო იმ ხეს ჩემი შვილი" - მევლუდ მელაძე საბედისწერო ავარიის შესახებ

ავტოავარიის დროს გარდაცვლილი 15 წლის ნიკუშა ჯორჯაძის მამას, მევლუდ მელაძეს სურს, მისი შვილი იყოს ბოლო, ვინც საავტომობილო ავარიას შეეწირა, ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.

გარდაცვლილი ბიჭის მამა ვარაუდობს, რომ მოზარდებმა სწორ გზაზე მაღალი სიჩქარის გავითარება სხვებთან თავის მოსაწონებლად სცადეს:

„ვფიქრობ გარკვეულ ტესტს ჰქონდა ადგილი, ბავშვებმა საკუთარი ჭკუით შეარჩიეს ადგილი, სადაც მისახვევ-მოსახვევი არ იყო, გადაწყვიტეს, აბსოლუტურად სწორ გზაზე განევითარებინათ ისეთი სიჩქარე, რომლითაც თავს მოიწონებდნენ თანაკლასელებთან“ - ამბობს მელაძე.

მისივე თქმით, ნიკუშას მაღალი სისწრაფე არასოდეს მოსწონდა და დარწმუნებულია, ბიჭი არც ბოლო წუთებში გრძნობდა თავს კომფორტულად, თუმცა, „როდესაც ოთხი მოზარდი ერთად იკრიბება, შიშის გამომჟღავნება რთულია“.

ნიკუშამ მანქანის მართვა არ იცოდა, მამა მას პრინციპულად არ ასწავლიდა.

„ვინ თუ არა მე ვიცი, რა შეიძლება მოიტანოს ავტომობილის მართვამ. მას რომ კარგად სცოდნოდა მართვა, მეტად გაბედული იქნებოდა, რომ სწრაფად და აგრესიულად ემართა.

როდესაც BMW-ს საჭესთან ჯდები, აბსოლუტურად გადაგაწყობს მანქანა. თუ ასაკით პატარა ხარ და სისხლი გიდუღს და ავტომობილიც „გეძახის“ სიჩქარე განავითარო, ასეთი რამის რისკი ძალიან დიდია,“ - ჰყვება მელაძე.

გარდაცვლილის მამა გადაცემაში შემთხვევის შესახებ იმ ადგილას საუბრობს, სადაც საბედისწერო ავარია მოხდა. იქ კვლავ არის შემორჩენილი მანქანის ნაწილები.

„თავში უამრავჯერ დავატრიალე ეს კადრი და ყველა დატრიალებაზე ვცდილობ, ავაცილო იმ ხეს ჩემი შვილი“.

ავარია იმდენად ძლიერი იყო, რომ შეჯახების ხმა ადგილიდან 1 კმ-ში გაისმა. შემთხვევის ადგილზე მისულებს მანქანაში წინ მსხდომები პანიკაში დახვდათ, უკანა სავარძელზე მჯდომი 15 წლის ახალგაზრდა - უგონოდ, 15 წლის ნიკუშა კი - გარდაცვლილი.

„აბსოლუტური სიცარიელე შექმნა და რა ამოავსებს ამ სიცარიელეს, არ ვიცი. დედის მდგომარეობის ახსნას არანაირი აზრი არ აქვს, ისტერიულად უყურებს ერთსა და იმავე ფოტოებს, ვიდეოებს, ურეკავს მის მეგობრებს, სთხოვს რომ ყველა ფოტო და ვიდეო გადმოუგზავნონ, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს უყუროს თავის შვილს...“

გარდაცვლილი ბიჭის მამა მის სხვა თანატოლებს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ მანქანის მართვას.

„ყოველ დღე ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ავტომობილი არის მოწყობილობა, რომელიც კლავს, თუ მას არასწორად მოვექცევით,“ - აღნიშნავს მევლუდ მელაძე.

სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს - უახლესი ცნობები რაჭიდან

"კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია" - ვინ არიან დანარჩენი ინფიცირებულები?

"ამ პრეპარატის ბავშვებზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია" - ტილებთან ბრძოლისას ნუ დააზიანებთ შვილის ჯანმრთელობას