ავტორი:

ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანილი 10 უკრაინელი ბავშვი უკეთაა - შსს საქმეს ტრეფიკინგის მუხლით იძიებს

ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანილი 10 უკრაინელი ბავშვი უკეთაა - შსს საქმეს ტრეფიკინგის მუხლით იძიებს

ზუგდიდიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა.

დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ აცხადებენ, რომ ბავშვები შედარებით კარგად არიან და მათ ინტოქსიკაციის ნიშნები აღარ აღენიშნებათ. მათივე ინფორმაციით, ბავშვები კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩებიან, ვიდრე მათი მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელი არ იქნება. კლინიკაში რჩება ბავშვების თანმხლები ქალიც, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, თანმხლებ ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ტრეფიკინგის მუხლით აწარმოებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს