პარტნიორები:
    ავტორი:

    "ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის..." - როგორ ეხმაურებიან აშშ-სა და რუსეთის ლიდერები უკრაინის არჩევნებში ზელენსკის გამარჯვებას

    "ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის..." - როგორ ეხმაურებიან აშშ-სა და რუსეთის ლიდერები უკრაინის არჩევნებში ზელენსკის გამარჯვებას

    აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    "პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის და მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტმა მას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები უკრაინის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. პრეზიდენტმა აღნიშნული არჩევნების მშვიდობიანი და დემოკრატიული ხასიათი აღნიშნა", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

    დონალდ ტრამპმა ვლადიმერ ზელენსკის განუცხადა, რომ "აშშ ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არის ზელენსკისა და უკრაინელ ხალხთან ერთად იმუშაოს რეფორმების გატარების კუთხით".

    რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი კი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის.

    "ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში იმ რიტორიკას გამოიყენებს, რომელიც მას წინასაარჩევნო კამპანიისას ჰქონდა, თუმცა, ამავდროულად ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს", - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

    დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს პოლიტიკისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა ექნება.

    "უკრაინაში არჩევნები შედგა. შედეგმა აჩვენა, რომ უკრაინის პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომების მოთხოვნა არსებობს. საჭიროა პრაგმატული და პასუხიმგებლიანი მიდგომა, რომელიც უკრაინაში არსებულ რეალობას ითვალისწინებს, მათ შორის ქვეყნის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას", - დასძინა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

    უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს. აღნიშნულ შედეგებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

    ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

    მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

    "საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე