პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქებების შედეგად მსხვერპლი 290-მდე გაიზარდა - შემზარავი ფოტომასალა შრი-ლანკიდან
აფეთქებების შედეგად მსხვერპლი 290-მდე გაიზარდა - შემზარავი ფოტომასალა შრი-ლანკიდან

შრი-ლან­კა­ში მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 290-ს მი­აღ­წია, ამის შე­სა­ხებ BBC წერს. აფეთ­ქე­ბე­ბი ეკ­ლე­სი­ებ­სა და სას­ტუმ­რო­ებ­ში გუ­შინ მოხ­და, რო­დე­საც კა­თო­ლი­კუ­რი სამ­ყა­რო აღ­დგო­მას ზე­ი­მობ­და.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა ჯერ კვლავ უც­ნო­ბია, ვინ დგას ტე­რაქ­ტე­ბის მიღ­მა, რომ­ლის შე­დე­გად 500-მდე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის უცხო ქვეყ­ნე­ბის ათო­ბით მო­ქა­ლა­ქეა.

პირ­ვე­ლი ნაღ­მე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 08:45 სა­ათ­ზე აფეთ­ქდა, სულ მალე 6 აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი ნე­გომ­ბოს, ბა­ტი­კა­ლო­ა­სა და კო­ლომ­ბოს კო­ჩჩი­კა­დეს და­სახ­ლე­ბებ­ში მდე­ბა­რე სამი ეკ­ლე­სია გახ­და, სა­დაც სა­აღ­დგო­მო წირ­ვა აღევ­ლი­ნე­ბო­და. სულ მალე კი ქვეყ­ნის დე­და­ლა­ქა­ლაქ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი „შან­გრი­ლა“, „კინგსბე­რი“ და „სი­ნა­მონ გრანდ ჰო­ტე­ლი“ აფეთ­ქდა.

პო­ლი­ცია თავ­დამ­სხმე­ლებს და­ე­დევ­ნა, თუმ­ცა ამ დროს კი­დევ ორი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბომ­ბი იპო­ვეს დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე ქვეყ­ნის მთა­ვარ აე­რო­პორტთა­ნაც.

რო­მე­ლი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ჯგუ­ფი დგას ტე­რაქ­ტე­ბის უკან, ჯერ­ჯე­რო­ბით, კვლავ უც­ნო­ბია, თუმ­ცა საქ­მე­ზე 24 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ აფეთ­ქე­ბებ­ში თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. „ბი­ბი­სის“ ჟურ­ნა­ლის­ტი, აზამ ამი­ნი, რო­მე­ლიც კო­ლომ­ბო­ში იმ­ყო­ფე­ბა, წერს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ეჭვი რა­დი­კალ ის­ლა­მის­ტებ­ზე აქვთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ.

შე­ზღუდ­ვე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვი­საც, მოქ­მე­დებს კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი.

გარ­დაც­ვლილ­თა უმე­ტე­სო­ბა შრი-ლან­კე­ლია. ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თქმით, მსვერ­პლთა შო­რის არი­ან 36 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ბევ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვლილ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არი­ან სულ მცი­რე 5 ბრი­ტა­ნე­ლი, სამი და­ნი­ე­ლი, ერთი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი, სამი ინ­დო­ე­ლი, ორი თურ­ქი, ერთი ჰო­ლან­დი­ე­ლი და ერთი ია­პო­ნე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

აფეთქებების შედეგად მსხვერპლი 290-მდე გაიზარდა - შემზარავი ფოტომასალა შრი-ლანკიდან

აფეთქებების შედეგად მსხვერპლი 290-მდე გაიზარდა - შემზარავი ფოტომასალა შრი-ლანკიდან

შრი-ლანკაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 290-ს მიაღწია, ამის შესახებ BBC წერს. აფეთქებები ეკლესიებსა და სასტუმროებში გუშინ მოხდა, როდესაც კათოლიკური სამყარო აღდგომას ზეიმობდა.

პოლიციის ინფორმაციით, 24 ადამიანი დააკავეს, თუმცა ჯერ კვლავ უცნობია, ვინ დგას ტერაქტების მიღმა, რომლის შედეგად 500-მდე ადამიანი დაშავდა, გარდაცვლილთა შორის უცხო ქვეყნების ათობით მოქალაქეა.

პირველი ნაღმები ადგილობრივი დროით 08:45 საათზე აფეთქდა, სულ მალე 6 აფეთქების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

თავდასხმის ობიექტი ნეგომბოს, ბატიკალოასა და კოლომბოს კოჩჩიკადეს დასახლებებში მდებარე სამი ეკლესია გახდა, სადაც სააღდგომო წირვა აღევლინებოდა. სულ მალე კი ქვეყნის დედალაქალაქში სასტუმროები „შანგრილა“, „კინგსბერი“ და „სინამონ გრანდ ჰოტელი“ აფეთქდა.

პოლიცია თავდამსხმელებს დაედევნა, თუმცა ამ დროს კიდევ ორი აფეთქება მოხდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ბომბი იპოვეს დედაქალაქში მდებარე ქვეყნის მთავარ აეროპორტთანაც.

რომელი ექსტრემისტული ჯგუფი დგას ტერაქტების უკან, ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, თუმცა საქმეზე 24 ადამიანი დააკავეს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აფეთქებებში თვითმკვლელი ტერორისტებიც მონაწილეობდნენ. „ბიბისის“ ჟურნალისტი, აზამ ამინი, რომელიც კოლომბოში იმყოფება, წერს, რომ სამართალდამცველებს ეჭვი რადიკალ ისლამისტებზე აქვთ. ხელისუფლება მოუწოდებს საზოგადოებას, გამოძიების დასრულებამდე სიმშვიდე შეინარჩუნონ.

შეზღუდვებია დაწესებული სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვისაც, მოქმედებს კომენდანტის საათი.

გარდაცვლილთა უმეტესობა შრი-ლანკელია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მსვერპლთა შორის არიან 36 ქვეყნის მოქალაქეები, ბევრის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის არიან სულ მცირე 5 ბრიტანელი, სამი დანიელი, ერთი პორტუგალიელი, სამი ინდოელი, ორი თურქი, ერთი ჰოლანდიელი და ერთი იაპონელი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე