კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰესი, რომლის გამოც ლამის ქვეყანა დაამხონ, არაფრის მომცემია" - ენერგეტიკოსისა და ექსპერტის შეფასებები პანკისის მოვლენებზე
"ჰესი, რომლის გამოც ლამის ქვეყანა დაამხონ, არაფრის მომცემია" - ენერგეტიკოსისა და ექსპერტის შეფასებები პანკისის მოვლენებზე

“ხა­დო­რი 3" იმ დო­ნის ობი­ექ­ტი არ არის, რო­მელ­საც ასე­თი ხმა­უ­რი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყო­ლო­და - ეს არის არაფ­რის მომ­ცე­მი ობი­ექ­ტი, რომ­ლის გა­მოც ლა­მის ქვე­ყა­ნა და­ამ­ხონ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა, ენერ­გე­ტი­კოს­მა რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ვინც ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ან მარ­თუ­ლია ან სურს, ჰე­სე­ბის მშე­ნე­ბელს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი მო­აგ­ვა­რე­ბი­ნოს.

"ვინც ახლა გა­რე­მოს დაც­ვა­ზე ლა­პა­რა­კობს, სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს, რა ზი­ანს აყე­ნებს გა­რე­მოს ეს კონ­კრე­ტუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რი და შე­იძ­ლე­ბა მისი აშე­ნე­ბა, თუ არა. რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ე­რი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც არ უნდა აა­შე­ნო, მი­წას რომ ბარს და­არ­ტყამ, ჭი­ა­ყე­ლას გა­დაჭ­რი და ამი­თაც გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენ. რაც უფრო დი­დია ობი­ექ­ტი, მით მე­ტია ასე­თი გავ­ლე­ნა. ქვე­ყა­ნა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და ვერც იარ­სე­ბებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ხელ­მწი­ფო აღარ იქ­ნე­ბა, თუ მას ელექტრო­ე­ნერ­გია არ ექ­ნე­ბა. ეს არის ერ­თა­დერ­თი დარ­გი, რომ­ლის გა­ჩე­რე­ბა მთელს ქვე­ყა­ნას სრულ პა­რა­ლი­ზე­ბას უკე­თებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ელექტრო­ე­ნერ­გია გვჭირ­დე­ბა! რა რე­სურ­სე­ბი გა­აჩ­ნია ქვე­ყა­ნას ამის­თვის? - აქვს ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი სტა­ბი­ლუ­რი წყა­რო - ეს არის ჰიდ­რო­ე­ნერ­გია. ვი­საც ჰგო­ნია, რომ მზის ან ქა­რის ენერ­გია პრობ­ლე­მას რა­დი­კა­ლუ­რად გა­დაჭ­რის, მას ენერ­გე­ტი­კა­ზე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­ე­გე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ჰოდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი ახლა არ გვყოფ­ნის.

და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არდ ნა­ხე­ვა­რი კვტ/სთ ანუ 10%-ზე მეტი იმ­პორ­ტით შე­მოგ­ვაქვს სწო­რედ იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ელექტრო­ე­ნერ­გია არ გვყოფ­ნის. მო­მა­ვალ­ში, ეკო­ნო­მი­კის წინსვლას­თან ერ­თად, უფრო მეტი დაგ­ვჭირ­დე­ბა. როცა სა­უ­ბა­რია, რომ უნდა იყოს მა­ღა­ლი პენ­სი­ე­ბი, ხელ­ფა­სე­ბი, გა­ნათ­ლე­ბა­ზე მეტი უნდა და­ი­ხარ­ჯოს, ყვე­ლა­ფე­რი უნდა მო­წეს­რიგ­დეს, ამას ეკო­ნო­მი­კის წინსვლის გა­რე­შე ვერ მი­აღ­წევ. თუ გინ­და რა­ი­მე ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ა­ფი­ნან­სო, ბი­უ­ჯეტ­ში ფული უნდა გქონ­დეს, სა­დაც ფული სწო­რედ ეკო­ნო­მი­კას და წარ­მო­ე­ბას შე­აქვს. რა თქმა უნდა, წარ­მო­ე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა “ხა­დო­რი 3“-თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს პრო­ცე­სი მარ­თუ­ლია. თუკი ელექტრო­სად­გუ­რი გა­რე­მოს იმა­ზე მეტ ზი­ანს აყე­ნებს, ვიდ­რე მას სი­კე­თის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია, ასე­თი არ უნდა აშენ­დეს. პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში შექ­მნილ ამ­ბებ­ში დამ­ნა­შა­ვე თა­ვად მშე­ნებ­ლე­ბი მი­მაჩ­ნია, რო­მელ­თაც პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. მათ მშე­ნებ­ლო­ბა თა­ვად უნდა გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ე­წყოთ. თვი­თონ ეს სად­გუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არა­ფერს წარ­მო­ად­გენს - ნო­ლია და ამის გამო, ლა­მის რე­ვო­ლუ­ცია მო­ა­წყეს. რაც არის იქ - “ხა­დო­რი 1“ და “ხა­დო­რი 2“, ისიც არა­ფერს წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ცუდი ის არის, რომ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი შემ­დგომ სხვა მშე­ნებ­ლო­ბებს უშ­ლის ხელს და რად­გან ერ­თგან აგორ­და, სხვა­გა­ნაც უნდა გა­ი­მე­ო­რონ“, - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძემ.

ექ­სპერ­ტი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ად­რე­ვე უნდა გა­და­ედ­გა ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც პან­კი­სე­ლებ­თან გა­უ­გებ­რო­ბას მი­ნი­მუმ­ზე და­იყ­ვან­და.

"სა­ერ­თოდ, პან­კი­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დია სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა და ალ­ბათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ად­რე­ვე უნდა გა­და­ედ­გა ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც პან­კი­სე­ლებ­თან გა­უ­გებ­რო­ბას მი­ნი­მუმ­ზე და­იყ­ვან­და. მე მგო­ნი, ეს დაგ­ვი­ა­ნე­ბაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მა. ბუ­ნებ­რი­ვია, არ ვიცი, რო­გო­რი იყო ამ პრო­ცე­სის შიდა მე­ქა­ნიზ­მი, მაგ­რამ გარ­კვე­ულ ეჭვს აჩენს ის, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა აფეთ­ქდა ეს პრობ­ლე­მა მა­შინ, რო­დე­საც ჰე­სის თემა დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს. პან­კი­სე­ლე­ბის პრო­ტეს­ტიც ასე­თი ფორ­მის გა­რე­შეც ვი­ცით რომ არ­სე­ბობს და მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ მო­მენ­ტში გა­მო­იღ­ვი­ძა ამ თე­მამ ამ სა­ხით. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ აქ სხვა ძა­ლე­ბიც იყ­ვნენ ამოქ­მე­დე­ბუ­ლი, თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რე­დან. პან­კის­ში ყო­ველ­თვის იყო გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან ხში­რია მათ­თან ჩეჩ­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის კავ­ში­რი. ყვე­ლა­ფერ ამას მოვ­ლა უნდა პრე­ვენ­ცი­უ­ლად და არა მარ­ტო მწვა­ვე მო­მენ­ტებ­ში ჩა­რე­ვით. ამ მხრივ მგო­ნი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გარ­კვე­უ­ლი და­უ­დევ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა",- გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ექ­სპერ­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში მოს­კო­ვი რა­მე­ნა­ი­რად იყოს ჩარ­თუ­ლი.

"ჩეჩ­ნურ-პან­კი­სურ პრო­ცე­სებ­ში მოს­კო­ვი ძა­ლი­ან ხში­რად ერე­ვა და ცდი­ლობს გა­მო­ი­ყე­ნოს სა­თა­ვი­სოდ. ამ ფონ­ზე ნუ გა­მოვ­რი­ცხავთ იმას, რომ პან­კი­სე­ლე­ბის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ჩრდი­ლო­ე­თი­დან შევ­ლენ პან­კის­ში, შე­იძ­ლე­ბა კრემ­ლის და­ვა­ლე­ბა ჰქონ­დეთ მი­ღე­ბუ­ლი",- აღ­ნიშ­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პან­კი­სე­ლე­ბი დღეს დი­ლი­დან ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი და მათ­სა და პან­კი­სე­ლებს შო­რის რამ­დენ­ჯერ­მე და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ასე­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე სიმ­შვი­დეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჰესი, რომლის გამოც ლამის ქვეყანა დაამხონ, არაფრის მომცემია" - ენერგეტიკოსისა და ექსპერტის შეფასებები პანკისის მოვლენებზე

"ჰესი, რომლის გამოც ლამის ქვეყანა დაამხონ, არაფრის მომცემია" - ენერგეტიკოსისა და ექსპერტის შეფასებები პანკისის მოვლენებზე

“ხადორი 3" იმ დონის ობიექტი არ არის, რომელსაც ასეთი ხმაური შეიძლება მოჰყოლოდა - ეს არის არაფრის მომცემი ობიექტი, რომლის გამოც ლამის ქვეყანა დაამხონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ენერგეტიკოსმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ვინც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება, ან მართულია ან სურს, ჰესების მშენებელს საკუთარი ინტერესები მოაგვარებინოს.

"ვინც ახლა გარემოს დაცვაზე ლაპარაკობს, საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რა ზიანს აყენებს გარემოს ეს კონკრეტული ელექტროსადგური და შეიძლება მისი აშენება, თუ არა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ობიექტი, რომელიც არ უნდა ააშენო, მიწას რომ ბარს დაარტყამ, ჭიაყელას გადაჭრი და ამითაც გარემოზე ზემოქმედებას ახდენ. რაც უფრო დიდია ობიექტი, მით მეტია ასეთი გავლენა. ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ არსებობს და ვერც იარსებებს. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო აღარ იქნება, თუ მას ელექტროენერგია არ ექნება. ეს არის ერთადერთი დარგი, რომლის გაჩერება მთელს ქვეყანას სრულ პარალიზებას უკეთებს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგია გვჭირდება! რა რესურსები გააჩნია ქვეყანას ამისთვის? - აქვს ერთადერთი რეალური სტაბილური წყარო - ეს არის ჰიდროენერგია. ვისაც ჰგონია, რომ მზის ან ქარის ენერგია პრობლემას რადიკალურად გადაჭრის, მას ენერგეტიკაზე საერთოდ არაფერი გაეგება. არსებული ჰოდროელექტროსადგურები ახლა არ გვყოფნის.

დაახლოებით მილიარდ ნახევარი კვტ/სთ ანუ 10%-ზე მეტი იმპორტით შემოგვაქვს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ელექტროენერგია არ გვყოფნის. მომავალში, ეკონომიკის წინსვლასთან ერთად, უფრო მეტი დაგვჭირდება. როცა საუბარია, რომ უნდა იყოს მაღალი პენსიები, ხელფასები, განათლებაზე მეტი უნდა დაიხარჯოს, ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს, ამას ეკონომიკის წინსვლის გარეშე ვერ მიაღწევ. თუ გინდა რაიმე ბიუჯეტიდან დააფინანსო, ბიუჯეტში ფული უნდა გქონდეს, სადაც ფული სწორედ ეკონომიკას და წარმოებას შეაქვს. რა თქმა უნდა, წარმოება ელექტროენერგიის გარეშე ვერ განვითარდება. რაც შეეხება “ხადორი 3“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მართულია. თუკი ელექტროსადგური გარემოს იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე მას სიკეთის მოტანა შეუძლია, ასეთი არ უნდა აშენდეს. პანკისის ხეობაში შექმნილ ამბებში დამნაშავე თავად მშენებლები მიმაჩნია, რომელთაც პოლიცია გამოიძახეს. მათ მშენებლობა თავად უნდა გაეჩერებინათ და მოლაპარაკებები დაეწყოთ. თვითონ ეს სადგური საქართველოსთვის არაფერს წარმოადგენს - ნოლია და ამის გამო, ლამის რევოლუცია მოაწყეს. რაც არის იქ - “ხადორი 1“ და “ხადორი 2“, ისიც არაფერს წარმოადგენს საქართველოსთვის. ამ ყველაფერში ცუდი ის არის, რომ ასეთი რაღაცები შემდგომ სხვა მშენებლობებს უშლის ხელს და რადგან ერთგან აგორდა, სხვაგანაც უნდა გაიმეორონ“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" რევაზ არველაძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ადრევე უნდა გადაედგა ის ნაბიჯები, რომლებიც პანკისელებთან გაუგებრობას მინიმუმზე დაიყვანდა.

"საერთოდ, პანკისელებთან ურთიერთობა საქართველოსთვის გარკვეული პერიოდია სენსიტიური თემაა და ალბათ, ხელისუფლებას ადრევე უნდა გადაედგა ის ნაბიჯები, რომლებიც პანკისელებთან გაუგებრობას მინიმუმზე დაიყვანდა. მე მგონი, ეს დაგვიანებაა ხელისუფლების შეცდომა. ბუნებრივია, არ ვიცი, როგორი იყო ამ პროცესის შიდა მექანიზმი, მაგრამ გარკვეულ ეჭვს აჩენს ის, რომ მაინცდამაინც ახლა აფეთქდა ეს პრობლემა მაშინ, როდესაც ჰესის თემა დიდი ხანია არსებობს. პანკისელების პროტესტიც ასეთი ფორმის გარეშეც ვიცით რომ არსებობს და მაინცდამაინც ამ მომენტში გამოიღვიძა ამ თემამ ამ სახით. არ გამოვრიცხავ, რომ აქ სხვა ძალებიც იყვნენ ამოქმედებული, თუნდაც საქართველოს ფარგლებს გარედან. პანკისში ყოველთვის იყო გარკვეულ გავლენებზე საუბარი, რადგან ხშირია მათთან ჩეჩნური დაჯგუფებების კავშირი. ყველაფერ ამას მოვლა უნდა პრევენციულად და არა მარტო მწვავე მომენტებში ჩარევით. ამ მხრივ მგონი, ხელისუფლებამ გარკვეული დაუდევრობა გამოიჩინა",- განაცხადა საყვარელიძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ პროცესებში მოსკოვი რამენაირად იყოს ჩართული.

"ჩეჩნურ-პანკისურ პროცესებში მოსკოვი ძალიან ხშირად ერევა და ცდილობს გამოიყენოს სათავისოდ. ამ ფონზე ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ პანკისელების ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებიც ჩრდილოეთიდან შევლენ პანკისში, შეიძლება კრემლის დავალება ჰქონდეთ მიღებული",- აღნიშნა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ პანკისელები დღეს დილიდან ჰესის მშენებლობის განახლებას აპროტესტებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი და მათსა და პანკისელებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები არიან როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები