ავტორი:

გიორგი გახარია - ყველა, ვინც პოლიციაზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს

გიორგი გახარია - ყველა, ვინც პოლიციაზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს

მე აქ ჰესის გამო არ ამოვსულვარ - ამოვედი იმის გამო, რომ ფორმიან ადამიანს ქვები ესროლეს, - აღნიშნული განცხადება პანკისის ადგილობრივ მოსახლეობასთან შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

"თითოეულ კადრს გავაანალიზებთ ვნახავთ, ვინ ვის რა ესროლა“, - აღნიშნა გახარიამ.

ჟურნალისტებთან საუბრისას კი, შს მინისტრმა თქვა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც შს სამინისტროს თანამშრომლებზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს.

"ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობასთან გააგრძელებენ საუბარს. სანამ მხარდაჭერის ზღვრულ რაოდენობას არ მიაღწევენ, საუბარს გააგრძელებენ. თუმცა აქ არის კიდევ სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრის განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მოსახლეობის 90პროცენტის მხარდაჭერა ექნება.

"ჰესს რაც შეეხება, მშენებლები ამ ჰესთან დაკავშირებით გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და იმაზე, რაზეც შეთანხმდება მოსახლეობა, ისეთი იქნება გადაწყვეტილება. ოღონდ ერთი რამე იცოდეთ, ქვების სროლა გამოსავალი არ არის. ახლა უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძმობას, ურთიერთობას და საუკუნოვან ისტორიას შეეფერება. მადლობას ვუხდი ყველა ბრძენ ხალხს, რომელმაც თავისი სათქმელი გვითხრა. უახლოეს პერიოდში, ნახევარ საათში მოვლენ და გვეტყიან იმას, რასაც გადაწყვეტენ. გადავდეთ ჰესის თემა და შევთანხმდით ასეთ რამეზე - 90 პროცენტი მოსახლება რომ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება მარტო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან დღეს დილიდან მდგომარეობა რამდენკერმე დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირებისას პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივებმა პოლიციელბს ქვები დაუშინეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, პანკისის ხეობიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 13 სამართალდამცავია გადაყვანილი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში დახმარება 35 ადამიანს გაეწია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები