ავტორი:

შს მინისტრი - შევთანხმდით, რომ ჰესის მშენებლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მოსახლეობის 90 პროცენტის მხარდაჭერა ექნება

შს მინისტრი - შევთანხმდით, რომ ჰესის მშენებლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მოსახლეობის 90 პროცენტის მხარდაჭერა ექნება

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მოსახლეობის 90პროცენტის მხარდაჭერა ექნება.

ამასთან, მინისტრმა მოსახლებას კიდევ ერთხელ მიმართა, რომ ქვების სროლა გამოსავალი არ არის.

"ჰესს რაც შეეხება, მშენებლები ამ ჰესთან დაკავშირებით გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და იმაზე, რაზეც შეთანხმდება მოსახლეობა, ისეთი იქნება გადაწყვეტილება. ოღონდ ერთი რამე იცოდეთ, ქვების სროლა გამოსავალი არ არის. ახლა უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძმობას, ურთიერთობას და საუკუნოვან ისტორიას შეეფერება. მადლობას ვუხდი ყველა ბრძენ ხალხს, რომელმაც თავისი სათქმელი გვითხრა. უახლოეს პერიოდში, ნახევარ საათში მოვლენ და გვეტყიან იმას, რასაც გადაწყვეტენ. გადავდეთ ჰესის თემა და შევთანხმდით ასეთ რამეზე - 90 პროცენტი მოსახლება რომ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება მარტო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

VIDEO: ჰესს მოსახლეობის 90% რომ დაუჭერს მხარს, მარტო მაშინ აშენდება - გახარიას კომენტარი პანკისელებთან შეხვედრის შემდეგ

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან დღეს დილიდან მდგომარეობა რამდენკერმე დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირებისას პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივებმა პოლიციელბს ქვები დაუშინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში დაპირისპირების შედეგად ჯამში, 27 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 12 ადგილობრივი, 15 კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები