სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს საგანგებო ბრიფინგი პანკისის მოვლენებზე: დაშავებულია 27 ადამიანი, აქედან 12 ადგილობრივია, 15 სპეცრაზმელი
შსს-ს საგანგებო ბრიფინგი პანკისის მოვლენებზე: დაშავებულია 27 ადამიანი, აქედან 12 ადგილობრივია, 15 სპეცრაზმელი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პან­კის­ში და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ჯამ­ში, 27 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, სა­ი­და­ნაც 12 ად­გი­ლობ­რი­ვი, 15 კი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

პან­კის­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე შსს-ში ცოტა ხნის წინ სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

"რო­გორც თქვენ­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია ამ წუ­თებ­ში შეხ­ვედ­რას მარ­თვას პან­კი­სის ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. მა­ნამ­დე კი მო­გა­წო­დებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას პან­კის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში დღეს გა­ნახ­ლდა 5 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი მცი­რე ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა.

უსაფრ­თხო­ე­ბის და მარ­თლწეს­რი­გის და­სა­ცა­ვად ად­გილ­ზე ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე დი­ლი­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ძა­ლე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა პო­ლი­ცი­ას გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, კერ­ძოდ, და­უ­ში­ნეს ჯო­ხე­ბი და ქვე­ბი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­ის ტექ­ნი­კა, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა და პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პო­ლი­ცი­ის ძა­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ხელ­კე­ტე­ბით და ქვე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა პო­ლი­ცი­ას კვლავ გა­უ­წი­ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. პო­ლი­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნებს, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია იმოქ­მე­დებს სრუ­ლი სიმ­კაც­რით. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც.

ამ დრო­ის­თვის, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს 27 ადა­მი­ანს, მათ შო­რის 12 ად­გი­ლობ­რივს და 15 სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელს. და­შა­ვე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 8 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ო­ბის აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მი­ე­წო­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ ბირ­კი­ან­თან დღეს დი­ლი­დან მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დენ­კერ­მე და­ი­ძა­ბა. ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

და­პი­რის­პი­რე­ბი­სას პო­ლი­ციამ რე­ზი­ნის ტყვი­ები და ცრემლსა­დენი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბმა პო­ლი­ცი­ელბს ქვე­ბი და­უ­ში­ნეს. ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შავ­დნენ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, ისე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც. და­ზი­ან­და პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლი, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

შსს-ს საგანგებო ბრიფინგი პანკისის მოვლენებზე: დაშავებულია 27 ადამიანი, აქედან 12 ადგილობრივია, 15 სპეცრაზმელი

შსს-ს საგანგებო ბრიფინგი პანკისის მოვლენებზე: დაშავებულია 27 ადამიანი, აქედან 12 ადგილობრივია, 15 სპეცრაზმელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში დაპირისპირების შედეგად ჯამში, 27 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 12 ადგილობრივი, 15 კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელია.

პანკისში შექმნილ ვითარებაზე შსს-ში ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

"როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში შეხვედრას მართვას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მანამდე კი მოგაწოდებთ ინფორმაციას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5 მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა.

უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის მონაწილეებმა.

მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ.

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან დღეს დილიდან მდგომარეობა რამდენკერმე დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დაპირისპირებისას პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივებმა პოლიციელბს ქვები დაუშინეს. ცრემლსადენი გაზის გამოყენების გამო რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდნენ როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციის თანამშრომლები. დაზიანებები მიიღეს ჟურნალისტებმაც. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ