პანკისში ადგილობრივებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, დაკავებული არ ყოფილა. მისი თქმით, პოლიციამ გააჩერა და დაინტერესდა, თუ სად მიდიოდა.
"მე ვარ სიმართლის მხარეს. არავის არსად წავუყვანივარ, არ დავუკავებივარ. გამაჩერეს და მთოვეს, სიტუაცია დამესტაბილურებინა ისე, როგორც შემეძლო ეს. აინტერესებდათ, სად მივდიოდი," - განაცხადა მან.
მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა. . როგორც მედიკო მარგოშვილი ამბობდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციის 10-მდე მანქანამ გზა გადაუკეტა და დააკავეს.
VIDEO: რა თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაკავებაზე, როცა პანკისელებს შეუერთდა