ავტორი:

"ხო ძმები ვართ? 5 მეგავატიანი ჰესის გამო ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე არ შეიძლება" - გახარია პანკისელებს

"ხო ძმები ვართ? 5 მეგავატიანი ჰესის გამო ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე არ შეიძლება" - გახარია პანკისელებს

"5 მეგავატიანი ჰესის გამო ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე არ შეიძლება" - ამ სიტყვებით მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისელებს.

"ერთი რამ მითხარით, გასაყოფი რა გაქვთ? ჰესის საწინააღმდეგო თუ ვართ, ჩვენ ხო ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხო ძმები ვართ? ძმურად გვიცხოვრია? 5 მეგავატიანი ჰესის გამო ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე არ შეიძლება" - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად 15 პოლიციელია დაშავებული.

"მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზრალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ... თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლოების ინტერესსაც. მოხდა რაღაც ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით ყველაფერს. ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა", - განაცხადა გახარიამ.

VIDEO: "ხო ძმები ვართ... რისი გულისთვის 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ?!" - გიორგი გახარია პანკისელს

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან მდგომარეობა დღეს დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირების შედეგად დაშავებულია ჯამში 50-მდე ადამიანი, მათ შორის უმეტესობა სამართალდამცავია. სიტუაცია სოფელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიაზე შსს-ს მძიმე ტექნიკა და დამატებითი ეკიპაჟები შევიდნენ. ამის შემდგომ მოქალაქებმა პოლიციის მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. რამდენიმე უცნობმა პირმა, სავარაუდოდ, გამოიყენა მოლოტოვის კოქტეილი. სამართალდამცველების მხრიდან კი ადგილი ჰქონდა ცრემსადენი გაზის გაშვებას და რეზინის ტყვიების გასროლას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ