პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან ამ წუთებში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. პოლიცია იყენებს რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს. ადგილობრივებმა სამართადამცველების მანქანები ქვებით დააზიანეს.
ცნობისთვის, სოფელ ბირკიანში მდგომარეობა დღეს დილით დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, დუისის შესასვლელში პოლიციის წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმია მობილიზებული. სოფელი ბირკიანი, სადაც ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, დუისიდან დაახლოებით რვა კილომეტრში მდებარეობს.