პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაში - აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა (ფოტოები)
სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაში - აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა (ფოტოები)

შრი-ლან­კა­ში კი­დევ ორი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რა­მაც დღეს მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რვამ­დე გა­ზარ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს შრი-ლან­კა­ში 6 ლო­კა­ცი­ა­ზე, 3 სას­ტუმ­რო­ში და 3 ეკ­ლე­სი­ა­ში აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად 180 ადა­მი­ა­ნამ­დე და­ი­ღუ­პა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის 35 უცხო­ე­ლია. 400-მდე ადა­მი­ა­ნი და­შა­ვე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე არც ერთ ტე­რო­რის­ტულ და ექ­სტრე­მის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ აუ­ღია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ ტე­რაქ­ტებ­ზე.

პო­ლი­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ორ ლო­კა­ცი­ა­ზე აფეთ­ქე­ბა თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ასე­ვე, ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ და­ღუ­პუ­ლებს შო­რის უცხო­ე­ლე­ბი არი­ან.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა რა­ნილ ვიკ­რა მა­სინგხემ დაგ­მო ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბი. ამ ეტაპ­ზე ჯერ არც ერთ ტე­რო­რის­ტულ ან ექ­სტრე­მის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აუ­ღია აღ­ნიშ­ნულ ტე­რაქ­ტზე.

ცნო­ბის­თვის, კა­თო­ლი­კუ­რი სამ­ყა­რო დღეს აღ­დგო­მას აღ­ნიშ­ნავს. კა­თო­ლი­კურ ტაძ­რებ­ში სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლი გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მო­დან და­ი­წყო.

შრი-ლან­კა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში ინ­დო­ე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო სა­კონ­სუ­ლო­ში შრი-ლან­კა­ში ცხე­ლი ხაზი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მოქ­მე­დებს.

"შრი ლან­კა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში ინ­დო­ე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში (აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლია ტა­ი­ლან­დის სა­მე­ფო­ში, შრი-ლან­კას დე­მოკ­რა­ტი­ულ სო­ცი­ა­ლის­ტურ რეს­პუბ­ლი­კა­ში, მალ­დი­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ბან­გლა­დე­შის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­სა და ნე­პა­ლის ფე­დე­რა­ცი­ულ დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში) და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო სა­კონ­სუ­ლო­ში შრი ლან­კა­ში 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი:

+919205488477; +918800550573; +9477794 6197

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­კონ­სუ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტში ასე­ვე მოქ­მე­დებს 24 სა­ა­თი­ა­ნი ცხე­ლი ხაზი: (+995 32) 294 50 50" - ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე შრი-ლან­კა­ში აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებ­ში არ შე­სუ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაში - აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა (ფოტოები)

სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაში - აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა (ფოტოები)

შრი-ლანკაში კიდევ ორი აფეთქება მოხდა, რამაც დღეს მომხდარი აფეთქებების რაოდენობა რვამდე გაზარდა. შეგახსენებთ, რომ დღეს შრი-ლანკაში 6 ლოკაციაზე, 3 სასტუმროში და 3 ეკლესიაში აფეთქებების შედეგად 180 ადამიანამდე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 35 უცხოელია. 400-მდე ადამიანი დაშავებულია. ამ ეტაპზე არც ერთ ტერორისტულ და ექსტრემისტურ ორგანიზაციას არ აუღია პასუხისმგებლობა ამ ტერაქტებზე.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ორ ლოკაციაზე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ასევე, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ დაღუპულებს შორის უცხოელები არიან.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრა მასინგხემ დაგმო ქვეყანაში მომხდარი ტერაქტები. ამ ეტაპზე ჯერ არც ერთ ტერორისტულ ან ექსტრემისტურ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ აუღია აღნიშნულ ტერაქტზე.

ცნობისთვის, კათოლიკური სამყარო დღეს აღდგომას აღნიშნავს. კათოლიკურ ტაძრებში საეკლესიო დღესასწაული გუშინდელი საღამოდან დაიწყო.

შრი-ლანკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ინდოეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საპატიო საკონსულოში შრი-ლანკაში ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს.

"შრი ლანკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ინდოეთის რესპუბლიკაში (აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკას დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, მალდივის რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში) და ასევე საქართველოს საპატიო საკონსულოში შრი ლანკაში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი:

+919205488477; +918800550573; +9477794 6197

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ შესულა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"