ხპანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ნაწილმა კარვების გაშლა დაიწყო და ღამით დარჩენას არ გამორიცხავს.
ისინი აცხადებენ, რომ პოლიცის მობილიზების არ ეშინიათ და არავის მისცემენ უფლებას, ჰესის მშენებლობა გაგრძელდეს.
"არ მივცემთ უფლებას, აშენდეს აქ ჰესი. ღამეც დავრჩებით და დღეც. ცეცხლიც ავანთეთ და კარვებსაც გავშლით“, - განაცხადა ადგილობრივმა დარეჯან ფარეულიძემ.
ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დროისთვის შედარებით სიმშვიდეა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას დიალოგისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა, ადგილობრივებმა ხმაურიანი პროტესტი შეწყვიტეს.თუმცა ისინი რჩებიან ადგილზე და ელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.
სოფელ ბირკიანში მდგომარეობა დღეს დილით დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.