ავტორი:

პანკისში დაპირისპირებისას 3 პოლიციელი დაშავდა - რა ვითარებაა ადგილზე

პანკისში დაპირისპირებისას 3 პოლიციელი დაშავდა - რა ვითარებაა ადგილზე

პანკისი ხეობის სოფელს ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას დაშავებულები თელავის საავადმყოფოში არიან მოთავსებული. დაშავებულთა ნაწილს დახმარება ადგილზე გაეწიათ. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით,სამი პოლიციელი თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული, რომლებსაც თავის,სახის და მუხლი არეში აღენიშნებათ დაზიანებები.

"სამი პოლციციელია შემოყვანილი თელავის სავადმყოფოში, მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ თავის, სახის და მუხლის არეში. დაშავებულებს უტარდებათ ყველა შესაბამისი დახმარება", - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დროისთვის შედარებით სიმშვიდეა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას დიალოგისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა, ადგილობრივებმა ხმაურიანი პროტესტი შეწყვიტეს.

თუმცა ისინი რჩებიან ადგილზე და ელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტერიტორიას, სადაც ხადორი 3-ის მშენებლობა დღეს დილიდან დაიწყო, სპეციალური დანიშნული რაზმი იცავს. ისინი ადგილობრივებს სამშენებლო ტექნიკასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობის მიმართულებით შსს-ს დამატებითი სპეცკოლონა მიდის. სპეცკოლონამ რამდენიმე წუთის წინ უჯარმის ტერიტორიაზე გაიარა.

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

VIDEO: "ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, სახე აგვეწვა... ზოგს სისხლი მოსდიოდა... 4 ადამიანი წაიყვანეს" - რა ვითარებაა ამ წუთებში პანკისი ხეობაში

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ