საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტუმსო აბდურახმანოვი - ვინ არის ვიდეობლოგერი, რომელიც რამზან კადიროვს სიმშვიდეს ურღვევს
ტუმსო აბდურახმანოვი - ვინ არის ვიდეობლოგერი, რომელიც რამზან კადიროვს სიმშვიდეს ურღვევს

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ჩეჩ­ნეთ­ში კა­დი­რო­ვის მმარ­თვე­ლო­ბის იდი­ლი­ას ვი­დე­ობ­ლო­გე­რი ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­დო­ვი არ­ღვევს. სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია "Электросвязь"–ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­საც კა­დი­რო­ვის ახ­ლობ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და, რუ­სე­თი­დან გა­იქ­ცა. ამის შემ­დეგ ტუმ­სომ ინ­ტერ­ნეტ­ში ჩეჩნeთის არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გაკ­რი­ტი­კე­ბა და­ი­წყო... ის არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებს და ინ­ტერ­ნეტ­ში ან­თავ­სებს, რი­თაც ათა­სო­ბით ად­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, მის­მა მი­მარ­თვებ­მა ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რამ­დეც მი­აღ­წია. აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი ვი­დე­ობ­ლო­გენ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ხმის ჩახ­შო­ბა­ზე და ზო­გა­დად, რეს­პუბ­ლი­კა­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ობ­ზე სა­უბ­რობს. ის პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩეჩ­ნე­თის ფარ­გლებს გა­რე­თაც გახ­და...

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, საქ­მე ის არის, რომ "კა­დი­როვ­ცებ­მა" ტუმ­სო თა­ვად გა­ა­პი­ა­რეს, რად­გან ყვე­ლას მის ვი­დე­ო­ჩარ­თვა­ზე სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ. პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ბლო­გერ­თან ღია დის­კუ­სი­ა­ში შე­დი­ოდ­ნენ და მის ყვე­ლა კრი­ტი­კას, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით კა­დი­რო­ვის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, თა­ვის მარ­თლე­ბით პა­სუ­ხობ­დნენ.

"ჩე­ჩე­ნი დი­სი­დენ­ტი და ვი­დე­ობ­ლო­გე­რი 1985 წელს გროზ­ნო­ში და­ი­ბა­და. მამა უმალტ აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს და დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ჯე­ლი ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბით შე­უც­ვა­ლეს. ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის დუ­და­ე­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას იჩ­ქე­რი­ა­ში (არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი, გა­მო­ყო­ფი­ლი ჩეჩ­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო) მუ­შო­აბ­და. ჩენ­ჩე­თის პირ­ვე­ლი ომის დროს მძი­მედ და­იჭ­რა...

თა­ვად ტუმ­სო 2004-2005 და შემ­დეგ 2012-2015 წლებ­ში ფე­დე­რა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია "Электросвязь"- ში ჯერ ინ­ჟინ­რად, შემ­დეგ კი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და. მისი მტკი­ცე­ბით, 2015 წელს ის გროზ­ნოს ცენ­ტრი­დან, კა­დი­რო­ვის დაც­ვის წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ი­ტა­ცეს და გა­აფრ­თხი­ლეს, თუ კრი­ტი­კას არ შე­ეშ­ვე­ბო­და, სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­უხ­დე­ბო­და. ამის შემ­დეგ ოჯა­ხი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­უშ­ვა და ქვე­ყა­ნა თა­ვა­დაც და­ტო­ვა" - წერს გა­მო­ცე­მა kavkaz-uzel.eu.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ამის შემ­დეგ მან თავ­შე­საფ­რის ძი­ე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. 2015 წლის 8 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და და აქაც პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარ­ზე უარი მი­ი­ღო. ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა 2018 წლის ბო­ლოს ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა.

ცოტა ხნის წინ ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნოვს ჩეჩ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მა­გო­მედ და­უ­დოვ­მა "მო­სის­ხლე მტე­რი" უწო­და, რად­გან აბ­დუ­რახ­მა­ნოვ­მა ჟურ­ნა­ლისტ მაქ­სიმ შევ­ჩენ­კოს­თან გა­და­ცე­მა­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვი მი­წას­თან გა­ას­წო­რა. ჩეჩ­ნეთ­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ "უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის შექ­მნის" მუხ­ლით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი.

ჩეჩ­ნე­თის ხელლ­სუფ­ლე­ბა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ის სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­შია, თუმ­ცა ვი­დე­ობ­ლო­გე­რი ამ ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ერთი სი­ტყვით, აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი ყო­ველ­დღი­უ­რად მეტ მხარ­დამ­ჭერ­სა და მა­ყუ­რე­ბელს იძენს, რაც რამ­ზან კა­დი­როვს ძა­ლი­ან აბ­რა­ზებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ტუმსო აბდურახმანოვი - ვინ არის ვიდეობლოგერი, რომელიც რამზან კადიროვს სიმშვიდეს ურღვევს

ტუმსო აბდურახმანოვი - ვინ არის ვიდეობლოგერი, რომელიც რამზან კადიროვს სიმშვიდეს ურღვევს

უკვე რამდენიმე თვეა ჩეჩნეთში კადიროვის მმართველობის იდილიას ვიდეობლოგერი ტუმსო აბდურახმადოვი არღვევს. სახელმწიფო კომპანია "Электросвязь"–ის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც კადიროვის ახლობლებთან კონფლიქტი ჰქონდა, რუსეთიდან გაიქცა. ამის შემდეგ ტუმსომ ინტერნეტში ჩეჩნeთის არსებული რეალობის გაკრიტიკება დაიწყო... ის არსებულ ვითარებაზე ვიდეოჩანაწერებს აკეთებს და ინტერნეტში ანთავსებს, რითაც ათასობით ადმიანის ყურადღება მიიპყრო.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, მისმა მიმართვებმა ჩეჩნეთის ხელისუფლების ყურამდეც მიაღწია. აბდურახმანოვი ვიდეობლოგენში თავისუფალი ხმის ჩახშობაზე და ზოგადად, რესპუბლიკაში სიტყვის თავისუფლების უმძიმეს მდგომარეობზე საუბრობს. ის პოპულარულია ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთაც გახდა...

გამოცემის ცნობით, საქმე ის არის, რომ "კადიროვცებმა" ტუმსო თავად გააპიარეს, რადგან ყველას მის ვიდეოჩართვაზე საპასუხო განცხადებებს აკეთებდნენ. პრაქტიკულად, ჩეჩნეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ოპოზიციონერ ბლოგერთან ღია დისკუსიაში შედიოდნენ და მის ყველა კრიტიკას, რომელიც განსაკუთრებით კადიროვისკენ იყო მიმართული, თავის მართლებით პასუხობდნენ.

"ჩეჩენი დისიდენტი და ვიდეობლოგერი 1985 წელს გროზნოში დაიბადა. მამა უმალტ აბდურახმანოვი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით სასჯელი ხანგრძლივი პატიმრობით შეუცვალეს. ჩეჩნეთის პრეზიდენტის დუდაევის ხელისუფლებაში ყოფნისას იჩქერიაში (არაღიარებული, გამოყოფილი ჩეჩნეთის სახელმწიფო) მუშოაბდა. ჩენჩეთის პირველი ომის დროს მძიმედ დაიჭრა...

თავად ტუმსო 2004-2005 და შემდეგ 2012-2015 წლებში ფედერალურ სახელმწიფო კომპანია "Электросвязь"- ში ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მისი მტკიცებით, 2015 წელს ის გროზნოს ცენტრიდან, კადიროვის დაცვის წევრების მონაწილეობით გაიტაცეს და გააფრთხილეს, თუ კრიტიკას არ შეეშვებოდა, სანანებელი გაუხდებოდა. ამის შემდეგ ოჯახი საზღვარგარეთ გაუშვა და ქვეყანა თავადაც დატოვა" - წერს გამოცემა kavkaz-uzel.eu.

მისივე ცნობით, ამის შემდეგ მან თავშესაფრის ძიება დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. 2015 წლის 8 ნოემბერს საქართველოშიც იმყოფებოდა და აქაც პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი მიიღო. ამის შემდეგ რამდენიმე თვე პოლონეთში ცხოვრობდა, თუმცა 2018 წლის ბოლოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

ცოტა ხნის წინ ტუმსო აბდურახმანოვს ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა "მოსისხლე მტერი" უწოდა, რადგან აბდურახმანოვმა ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოსთან გადაცემაში რამზან კადიროვი მიწასთან გაასწორა. ჩეჩნეთში მის წინააღმდეგ "უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის" მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ჩეჩნეთის ხელლსუფლება ირწმუნება, რომ ის სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებშია, თუმცა ვიდეობლოგერი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ერთი სიტყვით, აბდურახმანოვი ყოველდღიურად მეტ მხარდამჭერსა და მაყურებელს იძენს, რაც რამზან კადიროვს ძალიან აბრაზებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"