პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითოეულ მათგანს სიცოცხლე შემოაქვს..." - დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის "მწვანე სახლი" თბილისში
"თითოეულ მათგანს სიცოცხლე შემოაქვს..." - დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის "მწვანე სახლი" თბილისში

მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვი­ლი მხატ­ვა­რია, კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით უმუ­შა­ვია, ბოლო დროს კი სა­ი­უ­ვე­ლი­რო ხე­ლოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ სფე­რო­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა­. მისი მა­სი­უ­რი ნა­კე­თო­ბა­ნი, სამ­კა­უ­ლე­ბი - ყელ­სა­ბა­მი, ბე­ჭე­დი, სა­მა­ჯუ­რი, სა­ყუ­რე - მნახ­ველს აო­ცებს.

მა­რი­ნა მსა­ხი­ობ დუტა სხირტლა­ძის მე­უღ­ლეა. მსა­ხი­ო­ბი­სა და მხატ­ვრის ოჯახ­ში ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის ფასი კარ­გად იცი­ან და მათ­ზე ზრუნ­ვა ოჯა­ხის წევ­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა. ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას შინ ვეწ­ვი­ეთ და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც მათ ლა­მაზ გა­რე­მო­ში გა­ი­მარ­თა.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს მცე­ნა­რე­ე­ბი და ახლა რომ ვფიქ­რობ, რა­ტომ და სა­ი­დან, ვხვდე­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბე­ბი­ის­გან მომ­დევს. მცხე­თა­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ის აგა­რა­კი მაქვს. იქ ბე­ბი­ას სა­ო­ცა­რი ბაღი ჰქონ­და, რო­მელ­საც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე უვ­ლი­და, ჰყავ­და პა­ტა­რა თევ­ზე­ბიც... ნამ­დვი­ლი სა­მო­თხე იყო. დღეს იქა­უ­რო­ბა ისე­თი აღარ არის, რად­გან ბე­ბი­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე ერთხანს აღარ ჩავ­დი­ო­დით. მოკ­ლედ, მცე­ნა­რე­ე­ბის სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან, ბე­ბი­ის­გან და მცხე­თი­დან მო­დის. დე­და­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ყვა­ვი­ლე­ბი და შინ ბევ­რი ქოთ­ნის მცე­ნა­რე ჰქონ­და. მა­შინ დი­დად არ ვყო­ფილ­ვარ ყვა­ვი­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მაგ­რამ თან­და­თან გა­და­ვი­რიე. მახ­სოვს, თა­ვი­დან ვარ­დებ­მა გა­მი­ტა­ცა. ერთხანს მცხე­თა­ში სულ ვარ­დე­ბი მქონ­და, მერე სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რეც და­ვა­მა­ტე. ახლა ფოთ­ლოვ­ნე­ბი უფრო მომ­წონს.

- თბი­ლის­ში თქვე­ნი სახ­ლი - აი­ვა­ნი, სამ­ზა­რე­უ­ლო, ოთა­ხე­ბი - სავ­სეა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი მცე­ნა­რით. არის ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც­ გრუნ­ტშიც მშვე­ნივ­რად ხა­რობს და არის ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბიც...

- თი­თო­ე­ულ მათ­განს სი­ცო­ცხლე შე­მო­აქვს ჩვენს სახ­ლში - სა­დაც მცე­ნა­რე და სიმწვა­ნეა, მომ­წონს და მი­ხა­რია. თა­ვი­სე­ბუ­რი აზრი აქვს ამ სი­ლა­მა­ზე­ზე ზრუნ­ვას, რად­გან სწო­რედ მას მო­აქვს სიმწვა­ნე. "გა­ი­ხა­რე და გა­მა­ხა­რე" - პატ­რი­არ­ქის ეს ლოც­ვა, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე­ზეა, ძა­ლი­ან მომ­წონს და, რა თქმა უნდა, მათ­ზე ზრუნ­ვაც მსი­ა­მოვ­ნებს.

- ლი­მო­ნი, გვიმ­რა, ჩი­ნუ­რი თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვარ­დი, ორ­ქი­დეა, ბალ­ბა, პალ­მა და კი­დევ არა­ერ­თი მცე­ნა­რე გაქვთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კლი­მა­ტი­სა და გა­რე­მო­სი. ალ­ბათ, მოვ­ლის წე­სე­ბიც გან­სხვავ­დე­ბა. არ გი­ჭირთ?

- რომ გი­თხრათ, მი­ჭირს-მეთ­ქი, ასე არ არის. გრუნ­ტის მცე­ნა­რე­ებს ნი­ა­დაგს ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ზე არ ვუც­ვლი, თუმ­ცა, რომ­ლებ­საც მიწა უკვე დატ­კეპ­ნი­ლი აქვთ და მას­ში მცე­ნა­რე ვე­ღარ სუნ­თქავს, ვუც­ვლი. სხვებს ზე­და­პირს ვუფხვი­ე­რებ, ვა­ხა­ლი­სებ, ოღონდ წყალს იმა­ვე დღეს არ ვუს­ხამ... ჩი­ნუ­რი ვარ­დი გა­დავ­ჭე­რი, რომ უკეთ იყ­ვა­ვი­ლოს...

- ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი თუ ზრუ­ნა­ვენ მცე­ნა­რე­ებ­ზე?

- დუ­ტას ერთხანს გა­ტა­ცე­ბა ჰქონ­და - ყო­ველ დი­ლით ყვა­ვი­ლე­ბის ფოთ­ლებს ით­ვლი­და... მე ჩემს ყვა­ვი­ლებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, თუ რამე არ მომ­წონს, ვე­მუქ­რე­ბი კი­დეც, ახლა მოგჭრი-მეთ­ქი და მუ­ქა­რა ჭრის... უმე­ტე­სად მა­ინც ვე­ფე­რე­ბი. ასე მგო­ნია, ისი­ნი გო­გო­ნე­ბი არი­ან... მაქვს ერ­თა­დერ­თი კაქ­ტუ­სი, ბა­თუ­მი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა დუ­ტამ. მომ­წონს კაქ­ტუ­სე­ბი, ოღონდ დი­დე­ბი. ამი­ტომ ამ კაქ­ტუსს­ზე დი­დად არ ვზრუ­ნავ... ცოტა მცე­ნა­რე არა მაქვს, თუმ­ცა სი­ა­მოვ­ნე­ბით მექ­ნე­ბო­და ამა­ზე მე­ტიც. ეტყო­ბა, ეს კორ­პუს­ში ბი­ნად­რო­ბის ნაკ­ლია, გინ­და, რომ ბუ­ნე­ბა­ში იყო, მეტი სი­ცო­ცხლე იგ­რძნო, მეტი სიმწვა­ნის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღო. არ მიყ­ვარს მოჭ­რი­ლი მცე­ნა­რე, ჩემ­თვის მცე­ნა­რე სა­ჩუქ­რად ქოთ­ნით მო­აქვთ. ამით დიდ სი­ხა­რულს მა­ნი­ჭე­ბენ.

- მცხე­თის აგა­რა­კი ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია?

- ის მა­მა­ჩე­მის მა­მის, ანუ ჩემი ბა­ბუ­ის დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია, არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო, მე­ო­რე ბა­ბუ­ამ კი აა­შე­ნა. სულ იქ ვი­ყა­ვით, დიდი ოჯა­ხი იყო, დე­და­ჩე­მის დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი ექ­ვსნი იყ­ვნენ და იმ სახ­ლში, რო­მე­ლიც არც ისე დი­დია, ყვე­ლა ვე­ტე­ო­დით. ახლა იმ­დე­ნი არა ვართ და ვე­ღარ ვე­ტე­ვით... იქა­უ­რო­ბას ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი აურა აქვს. ად­რეც ყვე­ლას უყ­ვარ­და იქ ყოფ­ნა და ახ­ლაც უყ­ვართ. ბაღ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ხე­ხი­ლი გვქონ­და, ახლა ამით აღარ გა­მო­ირ­ჩე­ვა. დრო გა­ვი­და, ხე­ე­ბიც და­ბერ­და და ვცდი­ლობთ ახა­ლი ჩავ­ყა­როთ. მცე­ნა­რე­ე­ბი იქაც მაქვს.

- მე­ბა­ღე გყავთ?

- გვყავ­და, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. მის სი­ცო­ცხლე­ში იქა­უ­რო­ბა ბევ­რად უკე­თე­სი იყო, მოვ­ლი­ლი, ამ­წვა­ნე­ბუ­ლი... მისი წყა­ლო­ბით ისე­თი ბოს­ტა­ნი გვქონ­და, იმ­დე­ნი პა­მი­დო­რი და კიტ­რი მო­დი­ო­და, სტუმ­რებს ვუ­რი­გებ­დი. მა­სა­ვით ვე­ღა­რა­ვინ უვ­ლის. ყვე­ლა­ფერს გუ­ლით აკე­თებ­და და ეტყო­ბო­და კი­დეც ბაღს.

- დუტა მუ­შა­ობს აგა­რაკ­ზე?

- კი, უყ­ვარს მუ­შა­ო­ბა. შარ­შან სცა­და ბოსტნე­უ­ლის ჩი­თი­ლე­ბის დარ­გვა, დარ­გო კი­დეც და ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებ­და. ლა­მა­ზი კვლე­ბი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, გვქონ­და პა­მი­დო­რი, ყვე­ლა­ნა­ი­რი ბოსტნე­უ­ლი, მაგ­რამ ეზო­ში შე­მო­ვიდ­ნენ ძაღ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც თურ­მე ლეკ­ვე­ბი და­ყა­რეს და იქა­უ­რო­ბა გა­ნად­გურ­და. ეს რომ დუ­ტამ ნახა, კი­ნა­ღამ გა­და­ი­რია... ისე, მცე­ნა­რე­ებს კა­ტე­ბიც აფუ­ჭე­ბენ. სხვა­თა შო­რის, იმ პე­რი­ოდ­ში, როცა დუტა ქოთ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბის ფოთ­ლებს ით­ვლი­და და ყო­ველ დი­ლას ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, კატა გვყავ­და. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს იმ კა­ტამ ყვე­ლა ყვა­ვილს და­უ­ა­რა და გა­დაგ­ლი­ჯა. დუტა გა­გიჟ­და, იმ დღეს­ვე წა­იყ­ვა­ნა ის კატა და ვი­ღა­ცას აჩუ­ქა.

- იშ­ვი­ა­თი ძაღ­ლიც გყავთ.

- ლაბ­რა­დო­რი, რო­მე­ლიც 12 წე­ლი­წადს იყო ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, გა­სულ ზა­ფხულს მოგ­ვიკ­ვდა. სა­ში­ნელ დღე­ში ვი­ყა­ვით და მერე ნა­თი­ამ, იმ ლაბ­რა­დო­რის ვე­ტე­რი­ნარ­მა, იმ დღეს­ვე მოგ­ვიყ­ვა­ნა ეს თეთ­რი პე­კი­ნე­სი (ამ ჯი­ში­სა თეთ­რი იშ­ვი­ა­თია). იმ­ხე­ლა იყო, ხე­ლის­გულ­ზე ეტე­ო­და. ახლა 7 თვის არის. პა­ტა­რა ძაღლს თუ შე­ვე­გუ­ე­ბო­დი, ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თურ­მე პა­ტა­რაც სა­ოც­რე­ბა ყო­ფი­ლა. გა­მორ­ჩე­უ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს. აღ­ზრდას არ ემორ­ჩი­ლე­ბა. ესე­ნი იმ­პე­რა­ტო­რის ძაღ­ლე­ბი იყ­ვნენ და ძა­ლი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არი­ან, არ იწ­ვრთნე­ბი­ან, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ეს­მით. სამ­ჯერ უნდა უთხრა და თუ არ უნდა, არ გა­ა­კე­თებს. ნამ­დვი­ლი ფი­ლო­სო­ფო­სია... მოკ­ლედ, ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ეს სამ­ყა­რო და გა­რე­მო­ზე, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია, ვზრუ­ნავთ.

- რას ვე­ტყვით მათ, ვი­საც ჰგო­ნია, რომ ერთი ქოთ­ნის მცე­ნა­რის მოვ­ლაც არ შე­უძ­ლია?

- ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს და­ა­ძა­ლებ. მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა ადა­მი­ანს სი­ა­მოვ­ნე­ბას უნდა ანი­ჭებ­დეს. ვინც ამ საქ­მეს არ ეკა­რე­ბა, ნამ­დვი­ლად დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იკ­ლებს. ისე, რა­ტომ არ უნდა უნ­დო­დეს ადა­მი­ანს სიმწვა­ნე­ზე ზრუნ­ვა?

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი უვ­ლი­ან მცე­ნა­რე­ებს?

- გოგო აქ­ტი­უ­რად არის ამ საქ­მე­ში ჩაფ­ლუ­ლი. საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლობს და იქ მუდ­მი­ვად ყი­დუ­ლობს ყვა­ვი­ლებს, უვ­ლის. მგო­ნი, ჩემ­გან გა­და­ე­ცა სიმწვა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი. აშე­ნებს, რგავს, და­დის ბო­ტა­ნი­კურ ბა­ღებ­ში. ცხო­ვე­ლებ­ზე ხომ ბავ­შვო­ბი­დან გიჟ­დე­ბა.

- მცხე­თა­შიც და აქაც, თბი­ლის­ში, შინ უამ­რა­ვი ძვე­ლი ნივ­თი სა­კუ­თა­რი ხე­ლით გაქვთ მო­ხა­ტუ­ლი. მგო­ნი, ესეც გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვაა.

- ძველ რა­ღა­ცებს შეც­ვლა, გა­ნახ­ლე­ბა უნდა, სა­ხეს იც­ვლის და გა­ხა­ლი­სებს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მო­ხატ­ვა მა­შინ და­ვი­წყე, როცა საქ­მე არ მქონ­და და ეს მოვ­ძებ­ნე. მერე გა­მი­ტა­ცა და აგა­რაკ­ზე, მცხე­თა­ში, ყვე­ლა­ფე­რი აკ­რი­ლის სა­ღე­ბა­ვე­ბით გა­დავ­ხა­ტე. ყვა­ვი­ლე­ბი ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვარ­ში მაქვს, თუნ­დაც ჩემს სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­მუ­შევ­რებ­ში. ფლო­რა და ფა­უ­ნა ჩემ­თან ყველ­გა­ნაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"თითოეულ მათგანს სიცოცხლე შემოაქვს..." - დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის "მწვანე სახლი" თბილისში

"თითოეულ მათგანს სიცოცხლე შემოაქვს..." - დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის "მწვანე სახლი" თბილისში

მარინა ნაცვლიშვილი მხატვარია, კარიერის განმავლობაში არაერთი საინტერესო მიმართულებით უმუშავია, ბოლო დროს კი საიუველირო ხელოვნებით დაინტერესდა და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ სფეროში გადატრიალება მოახდინა. მისი მასიური ნაკეთობანი, სამკაულები - ყელსაბამი, ბეჭედი, სამაჯური, საყურე - მნახველს აოცებს.

მარინა მსახიობ დუტა სხირტლაძის მეუღლეა. მსახიობისა და მხატვრის ოჯახში ფლორისა და ფაუნის ფასი კარგად იციან და მათზე ზრუნვა ოჯახის წევრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეა. ქალბატონ მარინას შინ ვეწვიეთ და ჩვენი საუბარიც მათ ლამაზ გარემოში გაიმართა.

- ძალიან მიყვარს მცენარეები და ახლა რომ ვფიქრობ, რატომ და საიდან, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ბებიისგან მომდევს. მცხეთაში ბებია-ბაბუის აგარაკი მაქვს. იქ ბებიას საოცარი ბაღი ჰქონდა, რომელსაც დილიდან საღამომდე უვლიდა, ჰყავდა პატარა თევზებიც... ნამდვილი სამოთხე იყო. დღეს იქაურობა ისეთი აღარ არის, რადგან ბებიის გარდაცვალების მერე ერთხანს აღარ ჩავდიოდით. მოკლედ, მცენარეების საოცარი სიყვარული ბავშვობიდან, ბებიისგან და მცხეთიდან მოდის. დედასაც ძალიან უყვარდა ყვავილები და შინ ბევრი ქოთნის მცენარე ჰქონდა. მაშინ დიდად არ ვყოფილვარ ყვავილებით დაინტერესებული, მაგრამ თანდათან გადავირიე. მახსოვს, თავიდან ვარდებმა გამიტაცა. ერთხანს მცხეთაში სულ ვარდები მქონდა, მერე სხვადასხვა მცენარეც დავამატე. ახლა ფოთლოვნები უფრო მომწონს.

- თბილისში თქვენი სახლი - აივანი, სამზარეულო, ოთახები - სავსეა სხვადასხვანაირი მცენარით. არის ისეთები, რომლებიც გრუნტშიც მშვენივრად ხარობს და არის ქოთნის ყვავილებიც...

- თითოეულ მათგანს სიცოცხლე შემოაქვს ჩვენს სახლში - სადაც მცენარე და სიმწვანეა, მომწონს და მიხარია. თავისებური აზრი აქვს ამ სილამაზეზე ზრუნვას, რადგან სწორედ მას მოაქვს სიმწვანე. "გაიხარე და გამახარე" - პატრიარქის ეს ლოცვა, რომელიც მცენარეზეა, ძალიან მომწონს და, რა თქმა უნდა, მათზე ზრუნვაც მსიამოვნებს.

- ლიმონი, გვიმრა, ჩინური თუ ჩვეულებრივი ვარდი, ორქიდეა, ბალბა, პალმა და კიდევ არაერთი მცენარე გაქვთ განსხვავებული კლიმატისა და გარემოსი. ალბათ, მოვლის წესებიც განსხვავდება. არ გიჭირთ?

- რომ გითხრათ, მიჭირს-მეთქი, ასე არ არის. გრუნტის მცენარეებს ნიადაგს ყოველ გაზაფხულზე არ ვუცვლი, თუმცა, რომლებსაც მიწა უკვე დატკეპნილი აქვთ და მასში მცენარე ვეღარ სუნთქავს, ვუცვლი. სხვებს ზედაპირს ვუფხვიერებ, ვახალისებ, ოღონდ წყალს იმავე დღეს არ ვუსხამ... ჩინური ვარდი გადავჭერი, რომ უკეთ იყვავილოს...

- ოჯახის სხვა წევრები თუ ზრუნავენ მცენარეებზე?

- დუტას ერთხანს გატაცება ჰქონდა - ყოველ დილით ყვავილების ფოთლებს ითვლიდა... მე ჩემს ყვავილებს ველაპარაკები, თუ რამე არ მომწონს, ვემუქრები კიდეც, ახლა მოგჭრი-მეთქი და მუქარა ჭრის... უმეტესად მაინც ვეფერები. ასე მგონია, ისინი გოგონები არიან... მაქვს ერთადერთი კაქტუსი, ბათუმიდან ჩამოიტანა დუტამ. მომწონს კაქტუსები, ოღონდ დიდები. ამიტომ ამ კაქტუსსზე დიდად არ ვზრუნავ... ცოტა მცენარე არა მაქვს, თუმცა სიამოვნებით მექნებოდა ამაზე მეტიც. ეტყობა, ეს კორპუსში ბინადრობის ნაკლია, გინდა, რომ ბუნებაში იყო, მეტი სიცოცხლე იგრძნო, მეტი სიმწვანისგან სიამოვნება მიიღო. არ მიყვარს მოჭრილი მცენარე, ჩემთვის მცენარე საჩუქრად ქოთნით მოაქვთ. ამით დიდ სიხარულს მანიჭებენ.

- მცხეთის აგარაკი ახლა რა მდგომარეობაშია?

- ის მამაჩემის მამის, ანუ ჩემი ბაბუის დაპროექტებულია, არქიტექტორი იყო, მეორე ბაბუამ კი ააშენა. სულ იქ ვიყავით, დიდი ოჯახი იყო, დედაჩემის დედმამიშვილები ექვსნი იყვნენ და იმ სახლში, რომელიც არც ისე დიდია, ყველა ვეტეოდით. ახლა იმდენი არა ვართ და ვეღარ ვეტევით... იქაურობას ძალიან პოზიტიური აურა აქვს. ადრეც ყველას უყვარდა იქ ყოფნა და ახლაც უყვართ. ბაღში ყველანაირი ხეხილი გვქონდა, ახლა ამით აღარ გამოირჩევა. დრო გავიდა, ხეებიც დაბერდა და ვცდილობთ ახალი ჩავყაროთ. მცენარეები იქაც მაქვს.

- მებაღე გყავთ?

- გვყავდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მის სიცოცხლეში იქაურობა ბევრად უკეთესი იყო, მოვლილი, ამწვანებული... მისი წყალობით ისეთი ბოსტანი გვქონდა, იმდენი პამიდორი და კიტრი მოდიოდა, სტუმრებს ვურიგებდი. მასავით ვეღარავინ უვლის. ყველაფერს გულით აკეთებდა და ეტყობოდა კიდეც ბაღს.

- დუტა მუშაობს აგარაკზე?

- კი, უყვარს მუშაობა. შარშან სცადა ბოსტნეულის ჩითილების დარგვა, დარგო კიდეც და ყურადღებას არ აკლებდა. ლამაზი კვლები ჰქონდა გაკეთებული, გვქონდა პამიდორი, ყველანაირი ბოსტნეული, მაგრამ ეზოში შემოვიდნენ ძაღლები, რომლებმაც თურმე ლეკვები დაყარეს და იქაურობა განადგურდა. ეს რომ დუტამ ნახა, კინაღამ გადაირია... ისე, მცენარეებს კატებიც აფუჭებენ. სხვათა შორის, იმ პერიოდში, როცა დუტა ქოთნის მცენარეების ფოთლებს ითვლიდა და ყოველ დილას ათვალიერებდა, კატა გვყავდა. ერთ მშვენიერ დღეს იმ კატამ ყველა ყვავილს დაუარა და გადაგლიჯა. დუტა გაგიჟდა, იმ დღესვე წაიყვანა ის კატა და ვიღაცას აჩუქა.

- იშვიათი ძაღლიც გყავთ.

- ლაბრადორი, რომელიც 12 წელიწადს იყო ჩვენთან, სამწუხაროდ, გასულ ზაფხულს მოგვიკვდა. საშინელ დღეში ვიყავით და მერე ნათიამ, იმ ლაბრადორის ვეტერინარმა, იმ დღესვე მოგვიყვანა ეს თეთრი პეკინესი (ამ ჯიშისა თეთრი იშვიათია). იმხელა იყო, ხელისგულზე ეტეოდა. ახლა 7 თვის არის. პატარა ძაღლს თუ შევეგუებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თურმე პატარაც საოცრება ყოფილა. გამორჩეული ხასიათი აქვს. აღზრდას არ ემორჩილება. ესენი იმპერატორის ძაღლები იყვნენ და ძალიან განებივრებული არიან, არ იწვრთნებიან, თუმცა ყველაფერი ესმით. სამჯერ უნდა უთხრა და თუ არ უნდა, არ გააკეთებს. ნამდვილი ფილოსოფოსია... მოკლედ, ფლორისა და ფაუნის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, ძალიან გვიყვარს ეს სამყარო და გარემოზე, როგორც შეგვიძლია, ვზრუნავთ.

- რას ვეტყვით მათ, ვისაც ჰგონია, რომ ერთი ქოთნის მცენარის მოვლაც არ შეუძლია?

- ვერავის ვერაფერს დააძალებ. მცენარეების მოვლა ადამიანს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს. ვინც ამ საქმეს არ ეკარება, ნამდვილად დიდ სიამოვნებას იკლებს. ისე, რატომ არ უნდა უნდოდეს ადამიანს სიმწვანეზე ზრუნვა?

- თქვენი შვილები უვლიან მცენარეებს?

- გოგო აქტიურად არის ამ საქმეში ჩაფლული. საფრანგეთში სწავლობს და იქ მუდმივად ყიდულობს ყვავილებს, უვლის. მგონი, ჩემგან გადაეცა სიმწვანის სიყვარული. აშენებს, რგავს, დადის ბოტანიკურ ბაღებში. ცხოველებზე ხომ ბავშვობიდან გიჟდება.

- მცხეთაშიც და აქაც, თბილისში, შინ უამრავი ძველი ნივთი საკუთარი ხელით გაქვთ მოხატული. მგონი, ესეც გარემოზე ზრუნვაა.

- ძველ რაღაცებს შეცვლა, განახლება უნდა, სახეს იცვლის და გახალისებს. სიმართლე გითხრათ, მოხატვა მაშინ დავიწყე, როცა საქმე არ მქონდა და ეს მოვძებნე. მერე გამიტაცა და აგარაკზე, მცხეთაში, ყველაფერი აკრილის საღებავებით გადავხატე. ყვავილები ყველა ნამუშევარში მაქვს, თუნდაც ჩემს საიუველირო ნამუშევრებში. ფლორა და ფაუნა ჩემთან ყველგანაა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 964 ახალი შემთხვევაა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა - რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს