საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს სკოლის დირექტორი მე-7 კლასის მოსწავლეზე, რომელმაც თავი მოიკლა - "არც შიმშილი იყო მიზეზი და არც ბულინგი..."
რას ამბობს სკოლის დირექტორი მე-7 კლასის მოსწავლეზე, რომელმაც თავი მოიკლა - "არც შიმშილი იყო მიზეზი და არც ბულინგი..."

მარ­ტვი­ლის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლის გარ­დაც­ვლი­ლი მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ Palitravideo.ge-სთან სა­უ­ბარ­ში, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­მუ­კა თვა­ლა­ძე გა­მო­რი­ცხავს, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის სუ­ი­ცი­დის მი­ზე­ზი ბუ­ლინ­გი ან ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­და. მისი თქმით, თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი გა­ურ­კვე­ვე­ლია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია, ის გა­მო­რი­ცხავს რომ მო­ზარ­დი შიმ­ში­ლობ­და.

ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მარ­ტვილ­ში 17 აპ­რილს მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე სა­კუ­თარ­მა მცი­რე­წლო­ვან­მა ძმამ იპო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი. და­ღუ­პულ ბიჭს დედა არ ჰყავ­და და მას ძმას­თან ერ­თად, მამა ზრდი­და.

"რუს­თა­ვი 2"-მა შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რი იყო, რომ ბიჭ­მა შიმ­ში­ლის გამო მო­იკ­ლა თავი, თუმ­ცა მო­ზარ­დის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს:

VIDEO: რას აცხა­დებს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი 15 წლის მო­ზარ­დზე, რო­მელ­მაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბით, თავი შიმ­ში­ლის გამო მო­იკ­ლა

"ბავ­შვი ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და მე­გობ­რუ­ლი იყო, ძა­ლი­ან კარ­გად და კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და თავს სკო­ლა­ში მე­გობ­რებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან. ვინ რა ყურს გა­მო­ა­ბამს ამ­ბავს არ ვიცი, მაგ­რამ ერთი რამ ვიცი - არც შიმ­ში­ლი იყო ბავ­შვის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მის­ვლის მი­ზე­ზი და არც ბუ­ლინ­გი. ბუ­ლინ­გი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია. ნე­ბის­მი­ერს შე­გიძ­ლი­ათ ჰკი­თხოთ, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რია სკო­ლა­ში, და­ი­კი­თხნენ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც, რად­გან სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით" - გა­ნა­ცხა­და თვა­ლა­ძემ.

რას შე­ე­ხე­ბა კი­თხვას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლეს სკო­ლის ბუ­ფეტ­ში ვა­ლე­ბი ჰქონ­და და ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ეს ყო­ფი­ლი­ყო სუ­ი­ცი­დის მი­ზე­ზი, დი­რექ­ტო­რი პა­სუ­ხობს:

"ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხი... მა­მას გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­და ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა სკო­ლის ბუ­ფეტს, რომ თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ე­ცათ საკ­ვე­ბი ბავ­შვის­თვის, თვის ბო­ლოს მო­დი­ო­და მამა და იხ­დი­და თან­ხას" - გა­ნუ­ცხა­და მა­მუ­კა თვა­ლა­ძემ Palitravideo.ge-ს.

მარ­ტვილ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
ავტორი:

რას ამბობს სკოლის დირექტორი მე-7 კლასის მოსწავლეზე, რომელმაც თავი მოიკლა - "არც შიმშილი იყო მიზეზი და არც ბულინგი..."

რას ამბობს სკოლის დირექტორი მე-7 კლასის მოსწავლეზე, რომელმაც თავი მოიკლა - "არც შიმშილი იყო მიზეზი და არც ბულინგი..."

მარტვილის მეორე საჯარო სკოლის გარდაცვლილი მოსწავლის შესახებ Palitravideo.ge-სთან საუბარში, სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე გამორიცხავს, რომ არასრულწლოვანის სუიციდის მიზეზი ბულინგი ან ოჯახის სოციალური მდგომარეობა გახდა. მისი თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი გაურკვეველია და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია, ის გამორიცხავს რომ მოზარდი შიმშილობდა.

ტრაგიკული შემთხვევა მარტვილში 17 აპრილს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეშვიდე კლასის მოსწავლე საკუთარმა მცირეწლოვანმა ძმამ იპოვა გარდაცვლილი. დაღუპულ ბიჭს დედა არ ჰყავდა და მას ძმასთან ერთად, მამა ზრდიდა.

"რუსთავი 2"-მა შემთხვევასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც საუბარი იყო, რომ ბიჭმა შიმშილის გამო მოიკლა თავი, თუმცა მოზარდის სკოლის დირექტორი ამას კატეგორიულად უარყოფს:

VIDEO: რას აცხადებს სკოლის დირექტორი 15 წლის მოზარდზე, რომელმაც გავრცელებული ხმებით, თავი შიმშილის გამო მოიკლა

"ბავშვი ძალიან კომუნიკაბელური და მეგობრული იყო, ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობდა თავს სკოლაში მეგობრებთან და მასწავლებლებთან. ვინ რა ყურს გამოაბამს ამბავს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ვიცი - არც შიმშილი იყო ბავშვის ამ გადაწყვეტილებამდე მისვლის მიზეზი და არც ბულინგი. ბულინგი აბსოლუტურად გამორიცხულია. ნებისმიერს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მანდატურის სამსახურია სკოლაში, დაიკითხნენ სკოლის მოსწავლეებიც, რადგან სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით" - განაცხადა თვალაძემ.

რას შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რომ მეშვიდე კლასის მოსწავლეს სკოლის ბუფეტში ვალები ჰქონდა და ხომ არ შეიძლება ეს ყოფილიყო სუიციდის მიზეზი, დირექტორი პასუხობს:

"ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახი... მამას გაფრთხილებული ჰყავდა ოპერატორი კომპანია, რომელიც ემსახურება სკოლის ბუფეტს, რომ თვის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობით მიეცათ საკვები ბავშვისთვის, თვის ბოლოს მოდიოდა მამა და იხდიდა თანხას" - განუცხადა მამუკა თვალაძემ Palitravideo.ge-ს.

მარტვილში მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რამდენი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული საქართველოში და როგორია მარჯვენასაჭიანი მანქანების უახლესი სტატისტიკა

ჩვილის გაყიდვის ფაქტზე 7 პირი, მათ შორის, ბავშვის დედა დააკავეს

ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს