პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთსაც ძალიან ვაწუხებ, ყოველწამიერად ჩემი ბიჭის გამოკეთებას ვთხოვ..." - წლი­ნა­ხევ­რის სესეს დედის ემოციური მიმართვა
"ღმერთსაც ძალიან ვაწუხებ, ყოველწამიერად ჩემი ბიჭის გამოკეთებას ვთხოვ..." - წლი­ნა­ხევ­რის სესეს დედის ემოციური მიმართვა

წლი­ნა­ხევ­რის სესე ბე­გი­აშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მას თბი­ლის­ში კლებ­სი­ე­ლას ბაქ­ტე­რია, პნევ­მო­ნია და სეფ­სი­სი და­უდ­გი­ნეს.

ბავ­შვის გა­და­სარ­ჩე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თურ­ქეთ­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ჩა­უ­ტარ­დეს, რაც დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, თან­ხის ნა­წი­ლი უკვე შეგ­როვ­და, თუმ­ცა სე­სეს სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო.

ბი­ჭუ­ნას დედა, ინა იმე­დაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მცი­რე­დი დახ­მა­რე­ბა მა­ინც გა­ი­ღო წლი­ნა­ხევ­რის ბი­ჭუ­ნას და­სახ­მა­რებ­ლად:

"მად­ლო­ბა - უკვე ისე­თი ბა­ნა­ლუ­რი სი­ტყვა გახ­და, რომ ვერც კი შე­მოგ­კად­რებთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ასე რომ იბ­რძვით სე­სეს­თვის. ხან­და­ხან მგო­ნია რომ აი გა­მო­ვიღ­ვი­ძებ და ეს კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მა­რი გა­ი­ფან­ტე­ბა, გვერ­დზე გა­ვი­ხე­დავ და ჩემს ოქ­როსთმი­ან ბიჭს ისევ ჩემს გვერ­დით ეძი­ნე­ბა მშვი­დად, ავარ­დის­ფრე­ბუ­ლი ლო­ყე­ბით და გრძე­ლი წამ­წა­მე­ბით. მერე ავ­დგე­ბი და ნა­ზად ვა­კო­ცებ, თან ჩავ­ჩურ­ჩუ­ლებ რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

ჰო, მიყ­ვარს რა­ღაც არა ამ­ქვეყ­ნი­უ­რად, სულ მე­ში­ნო­და, ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი რას მო­ი­ტან­და. ვუ­ყუ­რებ­დით მე და მა­მა­მი­სი და ვხვდე­ბო­დით რა არის და რო­გო­რია ბედ­ნი­ე­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­ხა­რუ­ლი. ჰოდა ახლა მათ ნაც­ვლად ჩემ­სკენ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა, სევ­და და ცრემ­ლე­ბი მო­ი­წე­ვენ. ჩემს მზეს ბნე­ლი ეპა­რე­ბა და დგე­ბა მო­მენ­ტი როცა ძა­ლე­ბი აღარ მაქვს უკან გა­ვაგ­დო და სი­ნათ­ლე სიბ­ნე­ლის­გან გა­და­ვარ­ჩი­ნო.

ვებ­რძვი სა­სო­წარ­კვე­თას, უი­მე­დო­ბას. სულ მცი­რე იმედს ვე­ბღა­უ­ჭე­ბი, თუნ­დაც სე­სეს ავარ­დის­ფრე­ბულ ტუ­ჩებს. ეს ორი კვი­რაა, ყო­ველ­დღე გულ­ში ხან­ჯლე­ბად მერ­ჭო­ბა ექი­მე­ბის სი­ტყვე­ბი რომ ყვე­ლა­ფერს ვე­ლო­დო, რომ ძა­ლი­ან მძი­მეა, რომ, რომ, რომ... ვდგა­ვარ, ვუს­მენ და ვრგძნობ რო­გორ ვიფ­ლი­თე­ბი, ვიშ­ლე­ბი ნა­წი­ლე­ბად, ჩემი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი რო­გორ შორ­დე­ბი­ან ერ­თა­მა­ნეთს და სა­და­ცაა გავ­ქრე­ბი და აღარ ვიქ­ნე­ბი. აი, ეს კი იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ჯერ არა ჯერ სე­სეს­თვის უნდა გა­ვი­ღო სის­ხლის უკა­ნას­კნე­ლი წვე­თი.

ამ დღე­ებ­ში მი­ფიქ­რია ყვე­ლა­ფერ­ზე, წარ­მო­მიდ­გე­ნია ყვე­ლა­ფე­რი, მი­ტი­რია, მი­ბღავ­ლია, მი­თხო­ვია, მი­ლოც­ვია - ისე რო­გორც არა­სო­დეს. როცა მი­თხრეს რომ სე­სეს გა­დარ­ჩე­ნის ერთი პრო­ცენ­ტი არ­სე­ბობ­და, აი ამ ერთ პრო­ცენტს ჩა­ვე­ჭი­დე და აღარც გა­ვუშ­ვებ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ჩემი პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი უნდა გა­დარ­ჩეს, მისი ვარ­დე­ბის პლა­ნე­ტა­ზე წას­ვლის დრო ჯერ არ დამ­დგა­რა. ეგო­ის­ტი ვარ, სა­შინ­ლად ეგო­ის­ტი, არ გა­ვუშ­ვებ, ან მეც გავ­ყვე­ბი.

ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ყო­ფი­ლა ჩემი ბიჭი, ჩემი მო­ციც­ქნუ­ლი სი­ხა­რუ­ლი, იბ­რძვის, იბ­რძვის რაც შე­უძ­ლია, მეტი რა ქნას რომ დე­დი­კოს ჩა­ე­ხუ­ტოს. ღმერ­თსაც ძა­ლი­ან ვა­წუ­ხებ, ყო­ველ­დღე, ყო­ველ­წა­მი­ე­რად მივ­მარ­თავ ჩემი ბი­ჭის გა­მო­კე­თე­ბას ვთხოვ. რა ძალა ჰქო­ნია თა­ნად­გო­მას, სი­კე­თეს. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და სე­სეს­თვის. ხალხნო, ადა­მი­ა­ნე­ბო თქვენ მე ჩემი მზის, სი­ნათ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბით. ეს კი ბევ­რად მე­ტია ვიდ­რე სი­კე­თე, ვიდ­რე დახ­მა­რე­ბა, ამი­ტო­მაც მად­ლო­ბას ვერ გა­და­გიხ­დით, რად­გან მად­ლო­ბა ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­მეა ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბე­ბის­თვის.

ვი­ფიქ­რებ იქ­ნებ შეს­ფე­რი­სი სი­ტყვა მოვ­ძებ­ნო, და თუ ვერ ვი­პო­ვი, მე და სესე ერ­თად შევ­ქმნით და გა­მო­გიგ­ზავ­ნით" - წერს ბი­ჭუ­ნას დედა.

სე­სეს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ბავ­შვი უკვე სტამ­ბოლ­შია, მხო­ლოდ ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და პირ­ვე­ლა­დი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­თვის 38 ათა­სი აშშ დო­ლა­რია სა­ჭი­რო, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცის ზო­გა­დი ხარ­ჯი, კი რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბა.

თან­ხა შე­გიძ­ლი­ათ ჩა­რი­ცხოთ შემ­დე­გ ან­გა­რი­შის ნო­მერ­ზე:

მიმ­ღე­ბი ბან­კი: სს თი­ბი­სი ბან­კი

ა/ა GE06TB7812045063600023

მიმ­ღე­ბი: გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვი­ლი (ბავ­შვის მამა)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ღმერთსაც ძალიან ვაწუხებ, ყოველწამიერად ჩემი ბიჭის გამოკეთებას ვთხოვ..." - წლი­ნა­ხევ­რის სესეს დედის ემოციური მიმართვა

"ღმერთსაც ძალიან ვაწუხებ, ყოველწამიერად ჩემი ბიჭის გამოკეთებას ვთხოვ..." - წლი­ნა­ხევ­რის სესეს დედის ემოციური მიმართვა

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.

ბავშვის გადასარჩენად აუცილებელია, თურქეთში მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კეთილი ადამიანების დახმარებით, თანხის ნაწილი უკვე შეგროვდა, თუმცა სესეს სრულად გამოჯანმრთელებისთვის კოლოსალური თანხებია საჭირო.

ბიჭუნას დედა, ინა იმედაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი დახმარება მაინც გაიღო წლინახევრის ბიჭუნას დასახმარებლად:

"მადლობა - უკვე ისეთი ბანალური სიტყვა გახდა, რომ ვერც კი შემოგკადრებთ იმ ადამიანებს, ასე რომ იბრძვით სესესთვის. ხანდახან მგონია რომ აი გამოვიღვიძებ და ეს კოშმარული სიზმარი გაიფანტება, გვერდზე გავიხედავ და ჩემს ოქროსთმიან ბიჭს ისევ ჩემს გვერდით ეძინება მშვიდად, ავარდისფრებული ლოყებით და გრძელი წამწამებით. მერე ავდგები და ნაზად ვაკოცებ, თან ჩავჩურჩულებ რომ ძალიან მიყვარს.

ჰო, მიყვარს რაღაც არა ამქვეყნიურად, სულ მეშინოდა, ასეთი სიყვარული რას მოიტანდა. ვუყურებდით მე და მამამისი და ვხვდებოდით რა არის და როგორია ბედნიერება, სიყვარული, სიხარული. ჰოდა ახლა მათ ნაცვლად ჩემსკენ სასოწარკვეთილება, სევდა და ცრემლები მოიწევენ. ჩემს მზეს ბნელი ეპარება და დგება მომენტი როცა ძალები აღარ მაქვს უკან გავაგდო და სინათლე სიბნელისგან გადავარჩინო.

ვებრძვი სასოწარკვეთას, უიმედობას. სულ მცირე იმედს ვებღაუჭები, თუნდაც სესეს ავარდისფრებულ ტუჩებს. ეს ორი კვირაა, ყოველდღე გულში ხანჯლებად მერჭობა ექიმების სიტყვები რომ ყველაფერს ველოდო, რომ ძალიან მძიმეა, რომ, რომ, რომ... ვდგავარ, ვუსმენ და ვრგძნობ როგორ ვიფლითები, ვიშლები ნაწილებად, ჩემი შემადგენელი ნაწილაკები როგორ შორდებიან ერთამანეთს და სადაცაა გავქრები და აღარ ვიქნები. აი, ეს კი იდეალური იქნებოდა, მაგრამ ჯერ არა ჯერ სესესთვის უნდა გავიღო სისხლის უკანასკნელი წვეთი.

ამ დღეებში მიფიქრია ყველაფერზე, წარმომიდგენია ყველაფერი, მიტირია, მიბღავლია, მითხოვია, მილოცვია - ისე როგორც არასოდეს. როცა მითხრეს რომ სესეს გადარჩენის ერთი პროცენტი არსებობდა, აი ამ ერთ პროცენტს ჩავეჭიდე და აღარც გავუშვებ, გამორიცხულია, ჩემი პატარა უფლისწული უნდა გადარჩეს, მისი ვარდების პლანეტაზე წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა. ეგოისტი ვარ, საშინლად ეგოისტი, არ გავუშვებ, ან მეც გავყვები.

ძალიან ძლიერი ყოფილა ჩემი ბიჭი, ჩემი მოციცქნული სიხარული, იბრძვის, იბრძვის რაც შეუძლია, მეტი რა ქნას რომ დედიკოს ჩაეხუტოს. ღმერთსაც ძალიან ვაწუხებ, ყოველდღე, ყოველწამიერად მივმართავ ჩემი ბიჭის გამოკეთებას ვთხოვ. რა ძალა ჰქონია თანადგომას, სიკეთეს. რამდენი ადამიანი გაერთიანდა სესესთვის. ხალხნო, ადამიანებო თქვენ მე ჩემი მზის, სინათლის დაბრუნებაში მეხმარებით. ეს კი ბევრად მეტია ვიდრე სიკეთე, ვიდრე დახმარება, ამიტომაც მადლობას ვერ გადაგიხდით, რადგან მადლობა ძალიან ჩვეულებრივი რამეა ამ არაჩვეულებრივი ამბებისთვის.

ვიფიქრებ იქნებ შესფერისი სიტყვა მოვძებნო, და თუ ვერ ვიპოვი, მე და სესე ერთად შევქმნით და გამოგიგზავნით" - წერს ბიჭუნას დედა.

სესეს ჩვენი დახმარება სჭირდება. ბავშვი უკვე სტამბოლშია, მხოლოდ ტრანსპორტირებისა და პირველადი ინტერვენციისთვის 38 ათასი აშშ დოლარია საჭირო, მკურნალობისა და რეაბილიტაცის ზოგადი ხარჯი, კი როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გაცილებით მეტი იქნება.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი

ა/ა GE06TB7812045063600023

მიმღები: გიორგი ბეგიაშვილი (ბავშვის მამა)

დუდუ დადიანის გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა - ყოფილ კალათბურთელსა და მეგობარს ია ფარულავა იხსენებს

"ნახეთ, ბაბუს ჰქონია ასეთი ლაქა-მეთქი... გაოგნებული მიყურებდა" - ედუარდ შევარდნაძეს ყოფილი რძალი ემოციურად იხსენებს

"როცა დავიბადე, ამ ამბავს დიდი სიხარული არ მოყოლია, მეორე გოგონა ვიყავი ჩემი მშობლებისთვის..." - მექა ხანგოშვილი წინაპრებსა და სახელის ისტორიას იხსენებს