პოლიტიკა
საზოგადოება

23

სექტემბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 09:07-ზე, მთვარე სასწორშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული: ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიურია თავის უკანა ნაწილი და ყურები. შეგიძლიათ: მიირთვათ ცხარე საკვები, სანელებლები, ხორცი; წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. არახელსაყრელი დღეა ოჯახის შესაქმნელად.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" 19 და 21 წლის ბიჭებმა დააყაჩაღეს - შსს-მ ბრალდებულები დააკავა
ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" 19 და 21 წლის ბიჭებმა დააყაჩაღეს - შსს-მ ბრალდებულები დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბამ „ლი­ბერ­თი ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბის ფაქ­ტი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან 24 სა­ათ­ში გახ­სნა. საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 3 პირი. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ში ბრი­ფინ­გი მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, კახა სა­ბა­ნა­ძემ გა­მარ­თლა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 19 აპ­რილს დი­ლის სა­ა­თებ­ში სამი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი პირი თავს და­ეს­ხა ლი­ბერ­თი ბან­კის ვარ­კე­თი­ლის ფი­ლი­ალს, ია­რა­ღის მუ­ქა­რით გა­ი­ტა­ცა თან­ხა 2 030 ლა­რამ­დე და მი­ი­მა­ლა. ყა­ჩა­ღებ­მა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს ბან­კში მყოფ ორ მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლე­ბიც გა­დაყ­ვა­ნილ იქ­ნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ცხელ კვალ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, კერ­ძოდ: საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, რომ­ლებ­მაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეს და­ნა­შა­უ­ლის მზა­დე­ბის და შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნივთმტკი­ცე­ბე­ბით, ოდო­რო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლი­სი­სა და იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად და­კა­ვე­ბულ იქნა 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ჯა­ნი­აშ­ვი­ლი, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გუ­რამ ხვა­და­გი­ა­ნი, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ამი­რან ლაკ­ვა­ხე­ლი­ა­ნი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია.

პო­ლი­ცი­ამ ბან­კი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ პო­ლი­ცია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მომ­ხდა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის უმოკ­ლეს ვა­და­ში გა­მო­ძი­ე­ბა­ზე.

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­ნა­შა­ვე პირ­თა და­კა­ვე­ბა ხდე­ბა დრო­ის მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლურ ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა მყი­სი­ე­რი და ეფექ­ტუ­რი, რაც გარ­და­უ­ვალს გახ­დის თი­თო­ე­უ­ლი დამ­ნა­შა­ვე პი­რის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის სა­კითხს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
22 სექტემბერი ჟესტური ენის მსოფლიო დღეა
ავტორი:

ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" 19 და 21 წლის ბიჭებმა დააყაჩაღეს - შსს-მ ბრალდებულები დააკავა

ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" 19 და 21 წლის ბიჭებმა დააყაჩაღეს - შსს-მ ბრალდებულები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი დანაშაულის ჩადენიდან 24 საათში გახსნა. საქმეზე დაკავებულია 3 პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ გამართლა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 აპრილს დილის საათებში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალს, იარაღის მუქარით გაიტაცა თანხა 2 030 ლარამდე და მიიმალა. ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის მზადების და შემდგომი განვითარების პროცესი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 1998 წელს დაბადებული გურამ ხვადაგიანი, 1998 წელს დაბადებული ამირან ლაკვახელიანი. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.

პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პოლიცია აქტიურად მუშაობს დანაშაულის პრევენციისა და მომხდარი კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გამოძიებაზე.

უმეტეს შემთხვევაში დანაშაულის გამოძიება და დამნაშავე პირთა დაკავება ხდება დროის მოკლე პერიოდში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კრიმინალურ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება მყისიერი და ეფექტური, რაც გარდაუვალს გახდის თითოეული დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის საკითხს.

ჭიათურაში შეიარაღებულმა პირებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს

დაპირისპირება ახალქალაქში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი