პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლები მეხმარებოდნენ... ძიძის ყოლის საშუალება არ გვქონდა" - რატომ "აწვალებდა" პეტრე კოლხს ცოლი და როგორია 6 შვილის დედობა
"მშობლები მეხმარებოდნენ... ძიძის ყოლის საშუალება არ გვქონდა" - რატომ "აწვალებდა" პეტრე კოლხს ცოლი და როგორია 6 შვილის დედობა

ნინო ვე­კუ­ას მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში დიდი ხა­ნია მო­ექ­ცა - ის მო­ძღვა­რია და სა­კუ­თა­რი აზ­რი­სა და პო­ზი­ცი­ის თა­მა­მად გა­მო­ხატ­ვის გამო, ზოგ­ჯერ სკან­და­ლუ­რა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, იგი­ვე პეტ­რე კოლ­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქ­ტი­უ­რია, ჰყავს მრევ­ლი, უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მკი­თხვე­ლი, მაგ­რამ მა­ვანს მის­გან ლი­რი­კუ­ლი პო­ე­ზია ეხა­მუ­შე­ბა...

მამა პეტ­რეს და ნინო ვე­კუ­ას 6 შვი­ლი ჰყავთ. ნინო პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გია და შვი­ლე­ბის აღ­ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად, მოს­წავ­ლე­ებ­ზეც ყო­ველ­დღი­უ­რად ზრუ­ნავს.

AMBEBI.GE ამ­ჯე­რად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მე­უღ­ლის ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და - ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ვე­კუა გულ­წრფე­ლი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა, გუ­ლახ­დი­ლად გვი­ამ­ბო მათი ოჯა­ხის ამ­ბა­ვი და სა­კუ­თა­რი თვა­ლი­თაც დაგ­ვა­ნა­ხა ცნო­ბი­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი.

- რო­დის და რო­გორ გა­ი­ცა­ნით თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, დღეს უკვე პეტ­რე კოლ­ხი?

- ეს იყო ოცი წლის წინ - ორი­ვე­ნი სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დით. ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს არა­ვინ გვაც­ნობ­და. ხში­რად მხვდე­ბო­და ჩემს აუ­დი­ტო­რი­ას­თან, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი.

ერთხე­ლაც შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით ქუ­ჩა­ში: „მე თქვენ გიც­ნობთ - მი­თხრა. მეც შო­რი­დან გიც­ნობთ-მეთ­ქი. არა, მე ახ­ლო­დან გიც­ნობთ, სამ­ყა­როს და­სა­ბა­მი­სას გა­გი­ცა­ნი და მას მერე გე­ძე­ბო. - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ მე მე­ძებთ-მეთ­ქი? - გა­მე­ცი­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სწო­რედ შენ გე­ძებ­დი და გი­პო­ვეო... მე კი სუ­ლაც არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ შენ გე­ლო­დე­ბო­დი-მეთ­ქი, მისი პა­სუ­ხი კი ასე­თი იყო: "ჩვენ ღმერ­თმა ერ­თმა­ნე­თის­თვის გაგ­ვა­ჩი­ნა და ამა­ში ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი და­გარ­წმუ­ნებ­სო".

იმ დღი­დან გა­სა­ქანს არ მაძ­ლევ­და - აჩ­რდი­ლი­ვით ყველ­გან თან დამ­ყვე­ბო­და. ყო­ველ­დღე მიგ­ზავ­ნი­და ლექ­სებს და წე­რი­ლებს. უც­ნობ სტუ­დენ­ტებს ატან­და თა­ვი­სი ხე­ლით დაკ­რე­ფილ თა­ი­გუ­ლებს. ყო­ველ შეს­ვე­ნე­ბა­ზე აუ­დი­ტო­რი­ის კა­რებ­თან მხვდე­ბო­და.

მივ­დი­ო­დი და უკან მომ­ყვე­ბო­და. ვუბ­რაზ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ნა­ბი­ჯი­თაც არ მშორ­დე­ბო­და. მი­ღი­მო­და და სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ყუ­რებ­და. მზე­რას ვა­რი­დებ­დი, ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, ასე რა­ტომ მი­ყუ­რებ-მეთ­ქი. - მიყ­ვარ­ხა­რო, იღი­მე­ბო­და. გიჟი ხარ-მეთ­ქი, - ვე­ტყო­დი და გა­წით­ლე­ბუ­ლი ვტრი­ალ­დე­ბო­დი. მგო­ნი, ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კა­ში გა­დავ­ვარ­დი, მაგ­რამ მარ­თლა ასე იყო...

- რა­ტომ აწ­ვა­ლებ­დით, არ მოგ­წონ­დათ?

- ახლა კი ვხვდე­ბი, რომ ძა­ლი­ან ვაწ­ვა­ლებ­დი, მაგ­რამ ამას სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ვა­კე­თებ­დი. ცი­ვად იმი­ტომ ვექ­ცე­ო­დი, რომ ტკი­ვი­ლის­გან ვი­ცავ­დი თავს. სიყ­ვა­რულ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი და ამავდრო­უ­ლად, მისი მე­ში­ნო­და. ვი­ცო­დი ჩემი გუ­ლის ამ­ბა­ვი, თუ შე­ვიყ­ვა­რებ­დი, ეს სიყ­ვა­რუ­ლი სა­მუ­და­მო იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ შეც­დო­მის უფ­ლე­ბა არ მქონ­და.

- რომ გა­ი­ცა­ნით ეკ­ლე­სი­უ­რი იყო?

- რომ გა­ვი­ცა­ნი, ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რობ­და, მარ­ხვას იცავ­და, წირ­ვა-ლოც­ვას არ აც­დენ­და. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ხე­ტი­ა­ლი - ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის მო­ლოც­ვა. როცა მღვდლო­ბა გა­და­წყვი­ტა, მე ხელი არ შე­მიშ­ლია, თუმ­ცა, ვთხო­ვე, რომ არ ეჩ­ქა­რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა.

- ე.ი. ლექ­სებს მა­ში­ნაც წერ­და... პეტ­რე კოლ­ხი დღეს დე­კა­ნო­ზია, პო­ე­ტი, წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რი, სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხიც აქვს, არის მე­უღ­ლე, მამა… სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი იმას უწუ­ნებს, ერთ-ერთი აარ­ჩი­ოს - იყოს პო­ე­ტი, ან მღვდე­ლი, თით­ქოს ვერ ეგუ­ე­ბი­ან მო­ძღვრის პო­ე­ტო­ბას. რას იტყვით თქვენ?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილს აბ­რკო­ლებს მღვდლის პო­ე­ტო­ბა, მაგ­რამ მე­ო­რე ნა­წი­ლი მის პო­ე­ზი­ა­შიც ღმერ­თს ხე­დავს. იყო პო­ე­ტი და ამა­ვე დროს ღვთის­მსა­ხუ­რი, ეს ხომ უდი­დე­სი მის­ტი­კაა... ზო­გის­თვის მღვდლო­ბა წე­სე­ბი­სა და დოგმე­ბის გა­ნუხ­რე­ლად დაც­ვაა, ზო­გის­თვის კი შე­მოქ­მე­დე­ბა. უფა­ლი ზოგს ერთ ტა­ლანტს აძ­ლევს, ზოგს - ათს. ვი­საც მეტი ეძ­ლე­ვა, მას მე­ტიც მო­ე­თხო­ვე­ბა. პო­ე­ზი­ის ნი­ჭიც და მღვდელმსა­ხუ­რე­ბაც ღვთა­ებ­რი­ვი მად­ლია.

განა შე­იძ­ლე­ბა, მორ­წმუ­ნე ადა­მი­ან­მა უარი თქვას ღვთის მადლზე?! ეს ხომ მკრე­ხე­ლო­ბა და უმა­დუ­რო­ბა იქ­ნე­ბა. ეს მად­ლი ჯვა­რი­ცაა, ძა­ლი­ან მძი­მე და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო, რომ­ლის ტა­რე­ბა­შიც ისევ უფა­ლი ეხ­მა­რე­ბა თა­ვის რჩე­ულს. ნუთუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ პო­ე­ზია "აბე­ლის" და "ამე­ბის" გა­რითმვაა?!

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­სია ღვთის სი­ტყვის გავ­რცე­ლე­ბაა. მო­ძღვა­რი ყველ­გან და ყო­ველ­თვის უნდა ცდი­ლობ­დეს "სწორს ფიქ­რს აძ­ლევ­დეს თემ-სო­ფელს" არა მარ­ტო ქა­და­გე­ბით, არა­მედ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით. მისი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კრე­დო უნდა იყოს - "სი­ტყვა საქ­მი­ა­ნი და საქ­მე სი­ტყვი­ა­ნი". ცნო­ბი­ლი პა­ტე­რი­კია ერთ წმინ­და მა­მა­ზე, რო­მელ­მაც ეშ­მა­კი გა­მო­ი­ყე­ნა იე­რუ­სა­ლი­მის სიწ­მინ­დე­ე­ბის მო­სა­ლო­ცად. რა­ტომ არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სი­კე­თი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის სა­ქა­და­გებ­ლად?

სა­სუ­ლი­ე­რო პირი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლია და, არამც თუ უფ­ლე­ბა აქვს, არა­მედ მო­ვა­ლე­ცაა, აქ­ტი­უ­რად იდ­გეს ერის ზნე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე.

- რთუ­ლია პეტ­რე კოლ­ხის მე­უღ­ლე­ო­ბა?

- დიახ!

- ფი­ლო­ლო­გი ხართ, 6 შვი­ლი­სა და დიდი ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სო­ბის ფონ­ზე, რო­გორც ვიცი, ბევრ რა­მეს ას­წრებთ, ხართ წარ­მა­ტე­ბუ­ლი თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. რო­გორ ახერ­ხებთ?

- მიყ­ვარს საქ­მე, რო­მელ­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბი. მა­რი­ა­მი (უფ­რო­სი გო­გო­ნა) რომ შე­მე­ძი­ნა, ბა­კა­ლავ­რი­ატს ვამ­თავ­რებ­დი. მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სწავ­ლი­სას უკვე დაჩი მყავ­და. ვაჩე რომ მე­ყო­ლა, მა­მაო ახა­ლი ნა­კურ­თხი იყო. მალე რატი და ან­დრი­აც შე­მოგ­ვე­მატ­ნენ, მერე სო­ფია-სე­რა­ფი­ტა გაჩ­ნდა. მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ფი­ზი­კუ­რად თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. მათ გა­რე­შე ვე­რა­ფერს შევ­ძლებ­დი.

ძი­ძის აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან მედგნენ მხარ­ში. ხან ერთს მოჰ­ყავ­და ბა­ღი­დან ერთი ბავ­შვი, ხან - მე­ო­რეს გა­მოჰ­ყავ­და სკო­ლი­დან მე­ო­რე. თვი­თონ თუ ვერ ახერ­ხებ­დნენ, მათ ქმრებს მოჰ­ყავ­დათ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, ისი­ნი ჩემი და ჩემი შვი­ლე­ბის ან­გე­ლო­ზე­ბი არი­ან. ორი პა­ტა­რა სახ­ლში მყავ­და, ორი ბაღ­ში და ორი სკო­ლა­ში. მა­მაო მა­შინ ეპარ­ქი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და და კვი­რა­ო­ბით არ იყო სახ­ლში. მაგ პე­რი­ოდ­ში მა­მაც და­მე­ღუ­პა... ეს ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი დე­და­ჩემ­მა და მე­გობ­რებ­მა გა­და­მა­ტა­ნი­ნეს.

- შვი­ლე­ბი ვახ­სე­ნეთ და მარ­თლაც 6 შვი­ლის დე­დო­ბა დღეს გმი­რო­ბაა...

- თუ ექ­ვსი შვი­ლის დე­დო­ბას გმი­რო­ბად მი­იჩ­ნევთ, ამ გმი­რო­ბის ლო­მის წილი მათ ეკუთ­ვნით: უან­გა­რო, კე­თილ და გუ­ლის­ხმი­ერ ადა­მი­ა­ნებს. მად­ლო­ბა უფალს, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მყავს გვერ­დით.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მას, არა­და, ლა­მის გა­და­შე­ნე­ბის პი­რას ვართ. გარ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რი­სა, რაც ერის გამ­რავ­ლე­ბის ერთ-ერთი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რია, საქ­მე გვაქვს მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მას­თან: მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლი და "არა­მო­დუ­რია“. მარ­თა­ლია, პატ­რი­არ­ქის ძა­ლის­ხმე­ვით სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ეს მა­ინც არ არის საკ­მა­რი­სი. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფომ ბევ­რად ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის.

სო­ფია რომ ბაღ­ში მი­ვიყ­ვა­ნე, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში ჩა­ვა­ბა­რე, პა­რა­ლე­ლუ­რად, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვამ­ზა­დებ­დი. თა­ვი­დან ჩემს ჯგუ­ფე­ლებს ის უკ­ვირ­დათ, ექ­ვსი შვი­ლის დე­დას დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში რა გინ­დაო, მერე ის - ექ­ვსი შვი­ლის დე­დამ ამ­დე­ნი რო­დის და რო­გორ წა­ი­კი­თხეო.

მას შემ­დეგ, რაც წერა-კი­თხვა ვის­წავ­ლე, წიგ­ნი ჩემი ნა­წი­ლი გახ­და. ვკი­თხუ­ლობ­დი ყვე­ლა­ფერს, რაც ხელ­ში მომ­ხვდე­ბო­და: მო­თხრო­ბებს, ნო­ვე­ლებს, რო­მა­ნებს. ქარ­თველ თუ უცხო­ელ მწერ­ლებს, სუს­ტებს თუ გე­ნი­ო­სებს. ვკი­თხუ­ლობ­დი ყველ­გან: მეტ­რო­ში, სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი­ში, სახ­ლში. ვკი­თხუ­ლობ­დი, რო­გორც კი დროს ვი­ხელ­თებ­დი: ბავ­შვის ძუ­ძუ­თი კვე­ბი­სას, ეზო­ში ეტ­ლით სე­ირ­ნო­ბი­სას, ბლი­ნე­ბის კე­თე­ბი­სას...

ამას­წი­ნათ ერ­თმა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა მი­თხრა, თქვენ­ზე მო­თხრო­ბა უნდა დავ­წე­როო: „ქალი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და“. არ ვიცი, რას და­წერს (იმე­დია, ბა­ტონ გუ­რამს არ ეწყი­ნე­ბა...), მაგ­რამ სა­თა­უ­რი სწო­რად შე­არ­ჩია. ლი­ტე­რა­ტუ­რა მარ­თლაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვცდი­ლობ, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­საც გა­დავ­დო ეს სიყ­ვა­რუ­ლი.

- რა გა­ნი­ცა­დეთ მა­შინ, რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტით თქვე­ნი უფ­რო­სი გო­გო­ნა დამ­ცი­რე­ბის ობი­ექ­ტი გახ­და?

- ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და მგრძნო­ბი­ა­რე ვარ. არ ვიცი, უცებ სა­ი­დან მო­ვი­და ჩემ­ში სა­ო­ცა­რი ძალა, აგ­რე­სი­ის­თვის სიმ­შვი­დით მე­პა­სუ­ხა და, რაც მთა­ვა­რია, ეს გან­წყო­ბა მა­რი­ა­მის­თვი­საც გა­და­მე­დო. ისე­დაც ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი ჰქონ­და, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში იყო, ამ დროს ტრა­გი­კუ­ლად და­ე­ღუ­პა სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი. ბავ­შვი სუ­ლი­ერ კრი­ზისს გა­ნიც­დი­და და ამ დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის ფო­ტო­ებს და­აფ­რი­ა­ლებ­დნენ სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით.

ეს აგ­რე­სია მი­მარ­თუ­ლი იყო არა მა­რი­ა­მის, არა­მედ მა­მა­ოს წი­ნა­აღ­მდეგ და არა­ვინ ფიქ­რობ­და იმა­ზე, თუ რო­გორ იმოქ­მე­დებ­და ეს ბავ­შვის ფსი­ქი­კა­ზე.

მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას, ვინც თუნ­დაც ერთი სი­ტყვით თუ კო­მენ­ტა­რით გა­მო­ხა­ტა სით­ბო და თა­ნაგ­რძნო­ბა. მათი თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა სიბ­ნე­ლე­ში შე­მოჭ­რი­ლი მზის სხი­ვი­ვით გვე­ი­მე­დე­ბო­და. ვა­მა­ყობ მა­რი­ა­მით, არა მხო­ლოდ რო­გორც შვი­ლით, არა­მედ, რო­გორც პი­როვ­ნე­ბით. პა­ტა­რა ასაკ­ში ბევ­რი სირ­თუ­ლის და ტკი­ვი­ლის დაძ­ლე­ვა მო­უხ­და. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და ემ­პა­თი­უ­რია.

მარ­კე­სი ამ­ბობ­და: "ადა­მი­ანს მხო­ლოდ მა­შინ აქვს უფ­ლე­ბა ზე­მო­დან უყუ­როს მე­ო­რე ადა­მი­ანს, რო­დე­საც წა­მოდ­გო­მა­ში ეხ­მა­რე­ბაო". ვფიქ­რობ, სხვის ცხოვ­რე­ბა­ში ჩვე­ნი ჩა­რე­ვა, მხო­ლოდ სი­კე­თის ქმნით უნდა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­დეს და არა ჭკუ­ის სწავ­ლე­ბით. შე­ვე­ცა­დოთ ქრის­ტეს სი­ტყვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას "ითხო­ვე და მო­გე­ცე­მაო". ვი­თხო­ვოთ გული წმინ­და და სული წრფე­ლი და გავ­ცეთ მეტი სი­კე­თე, მეტი სიყ­ვა­რუ­ლი!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელისო
1

რომელია სწორი ტაქსიში თუ ტაქსში?

ჰმ
2

//სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის ფო­ტო­ებს და­აფ­რი­ა­ლებ­დნენ სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით.//

 

ეს ხომ სენი ბრალი იყო?! ამიყტომ უნდა დავფქირდეტ მშობლები რას ვაკეტებთ. ეს მეც მეხება

ავტორი:

"მშობლები მეხმარებოდნენ... ძიძის ყოლის საშუალება არ გვქონდა" - რატომ "აწვალებდა" პეტრე კოლხს ცოლი და როგორია 6 შვილის დედობა

"მშობლები მეხმარებოდნენ... ძიძის ყოლის საშუალება არ გვქონდა" - რატომ "აწვალებდა" პეტრე კოლხს ცოლი და როგორია 6 შვილის დედობა

ნინო ვეკუას მეუღლე საზოგადოების ინტერესის სფეროში დიდი ხანია მოექცა - ის მოძღვარია და საკუთარი აზრისა და პოზიციის თამამად გამოხატვის გამო, ზოგჯერ სკანდალურადაც მოიხსენიებენ.

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი სოციალურ ქსელშიც აქტიურია, ჰყავს მრევლი, უამრავი გულშემატკივარი, მკითხველი, მაგრამ მავანს მისგან ლირიკული პოეზია ეხამუშება...

მამა პეტრეს და ნინო ვეკუას 6 შვილი ჰყავთ. ნინო პროფესიით ფილოლოგია და შვილების აღზრდის პარალელურად, მოსწავლეებზეც ყოველდღიურად ზრუნავს.

AMBEBI.GE ამჯერად სასულიერო პირის მეუღლის ცხოვრებით დაინტერესდა - ქალბატონი ნინო ვეკუა გულწრფელი რესპონდენტი აღმოჩნდა, გულახდილად გვიამბო მათი ოჯახის ამბავი და საკუთარი თვალითაც დაგვანახა ცნობილი მეორე ნახევარი.

- როდის და როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე, პეტრე კვარაცხელია, დღეს უკვე პეტრე კოლხი?

- ეს იყო ოცი წლის წინ - ორივენი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდით. ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ ერთმანეთს არავინ გვაცნობდა. ხშირად მხვდებოდა ჩემს აუდიტორიასთან, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.

ერთხელაც შემთხვევით შევხვდით ქუჩაში: „მე თქვენ გიცნობთ - მითხრა. მეც შორიდან გიცნობთ-მეთქი. არა, მე ახლოდან გიცნობთ, სამყაროს დასაბამისას გაგიცანი და მას მერე გეძებო. - დარწმუნებული ხართ, რომ მე მეძებთ-მეთქი? - გამეცინა. დარწმუნებული ვარ, სწორედ შენ გეძებდი და გიპოვეო... მე კი სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ შენ გელოდებოდი-მეთქი, მისი პასუხი კი ასეთი იყო: "ჩვენ ღმერთმა ერთმანეთისთვის გაგვაჩინა და ამაში ჩემი სიყვარული დაგარწმუნებსო".

იმ დღიდან გასაქანს არ მაძლევდა - აჩრდილივით ყველგან თან დამყვებოდა. ყოველდღე მიგზავნიდა ლექსებს და წერილებს. უცნობ სტუდენტებს ატანდა თავისი ხელით დაკრეფილ თაიგულებს. ყოველ შესვენებაზე აუდიტორიის კარებთან მხვდებოდა.

მივდიოდი და უკან მომყვებოდა. ვუბრაზდებოდი, მაგრამ ნაბიჯითაც არ მშორდებოდა. მიღიმოდა და საოცარი სიყვარულით მიყურებდა. მზერას ვარიდებდი, ვეჩხუბებოდი, ასე რატომ მიყურებ-მეთქი. - მიყვარხარო, იღიმებოდა. გიჟი ხარ-მეთქი, - ვეტყოდი და გაწითლებული ვტრიალდებოდი. მგონი, ძალიან რომანტიკაში გადავვარდი, მაგრამ მართლა ასე იყო...

- რატომ აწვალებდით, არ მოგწონდათ?

- ახლა კი ვხვდები, რომ ძალიან ვაწვალებდი, მაგრამ ამას სპეციალურად არ ვაკეთებდი. ცივად იმიტომ ვექცეოდი, რომ ტკივილისგან ვიცავდი თავს. სიყვარულზე ვოცნებობდი და ამავდროულად, მისი მეშინოდა. ვიცოდი ჩემი გულის ამბავი, თუ შევიყვარებდი, ეს სიყვარული სამუდამო იქნებოდა, ამიტომ შეცდომის უფლება არ მქონდა.

- რომ გაიცანით ეკლესიური იყო?

- რომ გავიცანი, ეკლესიურად ცხოვრობდა, მარხვას იცავდა, წირვა-ლოცვას არ აცდენდა. ყოველთვის ძალიან უყვარდა ხეტიალი - ეკლესია-მონასტრების მოლოცვა. როცა მღვდლობა გადაწყვიტა, მე ხელი არ შემიშლია, თუმცა, ვთხოვე, რომ არ ეჩქარა გადაწყვეტილების მიღება და ამხელა პასუხისმგებლობის აღება.

- ე.ი. ლექსებს მაშინაც წერდა... პეტრე კოლხი დღეს დეკანოზია, პოეტი, წიგნების ავტორი, სამეცნიერო ხარისხიც აქვს, არის მეუღლე, მამა… საზოგადოების ნაწილი იმას უწუნებს, ერთ-ერთი აარჩიოს - იყოს პოეტი, ან მღვდელი, თითქოს ვერ ეგუებიან მოძღვრის პოეტობას. რას იტყვით თქვენ?

- საზოგადოების ერთ ნაწილს აბრკოლებს მღვდლის პოეტობა, მაგრამ მეორე ნაწილი მის პოეზიაშიც ღმერთს ხედავს. იყო პოეტი და ამავე დროს ღვთისმსახური, ეს ხომ უდიდესი მისტიკაა... ზოგისთვის მღვდლობა წესებისა და დოგმების განუხრელად დაცვაა, ზოგისთვის კი შემოქმედება. უფალი ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს - ათს. ვისაც მეტი ეძლევა, მას მეტიც მოეთხოვება. პოეზიის ნიჭიც და მღვდელმსახურებაც ღვთაებრივი მადლია.

განა შეიძლება, მორწმუნე ადამიანმა უარი თქვას ღვთის მადლზე?! ეს ხომ მკრეხელობა და უმადურობა იქნება. ეს მადლი ჯვარიცაა, ძალიან მძიმე და საპასუხისმგებლო, რომლის ტარებაშიც ისევ უფალი ეხმარება თავის რჩეულს. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ პოეზია "აბელის" და "ამების" გარითმვაა?!

სასულიერო პირის ერთ-ერთი მთავარი მისია ღვთის სიტყვის გავრცელებაა. მოძღვარი ყველგან და ყოველთვის უნდა ცდილობდეს "სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს" არა მარტო ქადაგებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავისი ცხოვრების წესით. მისი ცხოვრებისეული კრედო უნდა იყოს - "სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი". ცნობილი პატერიკია ერთ წმინდა მამაზე, რომელმაც ეშმაკი გამოიყენა იერუსალიმის სიწმინდეების მოსალოცად. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ სოციალური ქსელი სიკეთისა და სიყვარულის საქადაგებლად?

სასულიერო პირი საზოგადოების ნაწილია და, არამც თუ უფლება აქვს, არამედ მოვალეცაა, აქტიურად იდგეს ერის ზნეობრივი ღირებულებების სადარაჯოზე.

- რთულია პეტრე კოლხის მეუღლეობა?

- დიახ!

- ფილოლოგი ხართ, 6 შვილისა და დიდი ოჯახის დიასახლისობის ფონზე, როგორც ვიცი, ბევრ რამეს ასწრებთ, ხართ წარმატებული თქვენს საქმიანობაში. როგორ ახერხებთ?

- მიყვარს საქმე, რომელსაც ვემსახურები. მარიამი (უფროსი გოგონა) რომ შემეძინა, ბაკალავრიატს ვამთავრებდი. მაგისტრატურაზე სწავლისას უკვე დაჩი მყავდა. ვაჩე რომ მეყოლა, მამაო ახალი ნაკურთხი იყო. მალე რატი და ანდრიაც შემოგვემატნენ, მერე სოფია-სერაფიტა გაჩნდა. მშობლები ძალიან მეხმარებოდნენ ფიზიკურად თუ მატერიალურად. მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი.

ძიძის აყვანის საშუალება არ მქონდა, მაგრამ მეგობრები ძალიან მედგნენ მხარში. ხან ერთს მოჰყავდა ბაღიდან ერთი ბავშვი, ხან - მეორეს გამოჰყავდა სკოლიდან მეორე. თვითონ თუ ვერ ახერხებდნენ, მათ ქმრებს მოჰყავდათ. მთელი ცხოვრება ამ ადამიანების მადლიერი ვიქნები, ისინი ჩემი და ჩემი შვილების ანგელოზები არიან. ორი პატარა სახლში მყავდა, ორი ბაღში და ორი სკოლაში. მამაო მაშინ ეპარქიაში მსახურობდა და კვირაობით არ იყო სახლში. მაგ პერიოდში მამაც დამეღუპა... ეს ურთულესი პერიოდი დედაჩემმა და მეგობრებმა გადამატანინეს.

- შვილები ვახსენეთ და მართლაც 6 შვილის დედობა დღეს გმირობაა...

- თუ ექვსი შვილის დედობას გმირობად მიიჩნევთ, ამ გმირობის ლომის წილი მათ ეკუთვნით: უანგარო, კეთილ და გულისხმიერ ადამიანებს. მადლობა უფალს, რომ ასეთი ადამიანები მყავს გვერდით.

სამწუხაროდ, საქართველოში სათანადო ყურადღება არ ექცევა დემოგრაფიულ პრობლემას, არადა, ლამის გადაშენების პირას ვართ. გარდა მატერიალური სიდუხჭირისა, რაც ერის გამრავლების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, საქმე გვაქვს მენტალურ პრობლემასთან: მრავალშვილიანობა არაპრესტიჟული და "არამოდურია“. მართალია, პატრიარქის ძალისხმევით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. ვფიქრობ, სახელმწიფომ ბევრად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას მრავალშვილიანობის პოპულარიზაციისთვის.

სოფია რომ ბაღში მივიყვანე, დოქტორანტურაში ჩავაბარე, პარალელურად, აბიტურიენტებს ვამზადებდი. თავიდან ჩემს ჯგუფელებს ის უკვირდათ, ექვსი შვილის დედას დოქტორანტურაში რა გინდაო, მერე ის - ექვსი შვილის დედამ ამდენი როდის და როგორ წაიკითხეო.

მას შემდეგ, რაც წერა-კითხვა ვისწავლე, წიგნი ჩემი ნაწილი გახდა. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა: მოთხრობებს, ნოველებს, რომანებს. ქართველ თუ უცხოელ მწერლებს, სუსტებს თუ გენიოსებს. ვკითხულობდი ყველგან: მეტროში, სამარშუტო ტაქსიში, სახლში. ვკითხულობდი, როგორც კი დროს ვიხელთებდი: ბავშვის ძუძუთი კვებისას, ეზოში ეტლით სეირნობისას, ბლინების კეთებისას...

ამასწინათ ერთმა აბიტურიენტმა მითხრა, თქვენზე მოთხრობა უნდა დავწეროო: „ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. არ ვიცი, რას დაწერს (იმედია, ბატონ გურამს არ ეწყინება...), მაგრამ სათაური სწორად შეარჩია. ლიტერატურა მართლაც ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებსაც გადავდო ეს სიყვარული.

- რა განიცადეთ მაშინ, როდესაც ინტერნეტით თქვენი უფროსი გოგონა დამცირების ობიექტი გახდა?

- ზოგადად, ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ვარ. არ ვიცი, უცებ საიდან მოვიდა ჩემში საოცარი ძალა, აგრესიისთვის სიმშვიდით მეპასუხა და, რაც მთავარია, ეს განწყობა მარიამისთვისაც გადამედო. ისედაც ურთულესი პერიოდი ჰქონდა, გარდატეხის ასაკში იყო, ამ დროს ტრაგიკულად დაეღუპა საუკეთესო მეგობარი. ბავშვი სულიერ კრიზისს განიცდიდა და ამ დროს სოციალურ ქსელში მის ფოტოებს დააფრიალებდნენ საშინელი კომენტარებით.

ეს აგრესია მიმართული იყო არა მარიამის, არამედ მამაოს წინააღმდეგ და არავინ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ბავშვის ფსიქიკაზე.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თუნდაც ერთი სიტყვით თუ კომენტარით გამოხატა სითბო და თანაგრძნობა. მათი თითოეული სიტყვა სიბნელეში შემოჭრილი მზის სხივივით გვეიმედებოდა. ვამაყობ მარიამით, არა მხოლოდ როგორც შვილით, არამედ, როგორც პიროვნებით. პატარა ასაკში ბევრი სირთულის და ტკივილის დაძლევა მოუხდა. ძალიან ძლიერი და ემპათიურია.

მარკესი ამბობდა: "ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს მეორე ადამიანს, როდესაც წამოდგომაში ეხმარებაო". ვფიქრობ, სხვის ცხოვრებაში ჩვენი ჩარევა, მხოლოდ სიკეთის ქმნით უნდა შემოიფარგლებოდეს და არა ჭკუის სწავლებით. შევეცადოთ ქრისტეს სიტყვების აღსრულებას "ითხოვე და მოგეცემაო". ვითხოვოთ გული წმინდა და სული წრფელი და გავცეთ მეტი სიკეთე, მეტი სიყვარული!

"შემიძლია დავიტრაბახო, შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს" - კალაძე

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?

"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე