სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ეკრანზე ჩნდები, მაქსიმალურად მოვლილი უნდა იყო" - ტელეწამყვანი ოჯახზე, პროფესიასა და თავის მოვლის საშუალებებზე
"როდესაც ეკრანზე ჩნდები, მაქსიმალურად მოვლილი უნდა იყო" - ტელეწამყვანი ოჯახზე, პროფესიასა და თავის მოვლის საშუალებებზე

ნი­ნუ­ცა ორ­ჯო­ნი­კი­ძე "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გა­და­ცე­მის - "ნა­შუ­ა­დღე­ვის" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი გახ­ლავთ. ის რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი მი­ლი­არ­დე­რის, მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი ვიცე-მე­რის სოსო ორ­ჯო­ნი­კი­ძის რძა­ლია. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სი­ა­ზე, ჩაც­მის სტილ­ზე, თა­ვის მოვ­ლა­ზე და ოჯახ­ზე ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

- დი­დად პრან­ჭია ბავ­შვი არ ვყო­ფილ­ვარ, უფრო ცელ­ქი, მოძ­რა­ვი და ენერ­გი­უ­ლი ვი­ყა­ვი. თან, ჩემი ბავ­შვო­ბა 90-იან წლებს და­ემ­თხვა. ცო­ტა­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი და სით­ბო­თი სავ­სე ბავ­შვო­ბა გვქონ­და. ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია - მა­ღა­ზია, კაფე თუ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, მა­შინ არ იყო. ბავ­შვე­ბი ეზო­ში ვთა­მა­შობ­დით. ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და, კარ­გად ვერ­თო­ბო­დით, ხა­ლი­სი­ა­ნე­ბი ვი­ყა­ვით...

- დღეს გაპ­რან­ჭვა გიყ­ვარს?

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ეკ­რან­ზე ჩნდე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ე­ცა­დო, მოვ­ლი­ლი იყო, რად­გან ეკ­რან­ზე ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჩანს. შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გრი­მი­ო­რე­ბი, ვი­ზა­ჟის­ტე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან. წამ­ყვა­ნე­ბის ჩაც­მის სტილ­ზე, ნე­ბის­მი­ერ დე­ტალ­ზე "ფრო­დაქ­შე­ნის" ჯგუ­ფი ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ობს... რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მა­კი­აჟს თით­ქმის არა­სო­დეს ვხმა­რობ და გა­ცი­ლე­ბით უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლად ვიც­ვამ - ჯინ­სის შარ­ვა­ლი და მა­ი­სუ­რი ჩემი გა­ნუყ­რე­ლი "მე­გო­ბა­რია".

- შენ­თვის, რო­გორც ტე­ლე­წამ­ყვა­ნის­თვის შერ­ჩე­უ­ლი სა­მო­სი შენს გე­მოვ­ნე­ბას ყო­ველ­თვის ემ­თხვე­ვა?

- ამ სა­კითხს ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მიგ­ვა­რე­ბენ - მე სულ რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ეკ­რან­ზე ვჩან­ვარ. კი­დევ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს ვი­ტყვი: შე­იძ­ლე­ბა, ის სა­მო­სი, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ლა­მა­ზია, ეკ­რანს სა­ერ­თოდ არ უხ­დე­ბო­დეს და პი­რი­ქით - რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნოს, ეკ­რან­ზე ლა­მა­ზი ჩან­დეს. ამი­ტომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზე მინ­დო­ბი­ლი ვარ.

- ეკ­რან­ზე კე­დებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლიც ჩნდე­ბი...

- კი. 2-სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი ეთე­რია და საკ­მა­ოდ დამ­ღლე­ლია, როცა მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი გაც­ვია. კე­დე­ბის ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­დი­უ­სე­რებს პრობ­ლე­მა არ აქვთ, პი­რი­ქით... "ნა­შუ­ა­დღევს" აკა­დე­მი­უ­რი გა­და­ცე­მა არ არის. თუ გა­და­ცე­მა ისეთ თე­მებ­ზეა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აკა­დე­მი­უ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ, გვაფრ­თხი­ლე­ბენ. თა­ვი­სუ­ფა­ლი ფორ­მა­ტი გვაქვს, რო­გორც ჩაც­მუ­ლო­ბის, ასე­ვე წაყ­ვა­ნის თვალ­საზ­რი­სით.

ფი­ნან­სის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

- ამ­ჟა­მად, ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ჩვე­ნი გა­და­ცე­მა ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რს ვმუ­შა­ობთ, რომ უკე­თე­სი წამ­ყვა­ნე­ბი ვი­ყოთ, მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი მი­ვი­ტა­ნოთ. საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი, დი­ნა­მი­კუ­რი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ეთე­რი გვაქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ძი­რი­თა­დად, ინ­ფორ­მა­ცი­ის ძი­ე­ბა­ში ვარ. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შვილ­ზე ზრუნ­ვით გახ­ლა­ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი.

- კი­დევ სად­მე მუ­შა­ობ?

- არა, რას ამ­ბობთ! ამ საქ­მეს ბევ­რი დრო სჭირ­დე­ბა. ერთი პე­რი­ო­დი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ზეც" ვმუ­შა­ობ­დი და მა­შინ კვი­რა­ში 6 დღე მუ­შა­ო­ბა მი­წევ­და, საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი. ეს სულ რა­ღაც თვე-ნა­ხე­ვა­რი გაგ­რძელ­და. ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო! ისე გა­მი­ხარ­და, წამ­ყვა­ნად რომ შე­მარ­ჩი­ეს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი!

- რო­გორ ფიქ­რობ, შენ რა­ტომ შე­გარ­ჩი­ეს?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, მე­ში­ნია ვი­კი­თხო. ხომ იცი, რომ გა­გი­მარ­თლებს, ჯო­ბია არ იკი­თხო, რა­ტომ გა­გი­მარ­თლა (იცი­ნის). "ნა­შუ­ა­დღევ­ში" რომ მოვ­ხვდი, ამა­შიც სა­ოც­რად გა­მი­მარ­თლა, რად­გან საკ­მა­ოდ რთუ­ლი კას­ტინ­გი ჩა­ტარ­და. ყვე­ლა შე­სარ­ჩე­ვი გოგო ძა­ლი­ან კარ­გი იყო. ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლა ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რო­გორ გა­გი­მარ­თლებს.

- "ნა­შუ­ა­დღე­ვის" წამ­ყვა­ნო­ბამ­დე რას საქ­მი­ა­ნობ­დი?

- პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტი ვარ. სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კში ვმუ­შა­ობ­დი. ასე­ვე, სა­უ­დი­ტო­რო კომ­პა­ნი­ა­ში სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე, რო­დე­საც ვსწავ­ლობ­დი... ბოლო 3 წე­ლი­წა­დია, უკვე ტე­ლე­ვი­ზი­ით დავ­კავ­დი, ოღონდ რო­დე­საც სტა­ჟი­რე­ბას გავ­დი­ო­დი, ძი­რი­თა­დად, ეკ­რან­ზე არ ვჩან­დი - რე­პორ­ტი­ო­რად ვმუ­შა­ობ­დი.

თა­ვის მოვ­ლა

სა­ტე­ლე­ვი­ზიო გრი­მის გა­კე­თე­ბა ხში­რად გვი­წევს. შე­დე­გად, სა­ხის კანი გა­დაღ­ლი­ლია. უბ­რა­ლოდ, ყო­ველ დილა-სა­ღა­მოს კანს ვი­ტე­ნი­ა­ნებ. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ვვარ­ჯი­შობ. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ძა­ლი­ან კარ­გია, არა მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, არა­მედ - კარგ ხა­სი­ათ­ზეც დგე­ბი ადა­მი­ა­ნი, ენერ­გი­უ­ლი ხარ... კვე­ბის რე­ჟიმს რაც შე­ე­ხე­ბა, გა­კონ­ტრო­ლე­ბას წი­ნათ უფრო ვა­ხერ­ხებ­დი, რომ უფრო მე­ტად ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი მე­ჭა­მა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ჩვე­ნი გა­და­ცე­მა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვია. რომ ვიღ­ლე­ბი, ხან შო­კო­ლადს შევ­ჭამ, ხან - სხვა ტკბი­ლე­ულს, რომ "ენერ­გი­ა­ზე მო­მიყ­ვა­ნოს". რაც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, უფრო მეტ ტკბი­ლე­ულს ვჭამ. ისე, ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბო. ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მიყ­ვარს და ჩემს თავს გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის ჭა­მა­ზე უარს არ ვე­უბ­ნე­ბი.

ოჯა­ხი

- 9 წე­ლია, გა­თხო­ვი­ლი ვარ. მყავს მე­უღ­ლე და ერთი ბიჭი - ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და კე­თი­ლი. ჩემი შვი­ლი ჩვე­ნი გა­და­ცე­მის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით, "ლე­ვან ჯო­ბა­ვას სამ­ზა­რე­უ­ლო" უყ­ვარს. სკო­ლის მო­წა­ფეა. ტე­ლე­ვი­ზია მოს­წონს და ჩვენ­თან ერ­თად, იქ ბევრ დროს ატა­რებს. ყვე­ლას იც­ნობს. პე­რი­ო­დუ­ლად უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, კა­მე­რა­შიც ჩა­ი­ხე­დოს და სა­ე­თე­რო­შიც შე­ვი­დეს - კარ­გად იქ­ცე­ვა...წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

ავტორი:

"როდესაც ეკრანზე ჩნდები, მაქსიმალურად მოვლილი უნდა იყო" - ტელეწამყვანი ოჯახზე, პროფესიასა და თავის მოვლის საშუალებებზე

"როდესაც ეკრანზე ჩნდები, მაქსიმალურად მოვლილი უნდა იყო" - ტელეწამყვანი ოჯახზე, პროფესიასა და თავის მოვლის საშუალებებზე

ნინუცა ორჯონიკიძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემის - "ნაშუადღევის" ერთ-ერთი წამყვანი გახლავთ. ის რუსეთში ცნობილი მილიარდერის, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის სოსო ორჯონიკიძის რძალია. ტელეწამყვანი პროფესიაზე, ჩაცმის სტილზე, თავის მოვლაზე და ოჯახზე ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში საუბრობს:

- დიდად პრანჭია ბავშვი არ ვყოფილვარ, უფრო ცელქი, მოძრავი და ენერგიული ვიყავი. თან, ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. ცოტათი განსხვავებული, მაგრამ ბედნიერი და სითბოთი სავსე ბავშვობა გვქონდა. ის ყველაფერი, რაც ახლა საქართველოშია - მაღაზია, კაფე თუ სავაჭრო ცენტრი, მაშინ არ იყო. ბავშვები ეზოში ვთამაშობდით. ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, კარგად ვერთობოდით, ხალისიანები ვიყავით...

- დღეს გაპრანჭვა გიყვარს?

- როდესაც ადამიანი ეკრანზე ჩნდები, მაქსიმალურად უნდა შეეცადო, მოვლილი იყო, რადგან ეკრანზე ყველაფერი ძალიან ჩანს. შესაბამისად, ტელევიზიაში გრიმიორები, ვიზაჟისტები გვეხმარებიან. წამყვანების ჩაცმის სტილზე, ნებისმიერ დეტალზე "ფროდაქშენის" ჯგუფი ერთობლივად მუშაობს... რეალურ ცხოვრებაში მაკიაჟს თითქმის არასოდეს ვხმარობ და გაცილებით უფრო მოხერხებულად ვიცვამ - ჯინსის შარვალი და მაისური ჩემი განუყრელი "მეგობარია".

- შენთვის, როგორც ტელეწამყვანისთვის შერჩეული სამოსი შენს გემოვნებას ყოველთვის ემთხვევა?

- ამ საკითხს ჩემზე გაცილებით უფრო გამოცდილი პროფესიონალები მიგვარებენ - მე სულ რამდენიმე თვეა, რაც ეკრანზე ვჩანვარ. კიდევ საინტერესო დეტალს ვიტყვი: შეიძლება, ის სამოსი, რაც ცხოვრებაში ლამაზია, ეკრანს საერთოდ არ უხდებოდეს და პირიქით - რამაც შეიძლება ცხოვრებაში დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინოს, ეკრანზე ლამაზი ჩანდეს. ამიტომ პროფესიონალებზე მინდობილი ვარ.

- ეკრანზე კედებში გამოწყობილიც ჩნდები...

- კი. 2-საათნახევრიანი ეთერია და საკმაოდ დამღლელია, როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია. კედების ჩაცმასთან დაკავშირებით, პროდიუსერებს პრობლემა არ აქვთ, პირიქით... "ნაშუადღევს" აკადემიური გადაცემა არ არის. თუ გადაცემა ისეთ თემებზეა, რომ აუცილებელია, აკადემიურად გამოვიყურებოდეთ, გვაფრთხილებენ. თავისუფალი ფორმატი გვაქვს, როგორც ჩაცმულობის, ასევე წაყვანის თვალსაზრისით.

ფინანსისტი და ტელეწამყვანი

- ამჟამად, ჩემი ძირითადი საქმიანობა ტელევიზიას უკავშირდება. ჩვენი გადაცემა ყველას ძალიან გვიყვარს და საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობთ, რომ უკეთესი წამყვანები ვიყოთ, მაყურებლებისთვის საინტერესო თემები მივიტანოთ. საკმაოდ ხანგრძლივი, დინამიკური და ინფორმაციული ეთერი გვაქვს. შესაბამისად, ძირითადად, ინფორმაციის ძიებაში ვარ. დღის მეორე ნახევარში შვილზე ზრუნვით გახლავართ დაკავებული.

- კიდევ სადმე მუშაობ?

- არა, რას ამბობთ! ამ საქმეს ბევრი დრო სჭირდება. ერთი პერიოდი "საქართველოს ვარსკვლავზეც" ვმუშაობდი და მაშინ კვირაში 6 დღე მუშაობა მიწევდა, საკმაოდ დატვირთული ვიყავი. ეს სულ რაღაც თვე-ნახევარი გაგრძელდა. ძალიან მაგარი იყო! ისე გამიხარდა, წამყვანად რომ შემარჩიეს, გაოგნებული ვიყავი!

- როგორ ფიქრობ, შენ რატომ შეგარჩიეს?

- წარმოდგენა არ მაქვს, მეშინია ვიკითხო. ხომ იცი, რომ გაგიმართლებს, ჯობია არ იკითხო, რატომ გაგიმართლა (იცინის). "ნაშუადღევში" რომ მოვხვდი, ამაშიც საოცრად გამიმართლა, რადგან საკმაოდ რთული კასტინგი ჩატარდა. ყველა შესარჩევი გოგო ძალიან კარგი იყო. ცხოვრებაში მართლა ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაგიმართლებს.

- "ნაშუადღევის" წამყვანობამდე რას საქმიანობდი?

- პროფესიით ფინანსისტი ვარ. საინვესტიციო ბანკში ვმუშაობდი. ასევე, საუდიტორო კომპანიაში სტაჟირება გავიარე, როდესაც ვსწავლობდი... ბოლო 3 წელიწადია, უკვე ტელევიზიით დავკავდი, ოღონდ როდესაც სტაჟირებას გავდიოდი, ძირითადად, ეკრანზე არ ვჩანდი - რეპორტიორად ვმუშაობდი.

თავის მოვლა

სატელევიზიო გრიმის გაკეთება ხშირად გვიწევს. შედეგად, სახის კანი გადაღლილია. უბრალოდ, ყოველ დილა-საღამოს კანს ვიტენიანებ. როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, აუცილებლად ვვარჯიშობ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგია, არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ - კარგ ხასიათზეც დგები ადამიანი, ენერგიული ხარ... კვების რეჟიმს რაც შეეხება, გაკონტროლებას წინათ უფრო ვახერხებდი, რომ უფრო მეტად ჯანსაღი საკვები მეჭამა. როგორც აღვნიშნე, ჩვენი გადაცემა საკმაოდ ხანგრძლივია. რომ ვიღლები, ხან შოკოლადს შევჭამ, ხან - სხვა ტკბილეულს, რომ "ენერგიაზე მომიყვანოს". რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ. ისე, ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. ქართული სამზარეულო მიყვარს და ჩემს თავს გემრიელი ქართული კერძების ჭამაზე უარს არ ვეუბნები.

ოჯახი

- 9 წელია, გათხოვილი ვარ. მყავს მეუღლე და ერთი ბიჭი - ძალიან საყვარელი და კეთილი. ჩემი შვილი ჩვენი გადაცემის დიდი გულშემატკივარია. განსაკუთრებით, "ლევან ჯობავას სამზარეულო" უყვარს. სკოლის მოწაფეა. ტელევიზია მოსწონს და ჩვენთან ერთად, იქ ბევრ დროს ატარებს. ყველას იცნობს. პერიოდულად უფლებას აძლევენ, კამერაშიც ჩაიხედოს და საეთეროშიც შევიდეს - კარგად იქცევა...წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

"ხშირად მწერენ, შეირგე ბავშვობაო... ბევრი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე" - როგორ ზრუნავს გარეგნობაზე რუსკა ქარქაშაძე და რას საყვედურობენ სოციალურ ქსელში

დაარღვია თუ არა "ჯორჯიან მანგანეზმა" ე.წ. ტრესტის შენობის რეაბილიტაციისას კანონი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტება

პარლამენტთან დაკავებულებს შორის საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე არიან - რას აცხადებენ შსს-ში?