ავტორი:

"ახლოდან ძალიან ზრდილობიანია, შორიდან არის უზრდელი" - გიგა ბოკერიას პასუხი ზაზა პაპუაშვილის უცენზურო რეპლიკაზე

"ახლოდან ძალიან ზრდილობიანია, შორიდან არის უზრდელი" - გიგა ბოკერიას პასუხი ზაზა პაპუაშვილის უცენზურო რეპლიკაზე

ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი - არ ვიცი ამ კაცს რა ვუწოდო, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრის, ზაზა პაპუაშვილის მისამართით გააკეთა.

თავის მხრივ, პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას, რომელიც სახალხო დამცველს შეკითხვით მიმართავდა, ადგილიდან უცენზურო რეპლიკებით მიმართა.

"თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ, ახლოდან დამელაპარაკეთ შესვენების დროს", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ზაზა პაპუაშვილის ერთგვარი გაღიზიანება გიგა ბოკერიას იმ განცხადებას მოჰყვა, როცა მან სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა, რომ პარლამენტში ის უცნაურ სპექტაკლს იხილავს, რადგან უმრავლესობის ნაწილი მას თანამშრომლობისათვის მადლობას გადაუხდის, ხოლო ნაწილი დაგმობს და ჰკითხავს, თუ სად იყო 2012 წლამდე.

VIDEO: "ეს რობოტი ვინ იყო? რას მიზამ, აბა, გაიმეორე ერთი..." - ბოკერიას პასუხი პაპუაშვილის გინებაზე, რომელიც მიკროფონში არ გაისმა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები