ავტორი:

გლაუკომასთან ბრძოლის ახალი შესაძლებლობები - პაციენტთა სკოლის შეხვედრა გლაუკომის ცენტრში

გლაუკომასთან ბრძოლის ახალი შესაძლებლობები - პაციენტთა სკოლის შეხვედრა გლაუკომის ცენტრში

სტატისტიკური მონაცემების თანახმად მსოფლიოში 80 მილიონამდე ადამიანს აწუხებს თვალის დაავადება, სახელად გლაუკომა. ზოგადად, გლაუკომას სიბრმავის გამომწვევ მიზეზებს შორის მესამე ადგილი უკავია. ლიტერატურული მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ ერთ წუთში გლაუკომით ერთი ადამიანი ბრმავდება, ხოლო ყოველ 10 წუთში - ერთი ბავშვი.

გლაუკომა ის დაავადებაა, რომელიც მხედველობის უმნიშვნელო პრობლემად აღიქმება საზოგადოებისთვის. რეალურად კი, თუ პაციენტი მკურნალობას არ ჩაიტარებს, სერიოზული გართულებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ეს დაავადება გამოწვეულია შიდა თვალის წნევით და აზიანებს ოპტიკურ ნერვს. გლაუკომის გამო დაკარგული მხედველობის აღდგენა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დაავადებას საწყის ეტაპზევე სათანადო ყურადღება მიექცეს. ეს კი თვალის წნევის პერიოდული კონტროლით ხდება. ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა შესაძლებელია. კონტროლი აუცილებელია, რადგან გლაუკომა წლების მანძილზე შეიძლება ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ვითარდებოდეს. მისი მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

უკვე კარგად განვითარებული დაავადების სიმპტომები ასე გამოიყურება: მხედველობის პერიფერიულ და ცენტრალურ ნაწილში არსებული ლაქები და „გვირაბის ხედვა“, გულის რევის შეგრძნება, თავის ტკივილი, დაბინდული მხედველობა, თვალის სიწითლე და ტკივილია. სწორედ ამიტომ არის ადრეული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესი.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში გლაუკომის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების გამარტივებისთვის გაიხსნა გლაუკომის ცენტრი, რომელიც პაციენტთა სკოლის შეხვედრებსაც აწყობს. შეხვედრაზე, რომელიც 25 აპრილს გაიმართება მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე გლაუკომის, ასევე მისი ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობების შესახებ.

ყველა მსურველს მხედველობის გამოკვლევას ჩაუტარებენ და რეკომენდაციებს მისცემენ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოლეგ გოლოვაჩოვი და მედიცინის დოქტორი, მარიამ გოლოვაჩოვა. დიაგნოსტირებისთვის გამოყენებული იქნება უახლესი, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადრეული დიაგნოსტიკის უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ამ დრომდე ეს პროცესი მეტ-ნაკლებად რთული იყო. ამიერიდან კი ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ულტრათანამედროვე ელექტრორეტინოგრაფის, „დიოფსისის“ მეშვეობით შესაძლებელია დიაგნოზის დასმა განგლიურ უჯრედების აპოპტოზის განვითარების დაწყებით სტადიაზე ანუ - პრეგლაუკომის დიაგნოსტირება. აღნიშნული სადიაგნოსტიკო მოწყობილობა გლაუკომის ადრეულ ეტაპზე დადგენას შესაძლებელს ხდის და გლაუკომის რისკის მქონე პაციენტების აღმოჩენას მნიშვნელოვნად ამარტივებს, შესაბამისად ზრდის გლაუკომის პრევენციის შესაძლებლობას.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსში“ განმარტავენ ელექტრორეტინოგრაფია არის მხედველობის სადიაგნოსტიკო არაინვაზიური, თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ელექტრორეტინოგრაფიის საშუალებით ახდენს გლაუკომის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებას და იძლევა დეტალურ ინფორმაციას პაციენტის მხედველობის შესახებ.

დანადგარი ზომავს მხედველობის სისტემის ელექტრო აქტივობას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო სხვა ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკის ტექნოლოგიებით. თვალში მოხვედრილი სინათლე გარდაიქმნება ელექტროენერგიად და ოპტიკური ნერვის გავლით ხვდება ტვინის იმ ნაწილში, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი. დანადგარი ზომავს სიგნალის სიჩქარეს და სიძლიერეს მთელი გზის მანძილზე, რომელსაც სინათლე გაივლის. შესაბამისად, დანადგარის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს რამდენად მყარი კავშირია თვალებსა და ტვინს შორის.

ეს ტექნოლოგია ხელსაყრელია მხედველობის სხვადასხვა დარღვევის დასადგენად და მისი საშუალებით უკვე შესაძლებელია დავაკვირდეთ როგორც დაავადების პროცესის დინამიკას, ასევე მკურნალობის კორელაციას.

შეიტყვეთ მეტი გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირების უახლესი ტექნოლოგიის - ელექტრორეტინოგრაფიის შესახებ.

"ვმუშაობთ მონოკლონური ანტიხეულის შემოტანაზე... პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება" - თამარ გაბუნია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა

"როგორც ჩანს, აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საჩუქარზე