პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ არ მოსულან მოსასამძიმრებლად..." - რა ეტაპზეა გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე
"ერთხელ არ მოსულან მოსასამძიმრებლად..." - რა ეტაპზეა გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე

2016 წელს გუ­და­ურ­ში, ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა - 22 წლის გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ანს სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის ბრალ­დე­ბით, 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ლი­პარ­ტე­ლი­ანს სას­ჯე­ლი და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­და, ვი­ნა­ი­დან იგი წლე­ბია სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა.

სა­ბო­ლოო ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი 2016 წლის იან­ვარ­ში გუ­და­ურ­ში სრი­ა­ლი­სას, თხი­ლა­მუ­რებ­ზე მდგა­რი გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ამ საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თით­ქმის 2-წლი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, 2017 წლის 29 დე­კემ­ბერს, უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს.

მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ა­ში მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ მურ­მან ისა­ე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ტა­ტიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი შეც­ვა­ლა და ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სსკ-ის 116-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით) წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მას 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­საჯა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვის მხრივ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებ­მა. უზე­ნეს­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს სას­ჯელ­ზე ერთი წელი და­უკ­ლო და 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც უსა­მარ­თლოდ მი­იჩ­ნევს და სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის გაგ­რძე­ლე­ბას სტარსბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გეგ­მავს.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა, ნინო ჟვა­ნია უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს პრე­ცე­დენ­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს.

"სა­ბო­ლოო ინ­სტან­ცი­ის ეს პრე­ცე­დენ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი­სას სხვი­სი და­ზი­ა­ნე­ბა, სხვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია! მჯე­რა, რომ ჩვე­ნი ბრძო­ლა სი­მარ­თლის­თვის ხელს შე­უ­წყობს სხვე­ბის სი­ცო­ცხლის დაც­ვას. ყვე­ლას მინ­და ვთხო­ვო, ნუ და­ვარ­ქმევთ უბე­დურ შემ­თხვე­ვას იმას, რაც ადა­მი­ა­ნის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და რისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!" - ამ­ბობს ნინო ჟვა­ნია.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, ოჯა­ხი მო­ი­თხოვს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შეხ­ვედ­რას, რათა და­ა­ზუს­ტოს, რა ეტაპ­ზეა გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ძებ­ნი­სა და მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სი:

"ჩვენ ვი­თხოვთ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შეხ­ვედ­რას, რათა გა­ვარ­კვი­ოთ, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა სტა­დი­ა­შია ძებ­ნა. წე­რი­ლიც გა­ვუგ­ზავ­ნე პრო­კუ­რა­ტუ­რას. ყვე­ლამ იცის, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს პრა­ღა­ში და სწავ­ლობს იქ. რა მო­ძებ­ნა უნდა? რაც შე­ე­ხე­ბა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სტრას­ბურ­გში საქ­მის გა­სა­ჩივ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს გარ­და იმი­სა, რომ სა­მარ­ცხვი­ნოა, არის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ნათ­ქვა­მიც.

მე გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იუ­რის­ტებ­თან და რო­გორც ცნო­ბი­ლია, სტრას­ბურ­გში საქ­მე მი­დის იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მხა­რე არ არის გა­მო­ძი­ე­ბით კმა­ყო­ფი­ლი. ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი მთე­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბით კმა­ყო­ფი­ლი იყო და ახლა რას ასა­ჩივ­რე­ბენ? მით უმე­ტეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის თან­ხვედ­რა­ში ევ­რო­პულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და არის პრე­ცე­დენ­ტუ­ლი საქ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ნამ გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ, ეს ადა­მი­ა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლი აღარ არის მსჯავ­რდე­ბუ­ლია და არ აპი­რე­ბენ ჩა­მო­იყ­ვა­ნონ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

და­ნა­შა­უ­ლი 2-4 წლამ­დე ივა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას და მი­უ­სა­ჯეს მი­ნი­მა­ლუ­რი, ორი წელი, მაგ­რამ ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი არ იყო ორს მი­უს­ჯიდ­ნენ თუ ათს. მაგ­რამ გა­ა­მარ­თლო სა­ლო­მეს მკვლე­ლი და მი­თხრა, რომ სა­ლო­მეს ბრა­ლია მისი სიკ­ვდი­ლი, ესაა ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი! რაზე სა­უბ­რო­ბენ სა­ერ­თოდ, ერთხელ არ მო­სუ­ლან მო­სა­სამ­ძი­მებ­ლად ოჯა­ხის არც ერთი წევ­რი და დამ­ცი­ნა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ" - გა­ნა­ცხა­და ნინო ჟვა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი­სა და ად­ვო­კა­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას, ისი­ნი აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უსა­მარ­თლოდ მი­იჩ­ნე­ვენ და სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის გაგ­რძე­ლე­ბას სტრას­ბურ­გში აპი­რე­ბენ. AMBEBI.GE და­უ­კა­ვაშრ­და მა­ნა­ნა ლი­პარ­ტე­ლი­ანს, ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მი­დას და ად­ვო­კატს:

"ჩვენ გა­მარ­თლე­ბას ვი­თხოვ­დით, რა­ტომ გა­მო­ი­ტა­ნა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე შავ­ლი­აშ­ვილ­მა და ვის გა­უ­კე­თა ეს მე­სი­ჯი - სხვა გზა არ მაქ­ვსო, არ ვიცი. ჩვენ უკვე მზად გვაქვს სარ­ჩე­ლი და მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში გავ­გზავ­ნით სტრას­ბურ­გში. უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ცხა­დია. არ­სე­ბობს ოთხი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნია გი­ორ­გის გარ­დაც­ვლილ­თან. არ და­ჯა­ხე­ბია. პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ გა­ა­მარ­თლა და ამათ­მა შეკ­ვე­თით გაგ­ვი­კე­თეს ეს. არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ზე­მოქ­მე­დე­ბით და მე­დი­ა­კამ­პა­ნი­ით მი­აღ­წი­ეს ამას!" - აცხა­დებს მაია ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შემ­დე­გი არ­გუ­მენ­ტე­ბით ახ­სნა: "თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტია, რაც, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, სა­ხი­ფა­თოა და ტრავ­მებს თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს. სა­სა­მარ­თლო დად­გე­ნი­ლად ვერ მი­იჩ­ნევს გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის მიერ სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით, რად­გან მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ დგინ­დე­ბა არც გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი­სა და არც სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლის სრი­ა­ლის მა­ნე­რა და ტრა­ექ­ტო­რია შე­ჯა­ხე­ბამ­დე".

მო­სა­მარ­თლემ ასე­ვე არ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის არ­გუ­მენ­ტი, რომ გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ნას­ვა­მი იყო. მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, წინა დღეს და­ლე­უ­ლი 3-4 ჭიქა ღვი­ნო და შემ­თხვე­ვის დღეს, დი­ლის ათ სა­ათ­ზე, მი­ღე­ბუ­ლი 100 გრა­მი კო­ნი­ა­კი, არ იძ­ლე­ო­და იმის მტკი­ცე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი თრო­ბის გამო თავს ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2017 წლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მწვა­ვე კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2017 წელს ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გა­ნა­ჩე­ნი­დან იკ­ვე­თე­ბო­და, რომ მო­სა­მარ­თლემ მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ი­ღო არა­ერ­თი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა. საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლი არა­ერ­თი მოწ­მე მი­უ­თი­თებ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მოძ­რა­ობ­და ძა­ლი­ან სწრა­ფად, სიჩ­ქა­რის კონ­ტრო­ლის გა­რე­შე, რაც მო­სა­მარ­თლემ არ გა­ი­ზი­ა­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"ერთხელ არ მოსულან მოსასამძიმრებლად..." - რა ეტაპზეა გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე

"ერთხელ არ მოსულან მოსასამძიმრებლად..." - რა ეტაპზეა გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე

2016 წელს გუდაურში, ტრაგიკულად გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა - 22 წლის გიორგი ლიპარტელიანს სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლიპარტელიანს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა, ვინაიდან იგი წლებია საზღვარგარეთ იმყოფება.

საბოლოო ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 12 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წლის იანვარში გუდაურში სრიალისას, თხილამურებზე მდგარი გიორგი ლიპარტელიანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.

ლიპარტელიანი ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2-წლიანი განხილვის შემდეგ, 2017 წლის 29 დეკემბერს, უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა კოლეგიამ მურმან ისაევის ხელმძღვანელობით, ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი შეცვალა და ლიპარტელიანი სსკ-ის 116-ე მუხლის 1 ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება თავის მხრივ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს ლიპარტელიანის ოჯახის წევრებმა. უზენესმა სასამართლომ ბრალდებულს სასჯელზე ერთი წელი დაუკლო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულის ოჯახი ამ გადაწყვეტილებასაც უსამართლოდ მიიჩნევს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას სტარსბურგის სასამართლოში გეგმავს.

გარდაცვლილი გოგონას დედა, ნინო ჟვანია უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პრეცედენტულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

"საბოლოო ინსტანციის ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში თხილამურებით სრიალისას სხვისი დაზიანება, სხვისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება სისხლის სამართლის დანაშაულია! მჯერა, რომ ჩვენი ბრძოლა სიმართლისთვის ხელს შეუწყობს სხვების სიცოცხლის დაცვას. ყველას მინდა ვთხოვო, ნუ დავარქმევთ უბედურ შემთხვევას იმას, რაც ადამიანის უპასუხისმგებლო საქციელით არის გამოწვეული და რისი თავიდან აცილებაც შეიძლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!" - ამბობს ნინო ჟვანია.

როგორც გარდაცვლილის დედამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, ოჯახი მოითხოვს პროკურატურასთან შეხვედრას, რათა დააზუსტოს, რა ეტაპზეა გიორგი ლიპარტელიანის ძებნისა და მისი საქართველოში ჩამოყვანის პროცესი:

"ჩვენ ვითხოვთ პროკურატურასთან შეხვედრას, რათა გავარკვიოთ, რა ღონისძიებები ტარდება ამ ადამიანის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რა სტადიაშია ძებნა. წერილიც გავუგზავნე პროკურატურას. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი ცხოვრობს პრაღაში და სწავლობს იქ. რა მოძებნა უნდა? რაც შეეხება ლიპარტელიანის ოჯახის გადაწყვეტილებას, სტრასბურგში საქმის გასაჩივრებასთან დაკავშირებით, ეს გარდა იმისა, რომ სამარცხვინოა, არის არაპროფესიონალური ნათქვამიც.

მე გავიარე კონსულტაციები იურისტებთან და როგორც ცნობილია, სტრასბურგში საქმე მიდის იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ არის გამოძიებით კმაყოფილი. ლიპარტელიანის ოჯახი მთელი სამი წლის განმავლობაში გამოძიებით კმაყოფილი იყო და ახლა რას ასაჩივრებენ? მით უმეტეს ეს გადაწყვეტილება არის თანხვედრაში ევროპულ კანონმდებლობასთან და არის პრეცედენტული საქმე საქართველოში. სანამ გაასაჩივრებენ, ეს ადამიანი ბრალდებული აღარ არის მსჯავრდებულია და არ აპირებენ ჩამოიყვანონ საქართველოში?

დანაშაული 2-4 წლამდე ივალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და მიუსაჯეს მინიმალური, ორი წელი, მაგრამ ჩემთვის პრინციპული არ იყო ორს მიუსჯიდნენ თუ ათს. მაგრამ გაამართლო სალომეს მკვლელი და მითხრა, რომ სალომეს ბრალია მისი სიკვდილი, ესაა ჩემთვის პრინციპული! რაზე საუბრობენ საერთოდ, ერთხელ არ მოსულან მოსასამძიმებლად ოჯახის არც ერთი წევრი და დამცინავი დამოკიდებულება ჰქონდათ" - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

რაც შეეხება ლიპარტელიანის ოჯახისა და ადვოკატების პოზიციას, ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და სამართლებრივი დავის გაგრძელებას სტრასბურგში აპირებენ. AMBEBI.GE დაუკავაშრდა მანანა ლიპარტელიანს, ბრალდებულის მამიდას და ადვოკატს:

"ჩვენ გამართლებას ვითხოვდით, რატომ გამოიტანა ეს გადაწყვეტილება მოსამართლე შავლიაშვილმა და ვის გაუკეთა ეს მესიჯი - სხვა გზა არ მაქვსო, არ ვიცი. ჩვენ უკვე მზად გვაქვს სარჩელი და მაისის შუა რიცხვებში გავგზავნით სტრასბურგში. უსამართლო გადაწყვეტილებაა, ცხადია. არსებობს ოთხი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ არანაირი შემხებლობა არ ჰქონია გიორგის გარდაცვლილთან. არ დაჯახებია. პირველმა ინსტანციამ გაამართლა და ამათმა შეკვეთით გაგვიკეთეს ეს. არასამთავრობო სექტორის ზემოქმედებით და მედიაკამპანიით მიაღწიეს ამას!" - აცხადებს მაია ლიპარტელიანი.

აღსანიშნავია რომ, 2017 წლის დეკემბერში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ლიპარტელიანის გამამართლებელი გადაწყვეტილება შემდეგი არგუმენტებით ახსნა: "თხილამურებით სრიალი ექსტრემალური სპორტია, რაც, თავისი შინაარსით, სახიფათოა და ტრავმებს თავისთავად გულისხმობს. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს გიორგი ლიპარტელიანის მიერ სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით, რადგან მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება არც გიორგი ლიპარტელიანისა და არც სალომე ტატიშვილის სრიალის მანერა და ტრაექტორია შეჯახებამდე".

მოსამართლემ ასევე არ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტი, რომ გიორგი ლიპარტელიანი ნასვამი იყო. მოსამართლის განმარტებით, წინა დღეს დალეული 3-4 ჭიქა ღვინო და შემთხვევის დღეს, დილის ათ საათზე, მიღებული 100 გრამი კონიაკი, არ იძლეოდა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ლიპარტელიანი თრობის გამო თავს ვერ გააკონტროლებდა.

საქალაქო სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებამ არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ 2017 წელს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, განაჩენიდან იკვეთებოდა, რომ მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო არაერთი მოწმის ჩვენება. საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმე მიუთითებდა, რომ ბრალდებული მოძრაობდა ძალიან სწრაფად, სიჩქარის კონტროლის გარეშე, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს