სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი სასახლის პრეზიდენტი - რატომ შევიდა სალომე ზურაბიშვილი დაწუნებულ რეზიდენციაში
ორი სასახლის პრეზიდენტი - რატომ შევიდა სალომე ზურაბიშვილი დაწუნებულ რეზიდენციაში

ორ­მა­გი ხარ­ჯი და ორი სა­სახ­ლე ერთი უფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის - სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უკვე 1 თვეა პრაქ­ტი­კუ­ლად, ორ სა­სახ­ლე­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას. ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც იმის გამო და­ი­წუ­ნა, რომ "იქა­უ­რი აურა არ უხ­დე­ბა", უკვე ორი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბა გა­მარ­თა, რაც ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტს ათო­ნე­ლი­სა და ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ე­ბის შე­ნახ­ვა ერ­თდრო­უ­ლად მო­უ­წევს.

ორ­მა­გი ხარ­ჯის შე­დე­გი უკვე გა­მოჩ­ნდა - „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­ი­თხო­ვა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია, თუ რამ­დე­ნი და­ი­ხარ­ჯა რე­ზი­დენ­ცი­ე­ბის შე­ნახ­ვა­ზე 2018 წლის დე­კემ­ბრი­დან 2019 წლის მარ­ტის ჩათ­ვლით. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბოლო 4 თვე­ში, ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე­სა და ათო­ნელ­ზე მდე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე ჯა­მუ­რად, 3 478 795 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

ყვე­ლა­ზე დიდი ხარ­ჯი ამ პე­რი­ოდ­ში ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ი­წია და მან 2 673 940 ლარი შე­ად­გი­ნა. ამ თან­ხის უმე­ტე­სო­ბა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო-სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს მოხ­მარ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, 4 თვე­ში ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე 2 733 720 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ათო­ნელ­ზე მდე­ბა­რე ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლის კო­მუ­ნა­ლურ­მა ხარ­ჯმა 34 642 ლარი შე­ად­გი­ნა. გარ­და ამი­სა, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის ტექ­ნი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ყო­ველ­თვი­უ­რად 10 000 ლარი იხარ­ჯე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას, რო­მელ­საც აპ­რი­ლი­დან სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე და­ერ­ქვა, 4 თვე­ში მას­ზე გა­წე­ულ­მა ხარ­ჯმა 263 616 ლარი შე­ად­გი­ნა. თან­ხის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, შე­ნო­ბის კო­მუ­ნა­ლურ ხარ­ჯებს მოხ­მარ­და. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად - ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში 4 თვე­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ხარ­ჯმა 154 795 ლარი, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მოხ­მა­რე­ბის ხარ­ჯმა 80 804 ლარი, წყლის მოხ­მა­რე­ბის ხარ­ჯმა კი 25 801 ლარი შე­ად­გი­ნა. შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მოვ­ლა/და­სუფ­თა­ვე­ბა­სა და სა­მე­ურ­ნეო სა­ქო­ნელ­ზე კი, 2 216 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

ორი­ვე შე­ნო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის ტექ­ნი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს სდსს-ს ერთ-ერთი სსიპ აწარ­მო­ებს და აღ­ნიშ­ნულ სამ­სა­ხურ­ში გა­ცე­მუ­ლი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბამ 4 თვე­ში 113 250 ლარი შე­ად­გი­ნა. ხოლო, ავ­ლაბ­რის და ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ე­ბის დაც­ვა­ზე გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბამ და და­ნა­მატ­მა 360 000 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მელ­თაც მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი წი­ნა­მორ­ბე­დი პრე­ზი­დენ­ტე­ბის სა­სახ­ლე­ში მარ­თავს - 17 აპ­რილს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე­ში კვიპ­რო­სის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტს ნი­კოს ანას­ტა­სი­ა­დი­სის უმას­პინ­ძლა.

ცე­რე­მო­ნია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი წე­სის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თა - ქვეყ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნე­ბის გაჟ­ღე­რე­ბის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შას მი­ა­გეს პა­ტი­ვი, ერ­თმა­ნეთს სა­ხელ­მწი­ფო დე­ლე­გა­ცი­ე­ბი წა­რუდ­გი­ნეს და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სა­ზე­ი­მოდ გა­ფორ­მე­ბამ­დე, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სხდო­მაც გა­მარ­თეს.

მა­ნამ­დე კი რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში 9 აპ­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­მარ­თა მი­ღე­ბა.

უფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ორი სა­სახ­ლის არ­სე­ბო­ბას უარ­ყო­ფით ფაქ­ტად მი­იჩ­ნე­ვენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" (IDFI) სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გოგა თუ­შუ­რაშ­ვი­ლის თქმით, ორ­შე­ნო­ბი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცია, მთავ­რო­ბის და პრე­ზი­დენ­ტის შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია:

"ერთი მა­ღალ­ჩი­ნი­ნოს­თვის, რომ ხდე­ბა და­მა­ტე­ბით მე­ო­რე შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა, ეს უკვე ტენ­დენ­ცი­აა, რაც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად შე­ფას­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის ახალ სა­სახ­ლეს, ეს მშე­ნებ­ლო­ბა თა­ვი­დან­ვე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იყო. მთავ­რო­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც აშენ­და და მერე არც იცოდ­ნენ, რაში უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

ათო­ნე­ლის სა­სახ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით სამი წელი იყო გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი. ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­შიც არ იყო შე­სუ­ლი. ეს კი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მდგო­მა­რე­ო­ბის ფონ­ზე, არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბია.

ასე მოხ­და პარ­ლა­მენ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­დე­საც ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა, შემ­დეგ უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით მოხ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და არ მოხ­და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გან­კარ­გვა.

თა­ვის დრო­ზე IDFI მო­ი­თხოვ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა დაჯ­და მშე­ნებ­ლო­ბა და რა ჯდე­ბო­და ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლის შე­ნახ­ვა. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია არი­სო და არ გვაწ­ვდიდ­ნენ. გვინ­დო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ე­ნა­ხა, რა უჯ­დე­ბა ბი­უ­ჯეტს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ახ­ლის აშე­ნე­ბა, ეს იყო ეკო­ნო­მი­ის თვალ­საზ­რი­სით, ან ღირ­და თუ არა მისი გა­კე­თე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ სა­ჯა­როდ­ვე­ბო­და, ამი­ტომ დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა ამ მხრივ იყო ძა­ლი­ან ძნე­ლი“, - უთხრა AMBEBI.GE-ს გოგა თუ­შუ­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლეს ანუ ყო­ფილ ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია იყე­ნებს. არა­და ის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბებს ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­მარ­თავ­და და ერ­თის ნაც­ვლად, პრაქ­ტი­კუ­ლად ორ სა­სახ­ლე­ში იმუ­შა­ვებ­და, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნი იყო.

"მე ვთვლი, რომ აურა, რო­მე­ლიც არის პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, მე არ მიხ­დე­ბა, არც აურა და არც ჰავა. ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე ბევ­რად უფრო უხ­დე­ბა ქვე­ყა­ნას, ვიდ­რე ფსევ­დო რა­იხსტა­გი, მი­შას მიერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი" - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვამ­დე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის ავ­ლა­ბარ­ში, აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლის ქუ­ჩის პირ­ველ ნო­მერ­ში მდე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცია, 5 წლის მან­ძილ­ზე შენ­დე­ბო­და და ის 2009 წელს პომ­პე­ზუ­რად გა­იხ­სნა. ზუს­ტად რა თან­ხა და­უჯ­და სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტს უზარ­მა­ზა­რი კომ­პლექ­სი, უც­ნო­ბია. პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა 2009 წელს ბრძა­ნა, რომ „სა­სახ­ლის აშე­ნე­ბა დაჯ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, პრო­ცენ­ტის მე­ხუ­თედ­ზე ნაკ­ლე­ბი მთე­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის, რო­მე­ლიც გა­წია ქვე­ყა­ნამ ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში“.

რაც შე­ე­ხე­ბა ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ას, იგი 2013 წელს, მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტის­თვის აშენ­და. მის მშე­ნე­ლო­ბა­ში 26 მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯა. თუმ­ცა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა იქ შეს­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და წი­ნა­მორ­ბე­დის აშე­ნე­ბულ სა­სახ­ლე­ში შე­ვი­და, რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რის და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზიც გახ­და...

ბოლო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცია პრაქ­ტი­კუ­ლად უფუნ­ქცი­ოდ იყო, იქამ­დე, სა­ნამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ შე­ვი­და სა­სახ­ლე­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ორი სასახლის პრეზიდენტი - რატომ შევიდა სალომე ზურაბიშვილი დაწუნებულ რეზიდენციაში

ორი სასახლის პრეზიდენტი - რატომ შევიდა სალომე ზურაბიშვილი დაწუნებულ რეზიდენციაში

ორმაგი ხარჯი და ორი სასახლე ერთი უფლებაშეზღუდული პრეზიდენტისთვის - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე 1 თვეა პრაქტიკულად, ორ სასახლეში მოღვაწეობას. ზურაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, რომელიც იმის გამო დაიწუნა, რომ "იქაური აურა არ უხდება", უკვე ორი ოფიციალური მიღება გამართა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ბიუჯეტს ათონელისა და ავლაბრის რეზიდენციების შენახვა ერთდროულად მოუწევს.

ორმაგი ხარჯის შედეგი უკვე გამოჩნდა - „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუ რამდენი დაიხარჯა რეზიდენციების შენახვაზე 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით. როგორც აღმოჩნდა, ბოლო 4 თვეში, ავლაბრის სასახლესა და ათონელზე მდებარე რეზიდენციაზე ჯამურად, 3 478 795 ლარი დაიხარჯა.

ყველაზე დიდი ხარჯი ამ პერიოდში ათონელის რეზიდენციაზე 2018 წლის დეკემბერში გაიწია და მან 2 673 940 ლარი შეადგინა. ამ თანხის უმეტესობა შენობა-ნაგებობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. საერთო ჯამში კი, 4 თვეში ათონელის რეზიდენციაზე 2 733 720 ლარი დაიხარჯა.

დოკუმენტის თანახმად, ათონელზე მდებარე ორბელიანის სასახლის კომუნალურმა ხარჯმა 34 642 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მომსახურებაზე ყოველთვიურად 10 000 ლარი იხარჯება.

რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, რომელსაც აპრილიდან სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქვა, 4 თვეში მასზე გაწეულმა ხარჯმა 263 616 ლარი შეადგინა. თანხის ძირითადი ნაწილი, შენობის კომუნალურ ხარჯებს მოხმარდა. უფრო კონკრეტულად - ავლაბრის რეზიდენციაში 4 თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯმა 154 795 ლარი, ბუნებრივი აირის მოხმარების ხარჯმა 80 804 ლარი, წყლის მოხმარების ხარჯმა კი 25 801 ლარი შეადგინა. შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოვლა/დასუფთავებასა და სამეურნეო საქონელზე კი, 2 216 ლარი დაიხარჯა.

ორივე შენობაში სხვადასხვა სახის ტექნიკურ სამუშაოებს სდსს-ს ერთ-ერთი სსიპ აწარმოებს და აღნიშნულ სამსახურში გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობამ 4 თვეში 113 250 ლარი შეადგინა. ხოლო, ავლაბრის და ათონელის რეზიდენციების დაცვაზე განაწილებული შემადგენლობის ანაზღაურებამ და დანამატმა 360 000 ლარი.

რაც შეეხება ოფიციალურ ღონისძიებებს, რომელთაც მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედი პრეზიდენტების სასახლეში მართავს - 17 აპრილს სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადისის უმასპინძლა.

ცერემონია ყველა შესაბამისი წესის მიხედვით წარიმართა - ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნების გაჟღერების შემდეგ, პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი, ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს და ხელშეკრულებების საზეიმოდ გაფორმებამდე, გაფართოებული სხდომაც გამართეს.

მანამდე კი როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში 9 აპრილთან დაკავშირებითაც გამართა მიღება.

უფლებაშეზღუდული პრეზიდენტისთვის ორი სასახლის არსებობას უარყოფით ფაქტად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილის თქმით, ორშენობიანი ადმინისტრაცია, მთავრობის და პრეზიდენტის შეუთანხმებლობამ გამოიწვია:

"ერთი მაღალჩინინოსთვის, რომ ხდება დამატებით მეორე შენობის აშენება, ეს უკვე ტენდენციაა, რაც შეიძლება ძალიან უარყოფითად შეფასდეს. რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის ახალ სასახლეს, ეს მშენებლობა თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მთავრობისა და პრეზიდენტის შეუთანხმებლობის შედეგად მივიღეთ სასახლე, რომელიც აშენდა და მერე არც იცოდნენ, რაში უნდა გამოეყენებინათ.

ათონელის სასახლე დაახლოებით სამი წელი იყო გამოუყენებელი. ექსპლუატაციაშიც არ იყო შესული. ეს კი საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის ფონზე, არარაციონალურად გამოყენებული რესურსებია.

ასე მოხდა პარლამენტის შემთხვევაშიც, როდესაც ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა, შემდეგ უკვე პოლიტიკური ნიშნით მოხდა გადაწყვეტილების მიღება და არ მოხდა რაციონალური განკარგვა.

თავის დროზე IDFI მოითხოვდა ინფორმაციას, რა დაჯდა მშენებლობა და რა ჯდებოდა ავლაბრის სასახლის შენახვა. გვეუბნებოდნენ, რომ საიდუმლო ინფორმაცია არისო და არ გვაწვდიდნენ. გვინდოდა საზოგადოებას დაენახა, რა უჯდება ბიუჯეტს ახალი პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა და რატომ გახდა საჭირო ახლის აშენება, ეს იყო ეკონომიის თვალსაზრისით, ან ღირდა თუ არა მისი გაკეთება.

სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ საჯაროდვებოდა, ამიტომ დასკვნების გამოტანა ამ მხრივ იყო ძალიან ძნელი“, - უთხრა AMBEBI.GE-ს გოგა თუშურაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებიდან ცერემონიების სასახლეს ანუ ყოფილ ავლაბრის რეზიდენციას, ჯერჯერობით მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყენებს. არადა ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ მიღებებს ავლაბრის რეზიდენციაში გამართავდა და ერთის ნაცვლად, პრაქტიკულად ორ სასახლეში იმუშავებდა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ძნელად წარმოსადგენი იყო.

"მე ვთვლი, რომ აურა, რომელიც არის პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, მე არ მიხდება, არც აურა და არც ჰავა. ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო უხდება ქვეყანას, ვიდრე ფსევდო რაიხსტაგი, მიშას მიერ მოფიქრებული" - განაცხადა პრეზიდენტად არჩევამდე სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე რეზიდენცია, 5 წლის მანძილზე შენდებოდა და ის 2009 წელს პომპეზურად გაიხსნა. ზუსტად რა თანხა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს უზარმაზარი კომპლექსი, უცნობია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წელს ბრძანა, რომ „სასახლის აშენება დაჯდა, დაახლოებით, პროცენტის მეხუთედზე ნაკლები მთელი საბიუჯეტო ხარჯების, რომელიც გაწია ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში“.

რაც შეეხება ათონელის რეზიდენციას, იგი 2013 წელს, მეოთხე პრეზიდენტისთვის აშენდა. მის მშენელობაში 26 მილიონი დაიხარჯა. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა იქ შესვლაზე უარი განაცხადა და წინამორბედის აშენებულ სასახლეში შევიდა, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერის და გიორგი მარგველაშვილის, პირველი და მთავარი დაპირისპირების მიზეზიც გახდა...

ბოლო 6 წლის განმავლობაში ათონელის რეზიდენცია პრაქტიკულად უფუნქციოდ იყო, იქამდე, სანამ სალომე ზურაბიშვილი არ შევიდა სასახლეში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"