მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაისიდან ქართული სასტუმროები ვარსკვლავებით შეფასდება
მაისიდან ქართული სასტუმროები ვარსკვლავებით შეფასდება

მა­ი­სი­დან ქარ­თულ სას­ტუმ­რო­ებს Hotelstars Union-ი ვარ­სკვლა­ვე­ბით შე­ა­ფა­სებს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „სას­ტუმ­რო­ე­ბის, რეს­ტორ­ნე­ბის და კა­ფე­ე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ქეთი მე­ლა­ძემ სას­ტუმ­რო­ე­ბის გა­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ის­ში ჩა­მოვ­ლენ ევ­რო­პე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ვარ­სკვლა­ვე­ბით შე­ა­ფა­სე­ბენ ქარ­თულ სას­ტუმ­რო­ებს. ამას­თან, მე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, Hotelstars Union-ის შე­ფა­სე­ბის მი­ღე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იქ­ნე­ბა.

„ვარ­სკვლა­ვე­ბით შე­ფა­სე­ბა არ იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­ეძ­ლე­ბათ სას­ტუმ­რო­ებს შე­სა­ბა­მი­სი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლა. ყვე­ლა სას­ტუმ­რო შე­ფას­დე­ბა, მათ შო­რის ბუ­ტიკ სას­ტუმ­რო­ე­ბი, ჰოს­ტე­ლე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ქეთი მე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­ფა­სე­ბის მი­ღე­ბა ქარ­თუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რესს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის და ამას­თან, აღარ იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბი ფრენ­ჩა­ი­ზით შე­მოყ­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა.

„ის ფაქ­ტი, რომ ევ­რო­პუ­ლი შე­ფა­სე­ბა ექ­ნე­ბათ ჩვენს სას­ტუმ­რო­ებს წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია მდგრა­დი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ამას­თან, აღარ იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ათა­სო­ბით ლა­რის გა­დახ­და ისე­თი ფრენ­ჩა­ი­ზე­ბის შე­მო­საყ­ვა­ნად, რო­გო­რი­ცაა marriott, crowne plaza,radisson. მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი Hotelstars Union-ის ვარ­სკვლა­ვის მო­პო­ვე­ბა. რო­დე­საც თუნ­დაც იგი­ვე booking.com-ზე და­ფიქ­სირ­დე­ბა,რომ სას­ტუმ­რო Hotelstars Union-ის შე­ფა­სე­ბუ­ლია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი,“-გა­ნა­ცხა­და ქეთი მე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ევ­რო­პუ­ლი შე­ფა­სე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა, რომ სას­ტუმ­რო­ე­ბი იყ­ვნენ „სას­ტუმ­რო­ე­ბის, რეს­ტორ­ნე­ბის და კა­ფე­ე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის“ წევ­რე­ბი და გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ.

ცნო­ბის­თვის, Hotelstars Union, რო­მელ­საც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს სას­ტუმ­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცი­ის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა ,2009 წელს შე­იქ­მნა. მისი წევ­რე­ბი არი­ან: შვე­დე­თი, ჰო­ლან­დია, გერ­მა­ნია, შვე­ი­ცა­რია, ავ­სტრია, ჩე­ხე­თი, უნ­გრე­თი, ეს­ტო­ნე­თი, ლიტ­ვა , ლატ­ვია,ბელ­გია, და­ნია, სა­ბერ­ძნე­თი,.ლიხ­ტენშტე­ი­ნი და სლო­ვე­ნია.

ამ ქვეყ­ნებ­ში სას­ტუმ­როს­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა კო­დი­ფი­ცი­რე­ბულ პი­რო­ბებს და გა­მო­რი­ცხავს ვარ­სკვლა­ვე­ბის თვით­ნე­ბურ მი­ნი­ჭე­ბას, კონ­კრე­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მაისიდან ქართული სასტუმროები ვარსკვლავებით შეფასდება

მაისიდან ქართული სასტუმროები ვარსკვლავებით შეფასდება

მაისიდან ქართულ სასტუმროებს Hotelstars Union-ი ვარსკვლავებით შეაფასებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის“ დამფუძნებელმა ქეთი მელაძემ სასტუმროების გავარსკვლავიანების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მაისში ჩამოვლენ ევროპელი ექსპერტები, რომლებიც ევროპული სტანდარტების მიხედვით, ვარსკვლავებით შეაფასებენ ქართულ სასტუმროებს. ამასთან, მელაძის განმარტებით, Hotelstars Union-ის შეფასების მიღება სასტუმროებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.

„ვარსკვლავებით შეფასება არ იქნება სავალდებულო, ნებაყოფლობით შეეძლებათ სასტუმროებს შესაბამისი შემოწმების გავლა. ყველა სასტუმრო შეფასდება, მათ შორის ბუტიკ სასტუმროები, ჰოსტელები,“ - განაცხადა ქეთი მელაძემ.

მისივე თქმით, ევროპული სტანდარტის შეფასების მიღება ქართული სასტუმროების მიმართ ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან, აღარ იქნება ქვეყანაში ძვირადღირებული ბრენდები ფრენჩაიზით შემოყვანის საჭიროება.

„ის ფაქტი, რომ ევროპული შეფასება ექნებათ ჩვენს სასტუმროებს წინ გადადგმული ნაბიჯია მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის. ამასთან, აღარ იქნება, აუცილებელი ათასობით ლარის გადახდა ისეთი ფრენჩაიზების შემოსაყვანად, როგორიცაა marriott, crowne plaza,radisson. მინიმალური თანხით იქნება შესაძლებელი Hotelstars Union-ის ვარსკვლავის მოპოვება. როდესაც თუნდაც იგივე booking.com-ზე დაფიქსირდება,რომ სასტუმრო Hotelstars Union-ის შეფასებულია მნიშვნელოვნად გაიზრდება მის მიმართ ინტერესი,“-განაცხადა ქეთი მელაძემ.

მისივე განმარტებით, ევროპული შეფასების მისაღებად საჭიროა, რომ სასტუმროები იყვნენ „სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის“ წევრები და გარკვეული კრიტერიუმები დააკმაყოფილონ.

ცნობისთვის, Hotelstars Union, რომელსაც შემუშავებული აქვს სასტუმროების კლასიფიკაციის ერთიანი სისტემა ,2009 წელს შეიქმნა. მისი წევრები არიან: შვედეთი, ჰოლანდია, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლიტვა , ლატვია,ბელგია, დანია, საბერძნეთი,.ლიხტენშტეინი და სლოვენია.

ამ ქვეყნებში სასტუმროსთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა შეესაბამება კოდიფიცირებულ პირობებს და გამორიცხავს ვარსკვლავების თვითნებურ მინიჭებას, კონკრეტული მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ